დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 18, 2014

„ჰონდა“ ლე მანისთვის ემზადება

HPD unveils new LMP2 coupe design
18 აპრილი
სპორტული პროტოტიპების კლასი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება. იმის გამო, რომ ახალი რეგლამენტი, სერიული ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა, გამძლეობაზე რბოლებში დიდი კომპანიების ჩართულობაც მატულობს. „აუდის“ და „ტოიოტას“ დავაში მალე „პორშე“, „მაზდა“, „ლოტუსი“, „ნისანი“ და „ლოლა“ ჩაერთვებიან. ახლახანს კი ახალი პროექტის შემუშავება „ჰონდამაც“ დაიწყო.
„ჰონდა პერფორმენს დეველოპმენტმა“ (HPD) შეიმუშავა ახალი, LMP2 კლასის სარბოლი დახურული პროტოტიპი HPD ARX-04b, რომლითაც რბოლებში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება. ახალი ავტომობილი ძირეულად განსხვავდება წარუმატებელ წინამორბედ ARX-03b-სგან. მთავარი სიახლე ისაა, რომ ახალი პროტოტიპი დახურულია. ეს პირველი დახურული ავტომობილია, რომელიც ფ1-ის ყოფილი ინჟინრის, ნიკ უირტის კომპანიამ შეიმუშავა.
ავტომობილი ინდექსში ასო b ნიშნავს, რომ ის LMP2 კლასს მიესადაგება. ცნობისათვის, მის ნაცვლად a-ს გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილი უმაღლეს, LMP1 კლასში გავიდოდა. შასის დაპროექტებისას, ვირტმა გამოთვლითი ჰიდორომექანიკის ტექნოლოგია გამოიყენა. ავტომობილი 2.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძღავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ეს ძრავი სერიული J35-ს ბაზაზეა შემუშავებული. სარბოლი ვერსია, ელექტრონულად მართვადი დროსელით და სარქველების ვენტილირებადი სისტემით აღიჭურვა. მოდფიკაციის წყალობით, ძრავს დაბალ ბრუნვებზე ჩავარდნები მინიმუმამდე შეუმცირდა.

სავარაუდოდ, ტრეკზე HPD ARX-04b-ს ტესტირება ამ წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პირველი რბოლა კი, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს, დეიტონას 24 საათია, რომელიც ამერიკის სპორტული ავტომობილების ჩემპიონატის გახსნითი ეტაპია.

No comments:

Post a Comment