დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 23, 2013

„ბეემვე“ ახალ ჩინურ ქვე-ბრენდს ქმნის

BMW to Launch New Sub-Brand for China to Comply with Government Regulations
23 მარტი

„ბეემვე“ და მისი ჩინელი პარტნიორი „ბრილიანს ავტო“, სრულიად ახალ ქვე-ბრენდს აყალიბებენ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე იმუშავებს. ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებიც ამ ბრენდით გაიყიდება, ბავარიული კომპანიის მე-3 სერიის წინა თაობის პლატფორმაზე აიგება. იმავე ინფორმაციით, ახალი ერთობლივი კომპანია უკვე რეგისტრირებულია და მისი სახელია „ჟი ნუო“, რაც ითარგმნება, როგორც დაპირება. ოღონდ, მთელ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც გერმანული კომპანია ადასტურებს და არც ჩინური.

ჩინურ კომპანიებთან (ეს ძირითადად სახელმწიფო კომპანიებია) ერთად, ერთობლივი კომპანიების შექმნა, უცხოური ავტო მწარმოებლებისთვის წესად იქცა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივებთან პარტნიორობის გარეშე, უცხოელებს ჩინურ ბაზარზე საქმიანობა ეზღუდებათ. ეს პარტნიორობა კი საწარმოო საშუალებათა 50/50-ზე გაყოფას გულისხმობს.
თუ უცხოური კომპანია ადგილობრივთან პარტნიორობაზე უარს ამბობს, მაშინ მთავრობა მძიმე ტარიფებს აწესებს, რის გამოც, ურჩი უცხოელის ავტომობილების ცისქვეშეთში გაყიდვა შეუძლებელი ხდება. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა კომპანიებმა, მეტნაკლებად გაძლიერება შეძლეს, ჩინეთის ხელისუფლება მოქმედების მეორე ეტაპზე გადადის, რისი მიზანიც ისაა, რომ ადგილობრივი კომპანიები კონკურენტუნარიანები გახდნენ.
ერთობლივი კომპანიების ბაზაზე ქვე-ბრენდების შექმნით, ეს უკანასკნელები ასი პროცენტით ჩინურებია და რაც მთავარია, უცხოელი პარტნიორების ინტელექტურლური საკუთრება, თუნდაც ეს მოძველებული ტექნოლოგიები იყოს, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება - უცხოელები თავიანთი პარტნიორებისთვის ძველ პლატფორმებს იმეტებენ, რაც მთავრობის მოთხოვნების შესასრულებლად (ჯერჯერობით) საკმარისია.
„ბეემვეს“ და „ბრილიანსის“ ერთობლივი ქარხანა ქალაქ შენიანში აშენდება. მის ამუშავებამდე კარგა ხნით ადრე კი, პარტნიორები შანჰაის ავტო შოუზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება, თავიანთი ახალი ბრენდის პრეზენტაციას გამართავენ.

No comments:

Post a Comment