დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 21, 2014

„მაკლარენი“ გუდვუდში სატრეკო ავტომობილს გაგვაცნობს

New Track-Focused McLaren To Debut At Goodwood Festival Of Speed
21 ივნისი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, თავის კიდვ ერთ ახალ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე) ინტერნეტით გაავრცელა. უოკინგელებმა ისიც გაგვანდეს, რომ მათი სიახლე სატრეკო ავტომობილია, რომელიც კომპანიის მოტორსპორტზე ორიენტირებულმა შტო „მაკლარენ GT-მ“ შეიმუშავა.

მასამ და „უილიამსმა“ ფორმულა ერთი გამოაცოცხლეს

Motor racing-Massa puts Williams on pole in Austria
21 ივნისი
მასას მართლა გაუმართლა. იმიტომ კი არა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის გადამწყვეტ მომენტში ლუის ჰამილტონი შეცდა და პოულისთვის ბრძოლა არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ „ფერარიმ“ გასული სეზონის ბოლოს მის ადგილზე კიმი რაიკონენი მიიწვია. გასული სეზონი „უილიამსისთვის“ ძალიან რთული და ალბათ მის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო. მაგრამ წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, იმდენად, რომ ავსტრიაში, სტარტის პირველ რიგში სწორედ მისი ორი პილოტი დადგება. მხოლოდ მათ შემდეგ იქნება ნიკო როსბერგი.

Friday, June 20, 2014

„მერსედესებმა“ პოზიციები გაცვალეს

UPDATE 1-Hamilton fastest in Austrian GP practice
20 ივნისი
მეორე პრაქტიკაზეც „მერსედესი“ ყველაზე სწრაფი იყო. ოღონდ, ამჯერად ცხრილს სათავეში ლუის ჰამილტონი მოექცა, რომელმაც ნიკო როსბერგს 0.377 წამით აჯობა. საინტერესოა, რომ ორივე პილოტი პირველად ასპარეზობს ავსტრიულ ტრეკზე, რომელზეც ამჯერად მასპინძელი კომპანია „რედ ბულია“.

ავსტრიის პირველ პრაქტიკას როსბერგი ლიდერობს

Motor racing-Rosberg tops first practice in Austrian GP
20 ივნისი
კანადური შეფერხების შემდეგ, „მერსედესმა“ კვლავ დაიბრუნა პელოტონის მოწინავეპოზიცია. ავსტრიული ეტაპის პირველ, წვიმიან პრაქტიკაზე ორივე პილოტს საუკეთესო დრო ჰქონდა, მათგან უკეთესი კი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც მხოლოდ 0.140 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს. სამქიმიანებთან ყველაზე ახლოს „ფერარის“ ფერნანდო ალონსოა.

Thursday, June 19, 2014

„ფორდ მუსტანგი“ მუხლების აირბალიშებითაც აღიჭურვება

Active Glovebox Knee Airbag Equips 2015 Ford Mustang
19 ივნისი
„ფორდმა“ კიდევ ერთი სიახლე გაამხილა, რომლითაც თავის ახალ „მუსტანგს“ აღჭურვავს და რომლის გამოყენების მხრივაც, ავტოინდუსტრიის პიონერი გახდება. ესაა ეგრეთ წოდებულ სახელთათმანო ყუთში განლაგებული აირბალიში, რომელმაც წინა მგზავრის ფეხები ტრავმებისგან უნდა დაიცვას. ეს სისტემა ახალი ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.

„ლენდ როვერ დისქავერის“ მცირე განახლებები ჩაუტარდება

Land Rover Discovery Gets Subtle Updates for 2015 Model Year
19 ივნისი
მალე „ლენდ როვერი“ უახლეს „დისქავერის“ გამოუშვებს, რომელიც ცალკე ოჯახად ყალიბდება და ძველ ტრადიციებს ახალი მიდგომით გააგრძელებს. ამ ოჯახის პირველი წევრი, სახელად „დისქავერი სპორტი“, კონვეიერზე მომავალ წელს დადგება, მანამდე კი ბრიტანული კომპანია ახლანდელ „დისქავერის“ ამრავალფეროვნებს, რათა ბაზრიდან გაყვანის წინ, მისგან მაქსიმალური მოგება გამოწუროს. მითუმეტეს, ეს ავტომობილი ჯერაც სოლიდური პოპულარობით სარგებლობს.

„რენო სპორტ ტროფი“ რბოლებისთვის ემზადება

The Renault Sport Trophy: A New And Simply Spectacular Race Car
19 ივნისი
„რენოს“ სარბოლ პროექტებზე ორიენტირებულმა შტო „რენო სპორტ ტექნოლოჯიზმა“ წარმოებისთვის მოამზადა ახალი სარბოლი ავტომობილი, სახელად „რენო სპორტ ტროფი“, რომელსაც პირველად ზაფხულის ბოლოს, მოსკოვის საერთაშორისო მოტორ შოუზე წარადგენს. ავტომობილი ეფექტური დიზაინით და შესაშური ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და ამჟამად ტესტების სერიას გადის, რათა მომავალი სეზონიდან, „რენოს“ მსოფლიო სერიის რბოლებში მიიღოს მონაწილეობა.

Wednesday, June 18, 2014

„ბენტლი“ სარბოლი „კონტინენტალ GT3-ის“ საგზაო ვერსიას გამოუშვებს

New Bentley Continental GT3-R is a 580PS Road-Going Version of GT3 Racer
18 ივნისი
„ბენტლიმ“ თავის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალურ საგზაო ავტომობილს, „კონტინენტალ GT3-R-ს“ საბურველი ჩამოხსნა. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ეს არის მის ისტორიაში ყველაზე დინამიური საგზაო ავტომობილი. ქრიუს ფაბრიკაში სულ 300 ცალი „კონტინენტალ GT3-R-ის“ წარმოება იგეგმება და „ბენტლი მოტორსპორტის“ მაღალკვალიფიცირებული პერსონალი ყოველ მათგანს ხელით დაამზადებს.

შუმახერი ხანგრძლივ რეაბილიტაციას იწყებს

Hospital admits Schumacher outcome uncertain
18 ივნისი
მიხაელ შუმახერმა სიცოცხლისთვის ბრძოლის პირველი, ყველაზე რთული ეტაპი მოიგო - ის კომაში აღარაა და სარეაბილიტაციო კურსისთვის, გრენობლის (საფრანგეთი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან, ლოზანას (შვეიცარია) ჰოსპიტალში გადაინაცვლა. როგორც გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი პერიოდულად გონს მოდის, თუმცა მალე იღლება და ისევ დასვენების ფაზაში გადადის.

„რენო“ ისევ ნურბურგრინგის რეკორდსმენია

Renault Reclaims Nürburgring Record with Mégane RS 275 Trophy-R
18 ივნისი
მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „სეატმა“ თავისი „ლეონ კუპრათი“, წინა ამძრავიანი სერიული ავტომობილებისთვის, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდული დრო დააფიქსირა და რეკორდსმენის სახელი მას ისევ „რენომ“ ჩამოართვა. ფრანგული კომპანიის „მეგან RS 275 ტროფი-R-მა“ მწვანე ჯოჯოხეთის წრე 7 წუთსა და 54.3 წამში გაიარა და 4.1 წამი მოაკლო ესპანური კომპანიის რეკორდს.

Tuesday, June 17, 2014

გაიცანით - ზებგერითი რეკორდული ავტომობილი „ბლადჰაუნდი“

Cockpit revealed for Bloodhound supersonic car
17 ივნისი
ბრიტანულმა ჯგუფმა, სახელად „ბლადჰაუნდ“, ქალაქ ბრისტოლში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელზეც ხმელეთის ახალი რეკორდის დასამყარებლად შექმნილი ზებგერითი რეკორდული ავტომობილის კოკპიტის პრეზენტაცია ჩაატარა. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - კოკპიტი პრესას ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა და ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის ავტორმა ენდი გრინმა წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ რაკეტის მსგავსი აპარატით, სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას 2015 ან 2016 წელს ეცდება.

„ლენდ როვერი“ ყველაზე სწრაფ „რეინჯ როვერს“ გამოუშვებს

Land Rover построит самый быстрый Range Rover в истории
17 ივნისი
„ლენდ როვერმა“ თავის ყველაზე მდიდრულ ყველგანმავალ „რეინჯ როვერ სპორტის“ ტემპერამენტიანი ვერსიის პირველი ვიდეო ტიზერი გაავრცელა, ავტომობილისა, რომელიც ამ ბრენდის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი ავტომობილი უნდა გახდეს. ავტომობილს, რომლის სახელიცაა „რეინჯ როვერ სპორტ R-S“, „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი, „სპეციალური ოპერაციების“ განყოფილება ქმნის.

„ფორდი“ ევროპისთვის „ფიესტას“ მხოლოდ კიოლნში გამოუშვებს

Next Generation Ford Fiesta to be Built Exclusively in Germany for European Markets
17 ივნისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი ამწყობი ქარხანა, რომელიც კიოლნში (გერმანია) მდებარეობს, ერთადერთი იქნება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის სუბკომპაქტურ „ფიესტას“ გამოუშვებს. ეს გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეთანხმებას მიაღწია მუშათა საბჭოსთან, რომელიც გერმანიაში „ფორდის“ დაქირავებულთა უფლებებს წარმოადგენს. შეთანხმება ძალაში 2017 წელს შევა და ოთხი წელი იქნება მხარეებს შორის ურთიერთობის საფუძველი. ამ შეთანხმებით, ამერიკული კომპანია მინიმუმ 400 მილიონ დოლარს დაზოგავს და სამაგიეროდ, „ფორდ-ვერკეს“ კონტროლს ქვეშ არსებულ 24 000 სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს.

Monday, June 16, 2014

„ნისანის“ მომავლის ავტომობილი ვიდეო თამაშიდან

Nissan's Concept 2020 Vision Gran Turismo Offers Hints about Next GT-R
16 ივნისი
„ნისანმა“ თავის ვირტუალურ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად „კონცეპტ 2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“, საბურველი მოხსნა - მისი ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა. ეს სუპერ ავტომობილი, „სონი პლეისტეიშნის“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ გამოსვლიდან 15 წლის იუბილეს მიეძღვნა. სხვათა შორის, ამ თამაშში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელი სწორედ „ნისანია“, რომლის სხვადასხვა თაობის 148 ავტომობილიცაა წარმოდგენილი მასში.

„როლს-როისმა“ თავის მომავალ SUV-ს უდიდესი ბრილიანტის სახელი უწოდა

Rolls-Royce code-names new SUV after world's largest diamond, report says
16 ივნისი
„როლს-როისმა“ თავის პირველ უგზოობის ავტომობილს კოდურ სახელწოდებად „ქალინენი“ შეურჩია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასის სახელი, რომელსაც ასევე „აფრიკის უდიდეს ვარსკვლავსაც“ უწოდებენ. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის უგზოობის ავტომობილი ბაზარზე 2018 წელს გამოვა.