დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 16, 2014

„ნისანის“ მომავლის ავტომობილი ვიდეო თამაშიდან

Nissan's Concept 2020 Vision Gran Turismo Offers Hints about Next GT-R
16 ივნისი
„ნისანმა“ თავის ვირტუალურ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად „კონცეპტ 2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“, საბურველი მოხსნა - მისი ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა. ეს სუპერ ავტომობილი, „სონი პლეისტეიშნის“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ გამოსვლიდან 15 წლის იუბილეს მიეძღვნა. სხვათა შორის, ამ თამაშში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელი სწორედ „ნისანია“, რომლის სხვადასხვა თაობის 148 ავტომობილიცაა წარმოდგენილი მასში.
მაგრამ „კონცეპტ 2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“ უბრალო კონცეპტი არაა. როგორც იაპონური კომპანია განგვიმარტავს, მისი სახით, დიზაინერები გვიჩვენებენ, თუ როგორი შეიძლება იყოს „ნისანის“ მომავლის სპორტული ავტომობილი. ამ გამონათქვამის მიხედვით კი შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ჩვენს წინაშეა შემდეგი თაობის GT-R.
კონცეპტუალური ავტომობილი, იაპონური კომპანიის ევროპულ დიზაინის ცენტრში შეიქმნა, რომელიც ლონდონში მდებარეობს. პროექტზე ახალგაზრდა დიზაინერებმა იმუშავეს, რომლებმაც, როგორც „ნისანი“ ამბობს, დახვეწილი აეროდინამიკური ფორმების მქონე ავტომობილი შეიმუშავეს და ეს ძალიან მოეწონათ კომპანიის აცუგის (იაპონია) ტექნიკური ცენტრის სპეციალისტებს. მათ ამ პროექტში დიდი პოტენციალი დაინახეს და კოლეგებს პროექტში ჩართვა შესთავაზეს.
„ნისანი“ არ აქვეყნებს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის აგრეგატითაა აღჭურვილი კონცეპტი და რა მახასიათებლები აქვს მას. ცნობილია, რომ ვიდეოთამაშში ამ ავტომობილის ნახვა და გამოყენება ივლისიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ თამაში ავტომობილს რეალური ბაზრისთვისაც მოამზადებს.

No comments:

Post a Comment