დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 7, 2015

„რედ ბული“ და „ინფინიტი“ დაშორდნენ

Red Bull Racing Makes Infiniti Split Official
7 დეკემბერი
„რედ ბულ რეისინგმა“ და „ნისან/ინფინიტიმ“ მოილაპარაკეს, რომ აღარ გააგრძელონ თანამშრომლობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადაწყდა, რომ ავსტრიული გუნდი მომავალ სეზონში „რენოს“ რებრენდირებულ აგრეგატს, „TAG ჰოიერის“ სახელით გამოიყენებს. ამგვარად, დასრულდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი საჯინიბოს და იაპონური პრემიუმ მწარმოებლის ექვსწლიანი პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ ფ1-ით არ შემოიფარგლებოდა.
„ინფინიტი“ ისედაც აპირებდა ფ1-ში თავისი აქტივობის შეჩერებას, თუმცა მხოლოდ მომავალი სეზონის შემდეგ. ის „რედ ბულის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო. მათი თანამშრომლობის შეჩერების კვალობაზე, „ნისანიც“ შეწყვეტს „რედ ბულის“ მსუბუქი კომერციული სატვირთო ავტომობილებით მომარაგებას. ამგვარად, მილტონ კეინსელებს, ამ ტიპის ავტომობილების მიმწოდებელი სხვა კომპანიის მოძებნა მოუწევთ.

საინტერესოა, რომ სწორედ „ინფინიტისთან“ პარტნიორობის დაწყების შემდეგ (2010-2013 წლებში) შეძლო „რედ ბულმა“ ზედიზედ ოთხი ტიტულის მოპოვება. იაპონური კომპანია ხარების ტიტულოვანი სპონსორი იყო, ანუ გუნდის დასახელებაში მისი სახელიც მოიხსენიებოდა. მათ ერთობლივად ასევე „ინფინიტის“ რამდენიმე საგზაო ავტომობილზეც იმუშავეს, რომლის სახელშიც „რედ ბულიც“ აისახა.
როგორც ცნობილია, „რედ ბულს“ „რენოსთან“ ურთიერთობის გაწყვეტა სურდა, არადა მათი მიმდინარე კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურებოდა. აგრეგატების უხარისხობის და სისუსტის გამო, ავსტრიულმა გუნდმა მისი ნაადრევად გაწყვეტა გადაწყვიტა. მაგრამ ძრავების სხვა მიმწოდებელი რომ ვერ მონახა, ისევ ფრანგულ კომპანიას მიუბრუნდა. მასთან გაფუჭებული ურთიერთობის მოგვარებაში ხარებს ბერნი ეკლსტოუნი დაეხმარა. განხლებული კონტრაქტი ისევ მხოლოდ მომავალ სეზონზეა გათვლილი. რა იქნება შემდეგ, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

No comments:

Post a Comment