დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 16, 2014

„როლს-როისმა“ თავის მომავალ SUV-ს უდიდესი ბრილიანტის სახელი უწოდა

Rolls-Royce code-names new SUV after world's largest diamond, report says
16 ივნისი
„როლს-როისმა“ თავის პირველ უგზოობის ავტომობილს კოდურ სახელწოდებად „ქალინენი“ შეურჩია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასის სახელი, რომელსაც ასევე „აფრიკის უდიდეს ვარსკვლავსაც“ უწოდებენ. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის უგზოობის ავტომობილი ბაზარზე 2018 წელს გამოვა.
„როლს-როისი“ წლიურად 2 000 ცალი უგზოობის ავტომობილის წარმოებას გეგმავს. თითოეული დაახლოებით 275 000 ევრო ეღირება. ბრიტანული კომპანია ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ის მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერაა გამოტანილი.
სულ ახლახანს, კერძოდ კი დეტროიტის მოტორ შოუს გახსნამდე, „როლს-როისის“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ჯერ მხოლოდ განიხილავს უგზოობის ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას. არადა, მანამდე ფრანკფურტის მოტორ შოუზე ნათქვამი აქვს, რომ მისი აზრით, ულტრა ლუქს კლასის სეგმენტში, უგზოობს ავტომობილს კარგი პერსპექტივა აქვს.
სხვათა შორის, „როლს-როისის“ გარდა, ამ სეგმენტში მალე რამდენიმე ლუქს კომპანიის ავტომობილი გამოჩნდება. ეს კომპანიებია „ბენტლი“, „ლამბორგინი“ და „მაზერატი“. ბრიტანულ გავრცელებული ინფორმაციით, „როლს-როისის“ SUV-ი 6.6-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით და პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება. არსებობს ვარაუდ, რომ „ბეემვე“ თავის ჯგუფში შემავალ „როლსს“ კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგან შასის წარმოების ტექნოლოგიას გაუზიარებს, რომელიც მან საკუთარ ქვე-ბრენდ i-სთვის შეიმუშავა. ამ ტექნოლოგიით დამზადებულ შასიზე, უგზოობის ავტომობილის გარდა, შემდეგი თაობის სედანი „გოსტიც“ აიგება. არაა გამორიცხული, რომ იგივე პლატფორმა ბავარიულმა კომპანიამ თავისი მე-9 სერიის მოდელისთვისაც გამოიყენოს.

No comments:

Post a Comment