დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 25, 2013

„მარუტი სუზუკი“ ინდოეთში ფსონს დიზელზე ჩადის


Maruti Suzuki Betting on Diesel in India With Plant Expansion
25 მარტი
ევროპასა და ამერიკაში „სუზუკი“ კარგი გაყიდვებით არ გამოირჩევა, ამერიკა დატოვა კიდეც, მაგრამ იაპონური ბრენდი ძალიან პოპულარულია. იმდენად პოპულარული, რომ თანაალიანსელ „მარუტისთან“ ერთად, ქალაქ მანესარის ქარხნის გაფართოებას გეგმავს. ეს ქარხანა ახლაც გიგანტურია - მისი წლიური წარმოების მოცულობა 1.5 მილიონია, რეკონსტრუქციის შემდგ კი 150 000-ით მეტის გამოშვებას შეძლებს.

„მერსედსის“ სისტემა FRIC - ჰიდროაქტიური საკიდარი


Mercedes F1 W04 - 'FRIC' system
25 მარტი
„მერსედესი“ რომ აქტიურ საკიდარს იყენებს, ამაზე უკვე მოგითხრეთ. მისი სისტემა რომ ტექნიკურ რეგლამენტს არ არღვევს, ესეც ყველა გუნდმა გააცნობიერა. ეგ კი არა, ზოგიერთი მათგანი მსგავს სისტემებზე უკვე მუშაობს კიდეც. მათ შორის არიან „ლოტუსი“ და „ზაუბერი“, თუმცა მოიყვანეს თუ არა თავიანთი სიახლე ჭკუაზე, ეს პადოკში ჯერ არ იციან, თავად ამ გუნდებს კი ამაზე სიტყვასაც ვერ დააცდევინებ.

ბუიე: კუბიცა ალბათ 2014 წელს დაბრუნდება

Kubica 'definitely' in running for 2014 - Boullier
25 მარტი
„ლოტუსის“ შეფ ერიკ ბუიეს თქმით, დიდი შანსია იმისა, რომ მომავალ სეზონში, „ლოტუსს“ რობერტ კუბიცა დაუბრუნდეს. პოლონელმა პილოტმა DTM-დან (გერმანიის ტურინგის ჩემპიონატი) შეთავაზება უარყო, რაც შესანიშნავი სტარტი იქნებოდა ფ1-ში დასაბრუნებლად. ამჟამად ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება.

ალონსო თავის და გუნდის გადაწყვეტილებას ამართლებს

Alonso defends decision not to change broken wing
25 მარტი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ დაზიანებული წინა ფრთით რბოლის გაგრძელების გადაწყვეტილება, რომელიც მან და გუნდმა მიიღეს, გამართლებული რისკი იყო. ის ამბობს, რომ მას და გუნდს სურდათ, ამ ფრთით ასპარეზობა კიდევ რამდენიმე წრე გაეგრძელებინათ, სანამ ტრასა შეშრებოდა და სლიკებზე გადასვლისთვის მოუწევდა ბოქსში შესვლა.

Sunday, March 24, 2013

ახალი „ფორდ მუსტანგი“... ჯერ მხოლოდ თიხაში

2015 Ford Mustang Design Prototype Model Leaked
24 მარტი
თითქმის ერთი წელია, საავტომობილო პრესა ახალ „ფორდ მუსტანგზე“ მსჯელობს. ყველამ იცის, რომ ეს ავტომობილი წინა „მუსტანგებისგან“ სრულიად განსხვავებული იქნება და რეტრო გავლენისგანაც გათავისუფლდება. არის ვარაუდები, რომ ის „ფორდის“ კონცეპტუალურ ავტომობილ „ევოსს“ დაემსგავსება.

„აიკონა ვულკანო“ - ჩინური სუპერ ავტომობილი


Icona Vulcano one-off supercar headed for Shanghai
24 მარტი
ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე იმდენი სუპერ ავტომობილის პრემიერა ჩატარდა, ავტოგურმანებს სალაპარაკოდ მთელი წელი ეყოფათ. ან რა უნდა ნახონ მათ ისეთი, რაც „მაკლარენ P1-ს“, „ფერარი ლაფერარის“ და „ლამბორგინი ვენენოს“ დაჩრდილავს? ალბათ, საკითხის ამგვარად დასმა არასწორია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გებულობ, რომ მალე საავტომობილო სამყარო კიდევ ერთ ახალ სუპერს იხილავს. თანაც ჩინურს...

ეკლსტოუნი: ჰამილტონს „რედ ბულში“ გადასვლა სურდა


Hamilton wanted to join Red Bull - Ecclestone
24 მარტი
ფორმულა ერთის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ ლუის ჰამილტონს „რედ ბულში“ გადასვლა სურდა და ავსტრიულ გუნდთან მოლაპარაკებასაც კი აწარმოებდა, თუმცა შემდეგ „მერსედესთან“ გააფორმა კონტრაქტი. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს ეკლსტოუნისთვის „რედ ბულთან“ შუამავლობა უთხოვია. მაგრამ „რედ ბულის“ მფლობელ დიტრიხ მტეშიცს უთქვამს, მარკ ვებერის გადასაწყვეტია, გუნდში ვაკანსია გვექნება, თუ არაო.

ბოდიში, რომ გავიმარჯვე

Vettel leads Red Bull one-two in Malaysia thriller
24 მარტი

მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელს სიტყვასიტყვით ასე არ უთქვამს მარკ ვებერისთვის, მაგრამ რბოლის შემდგომ განაცხადა, ეს ის გამარჯვება არაა, რომლითაც ვიამაყებო. მსგავსი განწყობა „მერსედესის“ ბანაკშიც სუფევდა - ლუის ჰამილტონმა აღიარა, კვარცხლბეკზე ნიკო როსბერგი უნდა მდგარიყოო...

Saturday, March 23, 2013

„ბეემვე“ ახალ ჩინურ ქვე-ბრენდს ქმნის

BMW to Launch New Sub-Brand for China to Comply with Government Regulations
23 მარტი

„ბეემვე“ და მისი ჩინელი პარტნიორი „ბრილიანს ავტო“, სრულიად ახალ ქვე-ბრენდს აყალიბებენ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე იმუშავებს. ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებიც ამ ბრენდით გაიყიდება, ბავარიული კომპანიის მე-3 სერიის წინა თაობის პლატფორმაზე აიგება. იმავე ინფორმაციით, ახალი ერთობლივი კომპანია უკვე რეგისტრირებულია და მისი სახელია „ჟი ნუო“, რაც ითარგმნება, როგორც დაპირება. ოღონდ, მთელ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც გერმანული კომპანია ადასტურებს და არც ჩინური.

„პირელი“ ამბობს, რომ საბურავები გამაღლდება და დავიწროვდება

Pirelli Says Tires of the Future Will Be Tall and Skinny
23 მარტი
ავტომწარმოებლები ყველა იმ კონსტრუქციული თავისებურების გამოყენებას ცდილობენ, რომელთა წყალობითაც, მათი ავტომობილი უფრო ეფექტურები გახდება. ერთ-ერთი ამ თავისებურებათაგან, საბურავების აგებულების რადიკალურად შეცვლაა. ანუ, სხვანაირი უნდა იყოს მათი ზომები და შესახედაობა. „პირელიში“ თვლიან, რომ ევროკავშირის რეგულაციების მნიშვნელოვანი გამკაცრების გამო, საბურავების მწარმოებლებს ახალი გზების ძებნა მოუწევთ იმისათვის, რომ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწიონ.

ლოები პაიკს პიკზე „პეჟოთი“ იასპარეზებს

Sebastien Loeb to contest 2013 Pikes Peak with Peugeot
23 მარტი

რალიდან ჯერ ბოლომდე არწამოსულ სებასტიან ლოებს რბოლები სწყურია. ლე მანის რბოლაში გამოსვლა სურდა, მაგრამ მისმა გუნდმა სპონსორები დროულად ვერ მოიზიდა და ამ სურვილის შესრულების გადადება მოუწევს. სამაგიეროდ, პაიკს პიკის აღმართზე ასპარეზობის საშუალება მიეცა, რბოლაში, რომელზეც რალის ბევრ მსოფლიო ჩემპიონი გამოსულა.

ფეტელი მალაიზიაშიც რბოლას პოულიდან დაიწყებს

Vettel secures pole at rain-hit Sepang
23 მარტი
ისევ ფეტელი, ისევ წვიმაში... რა იქნება რბოლაში, ამაზე კვალიფიკაციის მიხედვით მსჯელობა ძნელია. წინა ორ რიგში გადანაწილებული ორი „ფერარი“ წინ ბევრს არ გაუშვებს. რა თქმა უნდა, თუ მათზე სწრაფები არ არიან. რაიკონენი მეათეა... არა, მეშვიდე დრო ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციის მიწურულს, მასას გზაზე ცუდად გადაეღობა, რაც სტიუარდებმა არ მოუწონეს და სამი ადგილით ჩააჩოჩეს. ჰო, კიდევ, „მერსედესის“ ბიჭებიც აქვე არიან, მაგათგან კი ყველაფერი მოსალოდნელია.

Friday, March 22, 2013

„მაკლარენი“ ხელმისაწვდომ სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

McLaren is Working on an Entry Level Model Called P13
22 მარტი

„მაკლარენი“ სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც 12C-ზე დაბალ ნიშას დაიკავებს და ბრიტანული კომპანიის გამაში ყველაზე პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ავტომობილი იქნება. გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სახელად, P13 შეარჩიეს.

„ალპინის“ სარბოლო ბედაური ლე მანისთვის

Alpine Reveals New Le Mans Racer After 35-Year Absence
22 მარტი
სახელი „ალპინი“ წლების განმავლობაში, ლე მანის 24-საათიან რბოლასთან იყო ასოცირებული. მაგრამ უკვე 35 წელია, რაც ფრანგული კომპანია სარტეს ტრეკზე აღარ გამოჩენილა. ამ პერიოდში ლე მანზე ძირითადად გერმანული პროტოტიპები (პორშე, მერსედესი, აუდი) დომინირებენ. და აი, „ალპინის“ დაბრუნების დროც დადგა. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება კომპანია „რენოს“ წამოწყების შედეგია - ფრანგულ კომპანიას ამ სახელით, სპორტული ავტომობილების წარმოება აქვს დაგეგმილი.და ამ საქმეში მას ისეთი სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც „კატერჰემია“.

რაიკონენი ისევ სათავეშია

Raikkonen makes hay while the sun shines
22 მარტი
კიმი რაიკონენი ისევ წინაა. მართალია, მალაიზიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე ის მარკ ვებერს ჩამორჩა, მაგრამ მეორეზე ორის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა და როგორც ჩანს, რბოლაშიც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნება, რადგან „რედ ბულის“ ბიჭები საბურავების ინტენსიური ცვეთით უკმაყოფილონი არიან. ამავე დროს, ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესმა“ მანქანა დახვეწა, მაგრამ სამქიმიანებისგან გამარჯვებისთვის ბრძლას ჯერ არავინ ელის.