დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 5, 2015

„ლამბორგინი ჩენტენარიო“ კომპანიის დამაარსებლის ასწლოვანი იუბილესთვის

Lamborghini Centenario Special Confirmed For Geneva
5 დეკემბერი
„ლამბორგინი“ მომავალ წელს, თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ელიო არტურო ლამბორგინის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ჟენვის მოტორ შოუზე, მარტში მოხდება და ამ მოვლნას სანტ’აგატა ბოლონეზელები სრულიად ახალ სუპერ ავტომობილს მიუძღვნიან. ეს ინფორმაცია თავად „ლამბორგინის“ შეფმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა. გამოცემა „ავტოექსპრესთან“ საუბრისას მან ისიც თქვა, რომ რჩეულ მომხმარებლებს უკვე უჩვენეს ამ ავტომობილის ესკიზები.
ვინკელმანს ახალი ავტომობილის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს. მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ კომპანიის სხვა ორ მოდელთან (ურაკანთან და ავენტადრთან) მას საერთო არაფერი ექნება. სამაგიეროდ, ეს ავტომობილი უსაშველოდ ძვირი იქნება - როგორც ჩანს, მას ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ. ამასთან, ეს იქნება როგორც საკოლექციო, ასევე კარგი სამართავი ავტომობილი.
„ლამბორგინის“ ინკოგნიტო წარმომადგენელმა, ვისაც ახალი ავტომობილის ესკიზები ნანახი აქვს, „ავტოექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის იქნბა ლამაზი და არც ისეთი ექსტრემალური შესახედაობის, როგორსაც შეიძლება „ლამბოსგან“ ველოდოთ. რაც შეეხება სახელს, არსებობს ვარაუდი, რომ ავტომობილს „ჩენტენარიოს“ დაარქმევენ. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ კომპანიამ ახლახანს სახელი „ეგოისტა“ დააპატენტა.

No comments:

Post a Comment