დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 14, 2014

„სუზუკი სელერიო“ ევროპას ალბიონიდან ეწვევა

Suzuki Celerio City Car Coming to the UK in February 2015
14 ნოემბერი
ამ პატარა ავტომობილისთვის „სუზუკის“ ხმარებაში შემოაქვს განსაზღვრება A+, რაც იმას ნიშნავს, რომ „სელერიო“A კლასზე ოდნავ დიდი ავტომობილია. დიდი ინტერიერის სივრცით და არა გარე გაბარიტებით. რა თქმა უნდა, ავტომობილების დამკვიდრებული კლასიფიკაციის შეცვლას არავინ აპირებს, იაპონური კომპანია კი თავისი განსაზღვრებით გვეუბნება, რომ „სელერიოს“ სახით, კონკურენტებზე კომფორტულ ავტომობილს გვთავაზობს.
ევროპაში „სელერიო“ ბრიტანეთის გავლით, თებერვალში შემოვა. რატომ ბრიტანეთის გავლით? მიზეზი მარტივია - ამ ავტომობილს იაპონური კომპანია ინდოეთში აწარმოებს, სადაც ალბიონის (ასევე იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და სხვა) მსგავსად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გადაადგილდებიან.
საინტერესოა, რას ნიშნავს სახელი „სელერიო“. მართალია, მას იაპონური კომპანია აწარმოებს, მაგრამ „სელერიოს“ დაბადების ადგილი ინდოეთია, სადაც ის „სუზუკიმ“ თავის ადგილობრივ პარტნიორ „მარუტისთან“ ერთად შეიმუშავა. სახელი „სელერიო“ კი „ზეციურ მდინარეს“ ნიშნავს. მოკლედ, ამ სახელით მწარმოებელი თავის კლიენტს რაღაც არაჩვეულებრივს პირდება. რა თქმა უნდა, არა ისეთს, რაც მაღალი კლასის ავტომობილებს შეეფერება.
„სუზუკიმ“ მოდელი „სელერიო“ ევროპელებს ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გააცნო. ეს არის გლობალური საქალაქო ავტომობილი, რომელიც თავისი კლასისთვის უჩვეულოდ დიდი - 254-ლიტრიანი საბარგულით გამოირჩევა. არადა, ავტომობილის სიგრძე მხოლოდ 3 600 მილიმეტრია, სიგრძე კი - 1 600 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 425 მილიმეტრია. ამიტომ, ამ ავტომობილისადმი მიდგომა ისეთივე პრეტენზიული არ უნდა იყოს, როგორიც თუნდაც სუბკომპაქტური (B კლასის) ავტომობილებისადმი იქნება. ის შესანიშნავი საშუალებაა ქალაქის გადატვირთულ გზებზე სამოძრაოდ. მითუმეტეს, მის ეკიპირებაში შედის: ექვსი სირბალიში, სისტემა ESP, რომელიც ევროპაში უკვე სავალდებულოა, კონდიციონერი, ციფრული რადიო ბლუთუთ სისტემით და სხვა.
რაც შეეხება ძრავს, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი აგრეგატი ანიჭებს, რომელიც 67 ცხენის ძალას და 90 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მოგვიანებით, აღჭურვილობას დაემატება მეორე ძრავი, რომელიც უფრო ეკონომიურიც იქნება და რომელთან წყვილშიც ავტომატიზებული მექანიკური კოლოფი იმუშავებს.

No comments:

Post a Comment