დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 6, 2015

„ბუგატი“ „შირონს“ ჟენევის შოუზე წარადგენს

Bugatti Confirms Chiron Name, Debuts At 2016 Geneva Motor Show
6 დეკემბერი
„ბუგატიმ“ დაადასტურა, რომ ჰიპერ ავტომობილ „ვეირონის“ შემცვლელის სახელად „შირონი“ შეარჩია და მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილს სახელი სახელოვანი მონაკოელი მრბოლის, ლუი შირონის საპატივცემულოდ ეწოდა, ვისაც 1920-1930-იან წლებში, პრაქტიკულად ყველა დიდი რბოლა აქვს მოგებული.
„ლუი შირონს ჩვენი ბრენდის ისტორიაში დიდი როლი აქვს შესრულებული და მისი სახელი შესაფერისი მფარველი იქნება ახალი მოდელისთვის. „ბუგატის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული და საერთოდ, თავისი დროის საუკეთესო მრბოლის სახელი და თანამედროვეობის საუკეთესო სუპერ სპორტული ავტომობილის დაკავშირება, იდეალური კომბინაციაა“, - ამბობს „ბუგატის“ პრეზიდენტი ვოლფგანგ დიურჰაიმერი.
„ბუგატის“ შეფი დასძენს, რომ ახალ ავტომობილზე მის კოპმპანიას უკვე 100-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. ეს უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილი. სხვათა შორის, „ბუგატიმ“ თავის კლიენტთა ნაწილს „შირონი“ უკვე უჩვენა. დიურჰაიმერი ამბობს, რომ ეს ავტომობილი, ყველა მიმართულებით, ახალ სტანდარტებს ჩამოაყალიბებს.
„ბუგატი შირონი“ ამჟამად საგზაო ტესტების ბოლო ეტაპს გადის. მართალია, ავტომობილი შენიღბულია, მაგრამ ტესტებს საერთო სარგებლობის გზებზე გადის და იქ მისი ცნობა, კამუფლაჟის მიუხედავად, ძნელი არაა. უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ „შირონი“ გარეგნულად ძიერ დაემსგავსება კონცეპტუალურ „ვიჟნ GT-ს“. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილი აღიჭურვება „ვეირონის“ 8.0-ლიტრიანი ოთხ ტურბოიანი W16-ს ძლიერ მოდიფიცირებული ვერსიით, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალას მიაღწევს.
ოღონდ, ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა იმაზე, ამ სიმძლავრეს მხოლოდ შიდაწვის ძრავი გამოიმუშავებს, თუ ამაში ელექტრო ძრავებიც დაეხმარება. ამას ჟენევურ პრემიერაზე შევიტყობთ. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი სიმძლავრის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას ორ წამზე ნაკლებში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 460 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.

No comments:

Post a Comment