დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 18, 2014

„ფერარიმ“ პრაქტიკებზე გამოიღვიძა

Motor-racing-Hamilton leads second practice in China
18 აპრილი
მართალია, პირველ პრაქტიკაზე ფერნანდო ალონსოს მიერ ცხრილის მოწინავე პოზიციის ოკუპაცია, ლუის ჰამილტონის მანქანის გაუმართაობის წყალობა იყო, მაგრამ რბოლაში ხომ მეორე „მერსედესიც“ მონაწილეობდა, საჭესთან ნიკო როსბერგით? გამოდის, რომ ალონსოს საუკეთესო შედეგი შემთხვევითობა არ ყოფილა. მითუმეტეს, ესპენელმა მეორე პრაქტიკაზეც შესანიშნავად იასპარეზა და იმავე ჰამილტონს სულ რაღაც, 0.141 წამი წააგო. მოკლედ, იმედი იმის ჩაისახა, რომ ჩინეთშიც სამქიმიანები არ იბატონებენ.
მოკლედ, ჰამილტონს ორივე სესიაზე პრობლემები ჰქონდა, რომლებიც საკიდარის დაზიანებამ შეუქმნა. ამორტიზატორმ მუშაობა შეწყვიტა და ბრიტანელიც იძულებული გახდა, პირველი პრაქტიკისთვის ბოქსებიდან ედევნებინა თვალყური. რა თქმა უნდა, გუნდმა პრობლემის მოგვარება სცადა, მაგრამ მეორე პრაქტიკის პირველი ნაწილი მაინც გაცდა. თუმცა, საბოლოოდ გუნდმა თავისი საქმე გააკეთა და როგორც კი ტრასას დაუბრუნდა, ჰამილტონმა უმალ დაიკავა მოწინავე პოზიცია.
„ძალიან ძნელი დღე გვქონდა. პრობლემის გამო, დრო გაგვიცდა, თუმცა მეორე სესიაზე მეტი წრის გავლა შევძელით. მანქანის ბალანსით ბოლომდე კმაყოფილი არც ახლა ვარ. მოკლედ, მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ვისაც წინა ორი რბოლა აქვს მოგებული და შანსი აქვს, თავის კარიერაში პირველად მოიგოს ზედიზედ სამი რბოლა.
პრაქტიკების დროს, „ფერარის“ ბოქსში პირველად გამოჩნდა გუნდის ახალი შეფი მარკო მატიაჩი, რომელსაც ალონსომ შესანიშნავი დახვედრა მოუწყო. რა თქმა უნდა, დახვედრაში ესპანელის კარგი გამოსვლა იგულისხმება. სხვათა შორის, მეორე სესიის მეორე ნახევარში, მარანელოელების მთავარი ამოცანა, მანქანის სარბოლოდ მომართვა იყო, რის გამოც, ალონსოს სავსე ავზით უწევდა ტრასაზე ყოფნა. ბუნებრივია, მძიმე მანქანით „მერსედსებთან“ გაჯიბრებას ვერ შეძლებდა. თუმცა, გერმანულ გუნდსაც იგივე ამოცანა ჰქონდა დასახული. ყოველ შემთხვევაში, როსბერგის შემთხვევაში ასე იყო...
ალონსომ განაცხადა, რომ ჩინეთში გუნდმა რამდენიმე სიახლე ჩაიტანა, რომლებიც ბაჰრეინის ტესტების დროს გამოსცადეს. მისი თქმით, ყველაფერმა კარგად იმუშავა, რაც იმედის მომცემია. თუ სხვების შედეგებს არ გავითვალისწინებთ, მე ამ პრაქტიკებით კმაყოფილი ვარო. თუმცა, იგივეს ნმდვილად ვერ იტყოდა კიმი რაიკონენი, რომელმაც პირველ სესიაზე სწრაფი წრის გავლაც კი ვერ შეძლო.
ორივე სესიით კმაყოფილები დარჩნენ „რედ ბულში“, თუმცა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, ლიდერებამდე ბევრი გვიკლიაო. სხვათა შორის, მას ახალმა თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომ ოირვე სესაიზე აჯობა.
ჩინური პრაქტიკები ერთგვარ გამონთებად იქცა „ლოტუსისთვის“, რომლის რომენ გროჟანმაც მეორე, უფრო სწრაფ სესიაზე მეცხრე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მართალია, პასტორ მალდონადო ისევ მაჩანჩალებს შორის იყო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა „თვალები გაახილა“...

ჩინეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:39.783
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:40.181
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:40.772
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.970
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:41.175
6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:41.366
7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:41.505
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:41.560
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:41.629
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                     1:41.699
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                  1:41.977
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:42.090
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, უილიამსი)                 1:42.265
14. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)     1:42.615
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:42.733
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      1:43.731
17. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1:44.038
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:44.162
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:44.270
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:44.782
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:44.835
22. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                         დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:38.315
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:38.456
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:38.726
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:38.811
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39.015
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:39.118
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:39.283
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:39.491
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:39.537
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                  1:39.648
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:39.736
12. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                     1:39.744
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:39.759
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:39.830
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:40.124
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:40.359
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:40.395
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      1:40.455
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:42.327
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:43.473
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1:43.530
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:43.679

No comments:

Post a Comment