დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 6, 2015

„რენოს“ სასურველ შედეგამდე სამი წელი სჭირდება

Renault warns it will take three years to deliver
6 დეკემბერი
„რენოს“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ამბობს, რომ ფრანგული კომპანიის გუნდს სამი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ფორმულა 1-ში კონკურენტუნარიანი გახდეს. „რენომ“ ახლახანს „ლოტუსი“ გამოისყიდა, რომელიც გასულ სეზონში ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში „მერსედესის“ აგრეგატით ასპარეზობდა. ამგვარად, რომბები ფ1-ში 2010 წლის შემდეგ, პირველად გამოვლენ საკუთარი საჯინიბოთი.
„ლოტუსმა“ გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. ეს გუნდი თავის დროზე სწორედ „რენოსგან“ კერძო ინვესტორებმა გამოისყიდეს და კარგა ხანს ფრანგული აგრეგატებით ასპარეზობდნენ, თუმცა გასული სეზონის წინ, სამქიმიანების ძრავებზე გადავიდნენ. მართალი, გუნდს „რენოს“ აგრეგატებით ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს, გონი დარწმუნებულია, რომ წარმატებისთვის დროა საჭირო.
„ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდი ძალიან მოტივირებულია, კონკურენტუნარიანობის მისაღწევად, სამი წელი დაგვჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ ძრითად მუშაობას, როგორც აგრეგატების მიმწოდებლები. ოღონდ, ჩვენს ინტერესში, ჩვენივე გუნდის მიღწევები იქნება. ძრავის მიმწოდბლის როლს კი „რედ ბულთან“ შევასრულებთ“, - ფრანგულ „ლე ფიგაროსთან“ საუბრისას ამბობს გონი.
ის აღიარებს, რომ ფორმულა 1-დან წასვლასაც განიხილავდა და იმასაც დასძენს, რომ მას არ სურდა, რომ „რენო“ ფ1-ში მხოლოდ ძრავის მიმწოდებლად დარჩენილიყო და ამას ასე განმარტავს: „ფ1-ში ძრავების მიმწოდებლის როლი, ინვესტიციის სასურველ უკუგებას არ იძლევა. ამიერიდან კი სატელევიზიო ჩვენებებიდან და რეკლამიდან მიღებული შემოსავლიდან, უფრო სამართლიან წილს მივიღებთ, ვიდრე ეს თუნდაც 2009 წელს იყო“.
ის ასევე აღნიშნავს, რომ „რენო“ ფორმულა 1-ში უკვე 40 წელზე მეტია, რაც მონაწილეობს. „ფორმულა 1-ში მოპოვებული გამარჯვებებით და ტიტულებით, მეორე ადგილზე ვართ - „ფერარის“ უკან და „მერსედესის“ წინ. „რენო“ ყოველთვის დაკავშირებულია შეჯიბრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ფორმულა 1-ის სამყაროც და მისი ხალხიც, დაკავშირებულია „რენოსთან“. სულერთია, არიან ისინ FIA-ს, FOM-ის თუ თუნდაც მეტოქე გუნდების წევრები“.
გონი გვპირდება, რომ „რენო“ თავის პროგრამას დაწვრილებით იანვარში გაგვაცნობს. რაც შეეხება პილოტებს, ვენესუელელ პასტორ მალდონადოს პარტნიორობას ბრიტანელი ჯოლიონ პალმერი გაუწევს.

No comments:

Post a Comment