დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 22, 2014

„სუზუკი ალივიო“ - კონცეპტ „აუთენტიკსის“ ჩინური ვერსია

Beijing Live – Suzuki Alivio Concept (Near-production Maruti Ciaz) debuts
22 აპრილი
პეკინის მოტორ შოუზე, „სუზუკიმ“ კომპაქტური სედანი „ალივიო“ წარადგინა, რომელიც შარშანდლ კონცეპტ „აუთენტიკსის“ სერიული ვერსიაა. ეს ავტომობილი ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და ის პირველ რიგში, ჩინეთის ბაზარზე გამოვა. იგივე ავტომობილი, მალე „მარუტი საიაზის“ სახელით, ინდურ ბაზარზეც გამოჩნდება.

კონცეპტი „დისქავერი ვიჟნ“ - „რეინჯ როვერის“ სტილში

New Land Rover Discovery Vision Concept Looking all Range Rovery in NY
22 აპრილი
„ლენდ როვერის“ უახლესი კონცეპტუალური „დისქავერი ვიჟნ“, რომლის პრემიერაც ახლახანს, ნიუ იორკის მოტორ შოუზე შედგა, მოდელ „დისქავერის“ და მისი ოჯახის ავტომობილების მომავალ სტილს გვიჩვენებს. ერთი შეხედვით, თავისი გარეგნობით, კონცეპტი უფრო მაღალი კლასის „რეინჯ როვერის“ ოჯახთან ნათესაობაზე ნიგვანიშნებს. თუმცა, სტილი სრულიად ინდივიდუალური აქვს. დასვენება „დისქავერის“ ოჯახის მთავარი მიმართულებაა, რაც მას პრემიუმ სეგმენტთან აახლოებს.

Monday, April 21, 2014

ახალი „მუსტანგი“ ემპაიერის გადმოსახედზე და ფლეშინგ მედოუსში

King of the Hill: New Mustang Looks Good as Part of Empire State’s Roof
21 აპრილი
როგორც დაგეგმილი იყო, ახალმა „ფორდ მუსტანგმა“ ნიუ იორკს მისი ერთ-ერთი უმაღლესი შენობიდან გადმოხედა. ზედა პლატფორმაზე, სპეციალურად ამ სარეკლამო აქციისთვის მომზადებული ავტომობილის ატანის, აწყობის და საზოგადოებისთვის წარდგენის ოპერაცია უნაკლოდ შესრულდა. ისევე როგორც 50 წლის წინათ, ახალმა „მუსტანგმა“ ამერიკას სალამი მისი ერთ-ერთი სიმბოლოს ზედა სართულიდან უთხრა.

Sunday, April 20, 2014

ჰამილტონის პირველი ეთ-თრიკი, „მერსედესის“ მესამე დუბლი

Motor racing-Hamilton wins Chinese GP in Mercedes one-two
20 აპრილი
ოთხი რბოლიდან რომ სამს მოიგებ, ეს ბევრის მთქმელია. ჰამილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ამ სეზონში მას ბადალი არ ეყოლება. თუმცა, ჩემპიონობისთვის ეს მაინც არ კმარა და თუ არ გჯერათ, კლასიფიკაციას გადახედეთ - ის გეტყვით, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში, უმთავრესი ფაქტორი სტაბილურობა იქნება. ისეთი სტაბილურობა, რომელიც ნიკო როსბერგს, ერთი გამარჯვებითაც ლიდერობის საშუალებას აძლევს!

Saturday, April 19, 2014

აბა რა! - ჰამილტონი ისევ პოულზე

Motor racing-Hamilton on pole for Mercedes in China
19 აპრილი
ოთხ რბოლაში სამი პოული - ეს ლუის ჰამილტონის მონაგარია. ოთხ რბოლაში ოთხი პოული - ეს მიღწევა კი „მერსედესს“ ეკუთვნის, რომლის პილოტებმაც შანჰაიმდე წინა სამი რბოლა მოიგეს. მათი მიღწევები აღარავის უკვირს და ალბათ სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში, დიდი პრიზების ცირკს სწორედ სამქიმიანი ვარსკვლავი გაანათებს. დანარჩენები კი ნასუფრალზე საუკეთესო ლუკმისთვის - მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

Friday, April 18, 2014

„ფერარიმ“ პრაქტიკებზე გამოიღვიძა

Motor-racing-Hamilton leads second practice in China
18 აპრილი
მართალია, პირველ პრაქტიკაზე ფერნანდო ალონსოს მიერ ცხრილის მოწინავე პოზიციის ოკუპაცია, ლუის ჰამილტონის მანქანის გაუმართაობის წყალობა იყო, მაგრამ რბოლაში ხომ მეორე „მერსედესიც“ მონაწილეობდა, საჭესთან ნიკო როსბერგით? გამოდის, რომ ალონსოს საუკეთესო შედეგი შემთხვევითობა არ ყოფილა. მითუმეტეს, ესპენელმა მეორე პრაქტიკაზეც შესანიშნავად იასპარეზა და იმავე ჰამილტონს სულ რაღაც, 0.141 წამი წააგო. მოკლედ, იმედი იმის ჩაისახა, რომ ჩინეთშიც სამქიმიანები არ იბატონებენ.

„ჰონდა“ ლე მანისთვის ემზადება

HPD unveils new LMP2 coupe design
18 აპრილი
სპორტული პროტოტიპების კლასი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება. იმის გამო, რომ ახალი რეგლამენტი, სერიული ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა, გამძლეობაზე რბოლებში დიდი კომპანიების ჩართულობაც მატულობს. „აუდის“ და „ტოიოტას“ დავაში მალე „პორშე“, „მაზდა“, „ლოტუსი“, „ნისანი“ და „ლოლა“ ჩაერთვებიან. ახლახანს კი ახალი პროექტის შემუშავება „ჰონდამაც“ დაიწყო.

Thursday, April 17, 2014

„დაიმლერი“ ბრენდ „მაიბახს“ ნოემბერში დააბრუნებს

Mercedes to Bring Back Maybach as Range-Topping S-Class in November
17 აპრილი
მართალია, სულ ახლახანს, „დაიმლერმა“ სუპერ ლუქს კლასის ბრენდი „მაიახი“ გააჩერა, მაგრამ მალე მას ბაზარზე ისევ დააბრუნებს. ოღონდ, ამჯერად ამ მარკით, S-კლასის სედანების ყველაზე ექსკლუზიურ, მდიდრულ და ძვირადღირებულ ავტომობილებს (პრონციპში, ადრეც ასე იყო) გამოუშვებს. შტუტგარტელები თვლიან, რომ ასეთი ავტომობილებით, ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ „როლს-როისს“ და „ბენტლის“.

„ფორდ ესკორტი“ პეკინში სერიულ მოდელად ბრუნდება

Ford Escort to make a return at Beijing show
17 აპრილი
„ფორდი“ კონცეპტუალურ სედან „ესკორტის“ სერიულ ვერსიას პეკინის შოუზე წარადგენს. ეს ავტომობილი, პირველად შარშან, სწორედ ჩინეთში, შანჰაის ავტო შოუზე გამოჩნდა. ცისფერი ოვალის განმარტებით, ეს ავტომობილი ექსკლუზიურად ჩინური ბაზრისთვისაა შემუშავებული. კომპანიის გამაში ისკომპაქტურ სედან „ფოკუსზე“ ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს და კონკურენციას შესაბამისი კლასის „ფოლკსვაგენ საგიტარს“ და „შევროლე კრუზს“ გაუწევს.

„მერსედესმა“ ელექტრული B კლასის წარმოება დაიწყო

Mercedes starts production of electric B class
17 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ თავის რაშტატის (გერმანია) ქარხანაში, B-კლასის მინივენის ელექტრული ვერსიის წარმოება დაიწყო. ამ ავტომობილის გაყიდვები ზაფხულში შეერთებულ შტატებში დაიწყება, შემდგ კი ის ევროპულ ბაზარზეც შევა. მოგვიანებით, „დაიმლერი“ ელექტრული „სმარტ ფორთუ EV-ს“ წარმოებასაც დაიწყებს.

Wednesday, April 16, 2014

„ფრილენდერის“ შემცვლელს „დისქავერი სპორტი“ დაერქმევა

Land Rover Confirms Discovery Sport Name for Next Freelander / LR2
16 აპრილი
ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, „ლენდ როვერმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდლ „ფრილენდერის“ შემცვლელი ბაზარზე „დისქავერი სპორტის“ სახელით გამოვა. ამის შესახებ თვით „ლენდ როვერის“ დიზაინის მთავარმა შემოქმედებითმა დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა განაცხადა.

სურგულაძის დებიუტი ფორმულა რენო 2.0-ში

გასულ უქმეებზე, იტალიის სარბოლო ტრეკ მონცაზე შედგა ქართველი მრბოლის, ნიკა სურგულაძის დებიუტი ფორმულა რენო 2.0-ის ჩრდილოევროპულ სერიაში. ოღონდ, ფინური „კოირანენის“ ნაცვლად, მან ესპანური AVF-ის ბოლიდით იასპარეზა. ნიკამ ამ გუნდთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც შეუძლებელი გახდა „კოირანენის“ მიერ მოთხოვნილი შესატანის გადახდა.

„მუსტანგის“ საიუბილეო ვერსია მხოლოდ 1 964 ცალი დამზადდება

Ford Reveals 50th Anniversary Mustang; will Build 1,964 Examples
16 აპრილი
თავის ლეგენდარულ მოდელ „მუსტანგის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ფორდ“ ახალი „მუსტანგის“ სპეცალურ, საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს, რომლითაც დაიწყება კიდეც ამ ავტომობილის გაყიდვები. ოღონდ სპეციალური ვერსია მხოლოდ 1 964 ცალი დამზადდება - რაოდენობა მისი დაბადების წელს უკავშირდება. ცისფერმა ოვალმა „მუსტანგის“ სპეც ვერსიისთვის ორი ფერი შეარჩია - „უიმბლოდონ უაითი“ (უიმბლდონის თეთრი - ამ ფერში იყო შეღებილი პირველი მუსტანგი) და „კონა ბლიუ“ (კონას ლურჯი - ინდური ყავის მარკაა).

Tuesday, April 15, 2014

გახდება „მაზერატი“ იტალიური „პორშე“?

Fiat Wants Maserati to Become an Italian Porsche
15 აპრილი
ის, რომ „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს სურს, მის ჯგუფში შემავალი „მაზერატი“ იტალიურ „პორშედ“ გადააქციოს, ჯერ არაფერს ნიშნავს - ბრენდად, რომელიც ჯგუფს დიდ მოგებას საკუთარი რესურსებით მოუტანს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარედან ინვესტირებაზე. მაგრამ „პორშესთან“ გასატოლებლად, „მაზერატის“ დიდი გზა ექნება გასავლელი. შარშან იტალიურმა ლუქს კომპანიამ მხოლოდ 15 400 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შტუტგარტული კომპანიის გაყიდვების (160 000) 10 პროცენტიც არაა.

დაკარის მებრძოლი „პეჟოსგან“ - 2008 DKR

Peugeot’s 2008 DKR Is an Awesome-Looking Two-Wheel Drive Buggy
15 აპრილი
„პეჟომ“ დაკარზე დაბრუნება და რა თქმა უნდა, მისი დალაშქვრა განიზრახა. ამისათვის კი სპეციალური ჭურვი მოამზადა, სახელად 2008 DKR, რომელიც ძარიანი ბაგის შთაბეჭდილებას ტოვებს და თუ მისი აღჭურვილობაც ისეთივე „მრისხანეა“, როგორიც გარეგნობა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ლომების სახით, დაკარის რალი მარათონს ახალი ფავორიტი მოევლინა.