დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 17, 2014

„ფორდი“ ევროპისთვის „ფიესტას“ მხოლოდ კიოლნში გამოუშვებს

Next Generation Ford Fiesta to be Built Exclusively in Germany for European Markets
17 ივნისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი ამწყობი ქარხანა, რომელიც კიოლნში (გერმანია) მდებარეობს, ერთადერთი იქნება, რომელიც ევროპული ბაზრისთვის სუბკომპაქტურ „ფიესტას“ გამოუშვებს. ეს გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეთანხმებას მიაღწია მუშათა საბჭოსთან, რომელიც გერმანიაში „ფორდის“ დაქირავებულთა უფლებებს წარმოადგენს. შეთანხმება ძალაში 2017 წელს შევა და ოთხი წელი იქნება მხარეებს შორის ურთიერთობის საფუძველი. ამ შეთანხმებით, ამერიკული კომპანია მინიმუმ 400 მილიონ დოლარს დაზოგავს და სამაგიეროდ, „ფორდ-ვერკეს“ კონტროლს ქვეშ არსებულ 24 000 სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს.

„ეს შეთანხმება და ჩვენი გადაწყვეტილება, შემდეგი თაობის „ფორდ ფიესტას“ კიოლნში წარმოების შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ფორდ ოფ იუროპის“ ტრანსფორმაციის საქმეში და ხაზს უსვამს ჩვენს მისწრაფებას, ინვესტიცია განვახორციელოთ გერმანიაში კონკურენტუნარიანი ავტომობილების წარმოებაში“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ და „ფორდის“ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის შტოების პრეზიდენტი სტივენ ოდელი.
პროფკავშირებთან შეთანხმება ითვალისწინებს კიოლნის ქარხანაში მოქნილ საათობრივ და სამუშაო კვირების სისტემით მუშაობას. მათ შორის, ისეთი ოპერაციების შესრულებას, რომლებსაც ამჟამად მიმწოდებელი კომპანიები ასრულებენ. ამ ყველაფრის გამოყენებით, ქარხნის საწარმოო ხარჯების შემცირება იქნება შესაძლებელი, რაც წარმოებული პროდუქციის ფასზე აისახება.
გარდა ამისა, „ფორდი“ კიოლნის ქარხანას ორ ცვლაში მუშაობას დაუგეგმავს, რაც მოთხოვნის შესაბამისად წარმოების მოცულობის ცვლილების საშუალებას მისცემს. მესამე ცვლა დაემატება კიოლნის ძრავების ქარხანას, სადაც სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიან ძრავებს უშვებენ. ამ აგრეგატზე სოლიდური მოთხოვნაა და ცისფერ ოვალში თვლიან, რომ მისი წარმოების გაზრდაზე ზრუნვის დაწყება ახლავეა საჭირო.
ახალი შეთანხმება, „ფორდს“ გერმანიაში უფრო მოქნილად მოქმედების საშუალებას მისცემს. გარკვეული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას დღიური ცვლების დამატების, ან შემცირების უფლებას აძლევს, რითაც გაზრდილ ან შემცირებულ მოთხოვნასთან წარმოების შესაბამისობაში სწრაფად მოყვანას შეძლებს. დღიური ცვლების საათებიც შეიძლება ნახევარი სათით გაიზარდოს, ან შემცირდეს.

ახლანდელ, მეექვსე თაობის „ფიესტას“ ევროპისთვის ორ ქარხანაში აწარმოებს. ამ ავტომობილის წარმოება 2008 წელს კიოლნში დაიწყო, რომლის მახლობლადაც ის შეიმუშავეს კიდეც. მეორე ქარხანა, რომელიც ამჟამად „ფიესტას“ აწარმოებს, ვალენსიაშია (ესპანეთი), სადაც მეექვსე თაობის „ფიესტას“ წარმოება 2009 წელს დაიწყეს.

No comments:

Post a Comment