დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 20, 2014

ავსტრიის პირველ პრაქტიკას როსბერგი ლიდერობს

Motor racing-Rosberg tops first practice in Austrian GP
20 ივნისი
კანადური შეფერხების შემდეგ, „მერსედესმა“ კვლავ დაიბრუნა პელოტონის მოწინავეპოზიცია. ავსტრიული ეტაპის პირველ, წვიმიან პრაქტიკაზე ორივე პილოტს საუკეთესო დრო ჰქონდა, მათგან უკეთესი კი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც მხოლოდ 0.140 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს. სამქიმიანებთან ყველაზე ახლოს „ფერარის“ ფერნანდო ალონსოა.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კი მისი გუნდის საშინაო ტრეკზე მე-15 შედეგს დასჯერდა. ერთხელ მან ბოლო მოსახვევში საჭეზე კონტროლიც კი დაკარგა და ბალახებში „გაისეირნა“, თუმცა ბედად, ბარიერთან შეჯახებას ბეწვზე გადაურჩა და არც მანქანა დაუზიანებია.
თავი არც არც კანადური რბოლის გამარჯვებულს, ფეტელის თანაგუნდელ დანიელ რიკარდოს გამოუჩენია, რომელიც მე-13 შედეგს დასჯერდა.

ავსტრიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:11.295
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:11.435
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:11.606
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:11.756
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:11.839
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:12.009
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:12.072
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:12.114
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:12.313
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:12.364
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:12.365
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:12.372
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:12.570
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:12.984
15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:12.988
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:13.168
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:13.642
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:13.738
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:13.857
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:14.611
21. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:14.691
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)           1:17.501

No comments:

Post a Comment