Alpine Reveals New Le Mans Racer After 35-Year
Absence
სარბოლ ავტომობილს, რომლითაც „ალპინი“ ლე მანის
სარბიელზე დაბრუნდბა, „ალპინ N36“ შეარქვეს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ბრენდი ზედიზედ
36-ე ლე მანს არ გააცდენს. უფრო სწორი კი იქნებოდა, რომ გვეთქვა - „ალპინი“ წასვლიდან
36-ე წელს ბრუნდება. „რენოსა“ და „კატერჰემის“ გარდა, პროექტში „ნისანიც“
მონაწილეობს.
22 მარტი
სახელი „ალპინი“ წლების განმავლობაში, ლე მანის 24-საათიან
რბოლასთან იყო ასოცირებული. მაგრამ უკვე 35 წელია, რაც ფრანგული კომპანია სარტეს
ტრეკზე აღარ გამოჩენილა. ამ პერიოდში ლე მანზე ძირითადად გერმანული პროტოტიპები (პორშე,
მერსედესი, აუდი) დომინირებენ. და აი, „ალპინის“ დაბრუნების დროც დადგა. რა თქმა
უნდა, მისი დაბრუნება კომპანია „რენოს“ წამოწყების შედეგია - ფრანგულ კომპანიას ამ
სახელით, სპორტული ავტომობილების წარმოება აქვს დაგეგმილი.და ამ საქმეში მას ისეთი
სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც „კატერჰემია“.
სწორედ იაპონური კომპანიის წარმოების 4.5-ლიტრიანი V8
ძრავითაა აღჭურვილი სარბოლი პროტოტიპი, რომელიც LMP2 კლასში
იასპარეზებს. ძრავის სიმძლავრე 500 ცხენის ძალა იქნება, ავტომობილის წონა - 900
კილოგრამი. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ს მიაღწევს. თუმცა, მაქსიმალური სიჩქარე
იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ გადაცემის რა რიცხვებს შეარჩევს ინჟინერთა გუნდი
ამათუიმ ტრეკისთვის.
„ალპინ N36“ ლე მანის ევროპულ სერიაში იასპარეზებს.
პირველად ის პოლ რიკარის სარბოლ ტრეკზე, ოფიციალური ტესტების დროს გამოჩნდება,
რომლებიც მარტის ბოლოს ჩატარდება. რა თქმა უნდა, მანქანა ლე მანის რბოლაშიც
გამოვა. ლე მანის სერიის რბოლებში გუნდის პილოტები იქნებიან ფრანგები, ნელსონ პანჩატიჩი
და პიერ რაგე, ლე მანის რბოლაში კი მათთან ერთად ფრანგი ტრისტან გომენდი იასპარეზებს.
No comments:
Post a Comment