დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 19, 2014

„რენო სპორტ ტროფი“ რბოლებისთვის ემზადება

The Renault Sport Trophy: A New And Simply Spectacular Race Car
19 ივნისი
„რენოს“ სარბოლ პროექტებზე ორიენტირებულმა შტო „რენო სპორტ ტექნოლოჯიზმა“ წარმოებისთვის მოამზადა ახალი სარბოლი ავტომობილი, სახელად „რენო სპორტ ტროფი“, რომელსაც პირველად ზაფხულის ბოლოს, მოსკოვის საერთაშორისო მოტორ შოუზე წარადგენს. ავტომობილი ეფექტური დიზაინით და შესაშური ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა და ამჟამად ტესტების სერიას გადის, რათა მომავალი სეზონიდან, „რენოს“ მსოფლიო სერიის რბოლებში მიიღოს მონაწილეობა.
უკვე ათი წელია, რაც „რენო“ მონო სერიის ძალიან პოპულარულ რბოლებს ატარებს, რომლებშიც შემდგარი და მომავალი ვარსკვლავები ასპარეზობენ. მომავალი სეზონდან, სერიას ახალი კატეგორია დაემატება, რომლის მთავარი „ცხენი“ სწორედამ ახალი კატეგორიის სპეციფიკაციებით შემუშავებული „რენო სპორტ ტროფი“ გახდება.
მსოფლიო პრემიერამდე მცირე ხნით ადრე, „რენომ“ ახალი სარბოლი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა და მის შესახებ მწირი ინფორმაციაც გაგვანდო. პირველ რიგში ის, რომ მისი მზიდი ელემენტი - კარბონის კომპოზიტის მონოკოკი, იტალიურმა კომპანია „დალარამ“ დაამზადა, რომელიც ინდიქარ-ის სერიისთვის აწარმოებს ღიაბორბლიან სარბოლ ავტომობილებს. „ნისმოს“ 500-ცხენისძალიანი ძრავი მონოკოკის უკან მაგრდება. მასთან კი კომპანია „სადევის“ 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ავტომობილი, რომელიც 1100 კილოგრამს იწონის, „მიშლენის“ მიერ სპეციალურად შექმნილ საბურავებზე დადგება.

No comments:

Post a Comment