დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 5, 2015

ბუსტერჯეტის ძრავით პირველი ახალი „ვიტარა“ აღიჭურვება

New Suzuki Vitara S Debuts With Turbo ‘Boosterjet’ 140PS Engine
5 დეკემბერი
„სუზუკიმ“ პირველ ავტომობილად, რომელსაც სერია ბუსტერჯეტის ბენზინის ძრავით აღჭურვავს, უგზოობის ახალი მოდელი „ვიტარა S“ აარჩია. ეს ძრავი არის 1.4-ლიტრიანი ტურბო, რომელიც საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემის დახმარებით, 140 ცხენის ძალას და 220 ნიუტონმეტრს (1500-4000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ეს არის ახალი სერიის პირველი ძრავი, რომელიც მაღალი სიმძლავრის გარდა, ეკონომიურობით და სუფთა გამონაბოლქვითაც გამოირჩევა.
ძრავის ტურბო სისტემა აღჭურვილია ზედმეტი გამონაბოლქვის პირდაპირ გამოშვების სარქველით, რომელიც ძრავის მაღალი დატვირთვით მუშაობისას იკეტება და ტურბინის საამუშაო წნევის გაზრდას იწვევს. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისას კი სარქველი ღიაა. ამგვარად მცირდება ჰაერის დაჭირხვნაზე დანაკარგები, რისი წყალობითაც, მცირდება საწვავის ხარჯი.
ამ ძრავის ტურბოდამჭირხნის სამუშაო წნევა 1.1 ბარია. კომპრესორი უშუალოდ გამომშვებ კოლექტორთანაა დაკავშირებული და მის მიერ დაჭირხნული ჰაერის ნაკადიც პირდაპირ წვის კამერას მიეწოდება. როგორც „სუზუკი“ ამბობს, წვის კამერასთან ასეთი სიახლოვე, ეგრეთ წოდებული ტურბო ლაგის შემცირებას განაპირობებს.
„ვიტარა S-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 10.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 200 კილომეტრს აღწევს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ავტომობილს ასეთი აჩქარება, 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებით შეუძლია.
მამოძრავებელი ძალა ოთხივე ბორბალთს, სრულ ამძრავიან სისტემა „ოლგრიპის“ გავლით მიეწოდება. ეს სისტემა ოთხ განსხვავებულ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. ესენ: ავტო, სპორტი, სნოუ და ლოქ. მართალია, ტრანსმისია ოთხივე ბორბლის მუდმივ მოდებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს საწვავის ხარჯზე და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის ზრდაზე უარყოფითად არ აისახება. პირველი მაჩვენებელი (მექანიკური კოლოფის შემთხვევაში) 100 კილომეტრზე 5.4 ლიტრია, მეორე კი - ყოველ კილომეტრზე 127 გრამი.
ევროპაში „ვიტარა S“ პირველად ბრიტანულ ბაზარზე შევა, სადაც მისი მექანიკურკოლოფიანი ვერსია 20 899 გირვანქა სტერლინგი ეღირება, ავტომატურიანი კი - 22 249 გირვანქა სტერლინგი. ამის შემდეგ მას კონტინენტის სხვა ბაზრების მყიდველსაც შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment