დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 9, 2015

ახალი ინფორმაცია „შელის“ და გორდონ მარის მინი ავტომობილის შესახებ

Shell and Gordon Murray reveal details of 100mpg city car
9 დეკემბერი
„შელი“ და გორდონ მარის საინჟინრო კომპანია აგრძელებენ საქალაქო მინი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას და თანდათან გვაცნობენ მის თვისებებს. მაგალითად იმას, რომ ავტომობილის წონა 600 კილოგრამზე ნაკლები იქნება და ის ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, დაახლოებით 2.8 ლიტრ საწვავს იმყოფინებს.

„ლაფერარი“, 918 და P1 ერთ შოურუმში

UK Dealership Has LaFerrari, McLaren P1 and Porsche 918 Spyder For Sale
9 დეკემბერი
„ფერარი ლაფერარი“, „მაკლარენ P1“ და „პორშე 918 სპაიდერი“ ის ჰიპერ ავტომობილებია, რომლებიც ნებისმიერ ავტომოყვარულს ოცნებას დააწყებინებს, მაგრამ ჯერ ერთი, ფასის გამო, თავიდანვე ბევრს დაეკარგებოდა მადა, თანაც მარანელოელებმა ის თავიანთ ყველაზე გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდეს, რათა გადამყიდველებისგან მაქსიმალურად დაეცვათ.

ბადრი ქორიძის ლომგული „ზაპია“

9 დეკემბერი
გულახდილად თქვით, რამდენს გიოცნებიათ, რომ „ჭიჭიკოთი“, ან „ზაპიათი“ „ბეემვესა“ და „მერსედესისთვის“ გაგესწროთ? დათვლა საჭირო არაა, მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ მსგავს ოინბაზობაზე ბევრს უფიქრია. ალბათ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბადრი ქორიძეა, რომელმაც თავის ოცნებას ფრთები შეასხა და ახლა თავისი „სუპერ ზაპოროჟეცით“ რბოლებში მონაწილეობს. უფრო მეტიც, არაერთი ჯილდოს მოპოვებაც კი მოახერხა.

„დეველ სიქსთინის“ ძრავმა სტენდზე 4 515 ცხენის ძალა განავითარა

Devel Sixteen, Dubai’s Ridiculous Hypercar, Climbs to over 4,500 HP on Engine Dyno
9 დეკემბერი
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დუბაის მოტორ შოუზე, ახლო აღმოსავლეთში ბაზირებულმ უცნობმა კომპანიამ, თავისი ჰიპერ ავტომობილი „დეველ სიქსთინი“ წარადგინა. ეს მანქანა თავისი ექსტრემალური ფორმების გარდა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მისმა მწარმოებელმა არაამქვეყნიური მონაცემები გამოაქვეყნა. კერძოდ, გამოფენაზე ითქვა, რომ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 1.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 560 კმ/სთ-ს აღწევს!

Tuesday, December 8, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ დეტროიტის მოტორ შოუს გამოტოვებს

Jaguar Land Rover to skip 2016 Detroit Auto Show
8 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ დეტროიტის 2016 წლის მოტორ შოუზე მონაწილეობას არ მიიღებს. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ თავის ყურადღებას სხვა საერთაშორისო საავტომობილო გამოფენებზე გადაიტანს, რომელთა შორისაც, სხვა ამერიკული, მათ შორის, ჩიკაგოს, ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის შოუები იქნება.

„ტორო როსო“ ისევ „ფერარის“ ძრავებს დაუბრუნდა

Toro Rosso Returning To Ferrari Power From 2016
8 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსო“ მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ძრავების ნაცვლად, ისევ „ფერარის“ აგრეგატებით იასპარეზებს. ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „რედ ბულის“ მეორე გუნდი, რომელიც იტალიური „მინარდის“ შთამომავალია, 2007-2013 წლებში სწორედ „ფერარის“ აგრეგატებით ასპარეზობდა, შემდეგ კი „რედ ბულმა“ „რენოს“ აგრეგატზე გადაიყვანა, რომლებიც ბოლო ორ სეზონში არაკონკურენტუნარიანი იყო.

„პეჟო 2008DKR“ სებასტიან ლოების დაკარული კამპანიისთვის

Sebastien Loeb’s 2016 Peugeot 2008DKR Has Been Revealed
8 დეკემბერი
ამ ავტომობილის სახელია „პეჟო 2008DKR“. როგორც აბრევიატურა მიგვანიშნებს, ის დაკარის რალი მარათონზე საასპარეზოდ არის შექმნილი. ამ ავტომობილით, ფრანგული კომპანიის საქარხნო გუნდმა, წლევანდელ დაკარზე იასპარეზა. ყოველგვარი წარმტების გარეშე. თუმცა ამჯერად ლომებმა მოდიფიკაცია ჩაუტარეს და საჭესთან თვით სებასტიან ლოები მიიწვიეს, ვინც სტეფან პეტერანსელის, სირილ დესპრეს და კარლოს საინსის თანაგუნდელი იქნება.

Monday, December 7, 2015

არაბული ქვიშის უდაბნოს მრბოლი 100 000 დოლარად

Arabian Sand Racer From Zarooq Priced At $100,000
7 დეკემბერი
ემირატულმა კომპანია „ზარუქმა“ თავისი უგზოობის ექსტრემალური ავტომობილის, „სენდ რეისერის“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა. სპეციალურად ამ მიზნით ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე ითქვა, რომ ყველგანმავალის შესაშური თვისებების გარდა, „ქვიშის მრბოლი“ მაღალი კლასის სედანისთვის დამახასიათებელი კომფორტულობითაც გამოირჩევა. და მაინც, მისი ადგილი ქალაქში არაა, ის გაუვალ გზებზე, განსაკუთრებით კი ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური მართვით სიამოვნების მისაღებადაა შექმნილი.

„რედ ბული“ და „ინფინიტი“ დაშორდნენ

Red Bull Racing Makes Infiniti Split Official
7 დეკემბერი
„რედ ბულ რეისინგმა“ და „ნისან/ინფინიტიმ“ მოილაპარაკეს, რომ აღარ გააგრძელონ თანამშრომლობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადაწყდა, რომ ავსტრიული გუნდი მომავალ სეზონში „რენოს“ რებრენდირებულ აგრეგატს, „TAG ჰოიერის“ სახელით გამოიყენებს. ამგვარად, დასრულდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი საჯინიბოს და იაპონური პრემიუმ მწარმოებლის ექვსწლიანი პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ ფ1-ით არ შემოიფარგლებოდა.

„სიტროენი“ ელექტრულ ბაგი „E-მეჰარის“ გაყიდვებს მერმისს დაიწყებს

Citroen Reveals All-Electric E-Mehari Buggy, On Sale Next Year
7 დეკემბერი
„სიტროენმა“ ახალი ელექტრული მოდელი, „E-მეჰარი“ შეიმუშავა, რომელიც უგზოობის ოთხადგილიანი ღია ავტომობილია და რომლის გაყიდვებიც მომავალ წელს დაიწყება. ფრანგული კომპანია სახელ „მეჰარის“ ამავე ტიპის ავტომობილისთვის იყენებდა, რომელიც 2CV-ს ბაზაზე, 1968 წელს შეიმუშავა. ის მარტივი აგებულებით გამოირჩეოდა და პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ ამის გამო გადაწყდა ამ სახელის კვლავ გამოყენება.

„ფორდი“ საცობში დამხმარე ნახევრად ავტომატურ სისტემაზე მუშაობს

Ford Developing Semi-Autonomous Traffic Jam Assist And Remote Parking Systems
7 დეკემბერი
„ფორდ მოტორი“ არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეზე მუშაობს, რომლებიც მძღოლებს საქმეს გაუადვილებენ და მართვას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდიან. მათ შორისაა საგზაო საცობში დამხმარე, ნახევრად ავტომატური და შორიდან პარკირების სისტემები.

Sunday, December 6, 2015

„ბუგატი“ „შირონს“ ჟენევის შოუზე წარადგენს

Bugatti Confirms Chiron Name, Debuts At 2016 Geneva Motor Show
6 დეკემბერი
„ბუგატიმ“ დაადასტურა, რომ ჰიპერ ავტომობილ „ვეირონის“ შემცვლელის სახელად „შირონი“ შეარჩია და მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილს სახელი სახელოვანი მონაკოელი მრბოლის, ლუი შირონის საპატივცემულოდ ეწოდა, ვისაც 1920-1930-იან წლებში, პრაქტიკულად ყველა დიდი რბოლა აქვს მოგებული.

„რენოს“ სასურველ შედეგამდე სამი წელი სჭირდება

Renault warns it will take three years to deliver
6 დეკემბერი
„რენოს“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ამბობს, რომ ფრანგული კომპანიის გუნდს სამი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ფორმულა 1-ში კონკურენტუნარიანი გახდეს. „რენომ“ ახლახანს „ლოტუსი“ გამოისყიდა, რომელიც გასულ სეზონში ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში „მერსედესის“ აგრეგატით ასპარეზობდა. ამგვარად, რომბები ფ1-ში 2010 წლის შემდეგ, პირველად გამოვლენ საკუთარი საჯინიბოთი.

Saturday, December 5, 2015

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ არქტიკულ სილვერსტოუნზე

Range Rover Sport SVR Takes On Arctic Replica Of Silverstone Circuit
5 დეკემბერი
„ლენდ როვერმა“ კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი მოაწყო, რომლის მთავარ გმირადაც, პაიკს პიკის რეკორდსმენი, თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი, „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ შემოგვთავაზა. მოქმედება ყინულოვან გზაზე განვითარდა. საჭესთან კომპანიის კეთილი ნების ელჩი, ბენ სონდერსი დაჯდა, ვისაც ინსტრუქტაჟი რალის მრბოლმა მინა სილანკორვამ ჩაუტარა. თავგადასავალი კი ბრიტანულ ავტოდრომ სილვერსტოუნის კონფიგურაციის ყინულოვან ანალოგზე ჩატარდა, რომელიც გაყინულ ტბაზე მოეწყო.

„ლამბორგინი ჩენტენარიო“ კომპანიის დამაარსებლის ასწლოვანი იუბილესთვის

Lamborghini Centenario Special Confirmed For Geneva
5 დეკემბერი
„ლამბორგინი“ მომავალ წელს, თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ელიო არტურო ლამბორგინის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ჟენვის მოტორ შოუზე, მარტში მოხდება და ამ მოვლნას სანტ’აგატა ბოლონეზელები სრულიად ახალ სუპერ ავტომობილს მიუძღვნიან. ეს ინფორმაცია თავად „ლამბორგინის“ შეფმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა. გამოცემა „ავტოექსპრესთან“ საუბრისას მან ისიც თქვა, რომ რჩეულ მომხმარებლებს უკვე უჩვენეს ამ ავტომობილის ესკიზები.