დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 7, 2015

„ფორდი“ საცობში დამხმარე ნახევრად ავტომატურ სისტემაზე მუშაობს

Ford Developing Semi-Autonomous Traffic Jam Assist And Remote Parking Systems
7 დეკემბერი
„ფორდ მოტორი“ არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეზე მუშაობს, რომლებიც მძღოლებს საქმეს გაუადვილებენ და მართვას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდიან. მათ შორისაა საგზაო საცობში დამხმარე, ნახევრად ავტომატური და შორიდან პარკირების სისტემები.
საგზაო საცობში დამხმარე სისტემა, უპირველეს ყოვლისა, ზოლში მოძრაობას უზრუნველყოფს და ავტომობილის მუდმივად ზოლის ცენტრში მოძრაობაში დაგეხმარებათ. ამასთან, ის ინარჩუნებს რადარზე ბაზირებულ ადაპტირებად კრუიზ კონტროლის სისტემას, რომელიც ასევე წინ მიმავალ ავტომობილთან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს.
სისტემის გასააქტიურებლად, საკმარისია შესაფერის ღილაკზე თითის დაჭერა. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც თქვენს წინ საგზაო საცობს დააფიქსირებთ. გააქტიურებისას, სისტემა ჩართავს რადიატორის ცხაურში მოთავსებულ რადარს და ზოლში მოძრაობის უზრუნველმყოფ მარკერებს. წინ მიმავალ ავტომობილთან უსაფრთხო დისტანციას კი საქარე შუშაზე დამაგრებული კამერა და მასთან დაკავშირებული ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს.
გააქტიურების შემდეგ, სისტემა ასევე ყურადღებას აქცევს მძღოლის და საჭის ურთიერთქმედებას და თუ დააფიქსირებს, რომ საჭეზე ზემოქმედება შესუსტდა, მაშინვე გამაფრთხილებელ აკუსტიკურ და ვიზუალურ სიგნალებს გამოსცემს. ამგვარად, სისტემას გამაფრთხილებლის ფუნქციაც აკისრია.
„ბევრი მძღოლი სამსახურში მისვლამდე, საგზაო საცობში იღლება, რაც სტრესს და აგრესიულ აღგზნებას იწვევს. და სამსახურის დაწყებამდე, ისინი უკვე დაღლილები არიან. საგზაო საცობში დამხმარე სისტემა, მძღოლის ბევრ ფუნქციას ჩაანაცვლებს და მგზავრობაც ნაკლებად დამღლელი იქნება. საერთო ჯამში, სისტემა დაძაბულობის მოხსნაში, ან შემცირებაში დაეხმარება“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მართვის ავტომატური სისტემების ტექნიკური ექსპერტი რიდ შტაიგერი.
შორიდან პარკირების სისტემა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის პერპენდიკულარულ პარკირებაში დაგეხმარებათ. ეს განსაკუთრებით ვიწრო გარაჟებსა და გადატვირთულ სადგომებზეა მოსახერხებელი. ამ სისტემის ამუშავება, მანქანის გასაღებზე არსებული სპეციალური ღილაკით ხდება. ამ დროს შეგიძლიათ მანქანიდან გადმოსვლა და ისეთი პოზიციის დაკავება, საიდანაც სადგომი კარგად ჩანს. ძრავს ღილაკით ქოქავთ და გადაცემებსაც ღილაკით არჩევთ. ეს მოსახერხებელია ისეთ სადგომებზე, სადაც გაჩერების შემდეგ, კარის გაღება ან შეუძლებელია, ან გაძნელებული.
„ფორდი“ ჯერჯერობით არ ამბობს, როდის და რომელ მოდელებზე დანერგავს პირველად ამ ორ ახალ სისტემას.

No comments:

Post a Comment