დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 22, 2013

რაიკონენი ისევ სათავეშია

Raikkonen makes hay while the sun shines
22 მარტი
კიმი რაიკონენი ისევ წინაა. მართალია, მალაიზიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე ის მარკ ვებერს ჩამორჩა, მაგრამ მეორეზე ორის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა და როგორც ჩანს, რბოლაშიც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნება, რადგან „რედ ბულის“ ბიჭები საბურავების ინტენსიური ცვეთით უკმაყოფილონი არიან. ამავე დროს, ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესმა“ მანქანა დახვეწა, მაგრამ სამქიმიანებისგან გამარჯვებისთვის ბრძლას ჯერ არავინ ელის.

და სად არიან „ფერარის“ პილოტები? ძალიან ახლოს, თანაც ორივე. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, გუნდებს შორის მარანელოელებს ყველაზე ძიერი ძალა აქვთ. საინტერესოა ისიც, რომ ფელიპე მასა ჯერჯერობით ისევ ფერნანდო ალონსოს წინ, მაგრამ თუ ავსტრალიურ რბოლას გავიხსენებთ, მისი ეს უპირატესობა დიდხანს ვერ გასტანს. ოღონდ, ამჯერად ნუ იტყვით, რომ ალონსო „ფერარის“ პრეფერენციებით სარგებლობს - მელბურნში მან ბრაზილიელს ოც წამზე მეტით აჯობა, ანუ ფელიპეზე გაცილებით სწრაფი იყო. მაგრამ მასაც ის აღარაა, რომლისგანაც „სკუდერია“ მუდმივად შედეგების გაუმჯობესებას მოითხოვდა. გასული სეზნის მეორე ნახევრიდან ძველებურად სწრაფია და ისიც შეიძლება ითქვას, რომ მეორე კარიერა დაიწყო.
რაიკონენმა მეორე სესიაზე საუკეთესო დრო მანამ დააფიქსირა, სანამ ცა პირს მოხსნიდა და ტრასას დაასველებდა. ეს პრაქტიკის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მოხდა. მის გარდა, ვებერის მიერ პირველ პრაქტიკაზე ნაჩვენები საუკეთესო დრო, ფეტელმა და მასამაც გააუმჯობესეს. სხვათა შორის, ფეტელი და რაიკონენი მხოლოდ 0.019 წამმა დააშორა.
„მერსედესის“ პილოტები გვარიანად ჩამორჩნენ მოწინავეებს, მაგრამ ნარბოლევს მათმა შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, ჩვენი მანქანების ავზები სავსე იყო საწვავითო. თანაც, ლუის ჰამილტონი კმაყოფილებას არ მალავდა. განსაკუთრებით ის იმით იყო გახარებული, რომ მანქანა ხანგრძლივი გამოსვლებისას მაღალ ტემპს ინარჩუნებს, რასაც რბოლისას დიდი მნიშვნელობა ექნება.
აღსანიშნავია, რომ პირველ სესიაზე უმეტესობამ მყარი რეზინით იასპარეზა, მეორეზე კი მედიუმებიც გამოიყენეს. ამის მიუხედავად, დროები უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ წვიმა იყო ნავარაუდები და სესიის დასაწყისშივე, ტრასაზე თითქმის ყველა გამოვიდა. ტრაფიკი კი ხელის შემშლელი ფაქტორია.


მალაიზიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:36.935
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:37.003
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:37.104
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:37.319
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:37.588
6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                 1:37.769
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:37.771
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:37.773
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:37.840
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:37.915
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.173
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:38.673
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:38.830
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:39.054
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:39.204
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:39.208
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:39.284
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:39.567
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     1:40.728
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:40.996
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:41.163
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:41.513

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:36.569
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:36.588
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:36.661
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:36.985
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:37.026
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:37.206
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:37.448
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:37.571
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:37.574
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:37.788
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:37.838
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:37.865
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:38.068
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:38.645
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:38.738
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:38.801
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:38.904
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1:39.508
19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:39.660
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:40.757
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     1:40.768
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:41.438

No comments:

Post a Comment