Vettel secures pole at rain-hit Sepang
23 მარტი
ისევ ფეტელი, ისევ წვიმაში... რა იქნება რბოლაში,
ამაზე კვალიფიკაციის მიხედვით მსჯელობა ძნელია. წინა ორ რიგში გადანაწილებული ორი „ფერარი“
წინ ბევრს არ გაუშვებს. რა თქმა უნდა, თუ მათზე სწრაფები არ არიან. რაიკონენი
მეათეა... არა, მეშვიდე დრო ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციის მიწურულს, მასას გზაზე
ცუდად გადაეღობა, რაც სტიუარდებმა არ მოუწონეს და სამი ადგილით ჩააჩოჩეს. ჰო, კიდევ,
„მერსედესის“ ბიჭებიც აქვე არიან, მაგათგან კი ყველაფერი მოსალოდნელია.
მოკლედ, კვალიფიკაციის მეორე სესია რომ მთავრდებოდა,
პადოკში წვიმის განგაში გამოცხადდა. ფ1-ის სინოპტიკური სამსახური ძალიან ზუსტად
მუშაობს და ყველამ იცოდა, რომ განგაში უსაფუძვლო არ იყო. ამიტომ, მესამე სესიის
დასაწყისშივე, ყველა ტრასაზე გამოეფინა. მაგრამ უკვე გვიანი იყო - ღრუბლის მოზრდილმა
ნაგლეჯმა მზე დამალა და ხმელეთზე წვიმის ფარდა გამოუშვა, თუმცა მნათობი ალაგ-ალაგ
მაინც ანათებდა. თანაც, ტრასაც ყველგან ერთნაირად არ დასველდა... წვიმა ძლიერი არ
იყო, მაგრამ ტრასა ზოგან ძალიან დასველდა, ზოგან კი თითქმის მშრალი იყო. მოკლედ,
რბოლას ლატარეის ელემენტი შეერია.
ამ ლატარიას კი ყველაზე უკეთ ალღო ჩემპიონმა და მისმა ბიჭებმა აუღეს. მათ დროულად დააყენეს საშუალო წვიმის რეზინი და გერმანელიც მაშინვე ცხრილის სათავეში აღმოჩნდა. სტარტზე მოწინავე რიგში, მის გვერდზე ისევ მასა დადგება, რომელმაც უკვე ზედიზედ მეოთხე კვალიფიკაციაში აჯობა ალონსოს, ვისაც მალაისიური რბოლა სამჯერ (მათ შორის, შარშანაც) აქვს მოგებული. საინტერესოა ისიც, რომ ესპანელმა მალაიზიაში ეს გამარჯვებები, სამი სხვადასხვა გუნდის (რენო, მაკლარენი და ფერარი) მანქანებით მოიპოვა.
ალონსოს გვერდს ჰამილტონი დაუმშვენებს, რომელმაც ეს ადგილი ვებერს დაათმობინა. უფრო სწორედ, ავსტრალიელმა ვერ შეძლო მისი დაწევა - ჰამილტონმა თავიდანვე მასზე უკეთესი დრო დააფიქსირა. არადა, კვალიფიკაციის მიწურულს „რედ ბულის“ პილოტს შანსი ჰქონდა, წინ წაწეულიყო, მაგრამ შეცდა და ეს შანსიც ქარს გაატანა.
ამ ლატარიას კი ყველაზე უკეთ ალღო ჩემპიონმა და მისმა ბიჭებმა აუღეს. მათ დროულად დააყენეს საშუალო წვიმის რეზინი და გერმანელიც მაშინვე ცხრილის სათავეში აღმოჩნდა. სტარტზე მოწინავე რიგში, მის გვერდზე ისევ მასა დადგება, რომელმაც უკვე ზედიზედ მეოთხე კვალიფიკაციაში აჯობა ალონსოს, ვისაც მალაისიური რბოლა სამჯერ (მათ შორის, შარშანაც) აქვს მოგებული. საინტერესოა ისიც, რომ ესპანელმა მალაიზიაში ეს გამარჯვებები, სამი სხვადასხვა გუნდის (რენო, მაკლარენი და ფერარი) მანქანებით მოიპოვა.
ალონსოს გვერდს ჰამილტონი დაუმშვენებს, რომელმაც ეს ადგილი ვებერს დაათმობინა. უფრო სწორედ, ავსტრალიელმა ვერ შეძლო მისი დაწევა - ჰამილტონმა თავიდანვე მასზე უკეთესი დრო დააფიქსირა. არადა, კვალიფიკაციის მიწურულს „რედ ბულის“ პილოტს შანსი ჰქონდა, წინ წაწეულიყო, მაგრამ შეცდა და ეს შანსიც ქარს გაატანა.
„თუ
სტარტს წინა რიგიდან აიღებ, ყოველთვის გინდა, რომ ფინიშს ასევე კარგ ადგილზე
მიაღწიო. მაგრამ წინ ძნელი და გრძელი რბოლა გველის. ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი,
ვის რა ტემპი ექნება. ჩვენ შევძელით მელბურნის შედეგის გამეორება. მანქანის
ბალანსით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც პოულიდან 38-ე რბოლას
დაიწყებს.
მასა აღიარებს, რომ მშრალ ამინდში, კვალიფიკაციას
ასე მაღალ ადგილზე ვერ დაასრულებდა. მაგრამ მასაც რეზინის ადრე შეცვლა დაეხმარა და
2010 წლის ბაჰრეინის შემდგე, პირველად დადგება მოწინავე სასტარტო რიგში. ბრაზილიელი
პოულის მფლობელს თითქმის წამით ჩამორჩა. ალონსო თანაგუნდელს 0.14 წამით ჩამორჩა.
სხვათა შორის, მან შარშან სეპანგზე გამარჯვება წვიმიან რბოლაში მოიპოვა. რბოლის
შემდეგ მას თავდაჯერებულობა აკლდა, თუმცა ოპტიმიზმსაც ინარჩუნებს: „ამ ეტაპზე,
მანქანის შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ ვართ. არ ვიცით, რბოლაში რა ტემპი
გვექნება. ყოველ გამოსვლაზე არასტაბილურები ვიყავით. ვნახოთ, რბოლა როგორ
წარიმართება. მელბურნში სარბოლო ტემპით კმაყოფილი ვიყავით. და ვერ ვხედავ მიზეზს,
რის გამოც ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ“.
მალაიზიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:49.674
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:50.587
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:50.727
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:51.699
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:52.244
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:52.519
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:52.970
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:53.175
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:53.439
10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:54.136
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.636
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:38.125
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:38.822
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:39.221
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:44.509
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:38.157
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:38.207
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:38.434
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:39.314
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:39.672
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:39.932
სასტარტო განლაგება
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
No comments:
Post a Comment