Sebastien Loeb to contest 2013 Pikes Peak with
Peugeot
23 მარტი
რალიდან ჯერ ბოლომდე არწამოსულ სებასტიან ლოებს
რბოლები სწყურია. ლე მანის რბოლაში გამოსვლა სურდა, მაგრამ მისმა გუნდმა
სპონსორები დროულად ვერ მოიზიდა და ამ სურვილის შესრულების გადადება მოუწევს.
სამაგიეროდ, პაიკს პიკის აღმართზე ასპარეზობის საშუალება მიეცა, რბოლაში, რომელზეც
რალის ბევრ მსოფლიო ჩემპიონი გამოსულა.
პაიკს პიკით ლოების გატაცების შესახებ ინფორმაციას
ფრანგული ჟურნალი „აუტო ჰებდო“ ავრცელებს. რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი,
სპეციალურად მომზადებული „პეჟო 208-ით“ იასპარეზებს, რომელზეც ფრანგული კომპანიის
სპეციალისტები ამჟამად მუშაობენ.
მოკლედ, ლოები პირველად ეცდება ლეგენდარული რბოლის
მოგებას, რბოლისა, რომელიც მეორე უძველესია ამერიკაში (ინდი 500-ის შემდეგ). ცნობისათვის,
პაიკს პიკი შარშან პირველად ჩატარდა მთლიანად მოასფალტებულ გზაზე. ის რბოლა, კოლორადოს
ტყეებში ბობოქარი ძლიერი ხანძრის გამო, თვენახევრით გადაიდო და ბოლოს, ახალზელანდიელი
რის მილენის და მისი გუნდის მიერ მომზადბული „ჰიუნდაის“ გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება პაიკს პიკზე „პეჟოს“ გამოსვლას, ის ამ ლეგენდარულ
სამთო რბოლაში, რომლის ფინიშიც ზღვის დონიდან 4 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დებიუტანტი
არ იქნება. 1988 წლის რბოლა, ფინელმა არი ვატანენმა ლეგენდარული „პეჟო 405 T16-ით“
მოიგო. სხვათა შორის, პირველი ფრანგი, ვისაც პაიკს პიკზე უასპარეზია, ქალი მიშელ
მუტონია.
No comments:
Post a Comment