დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 21, 2014

ახალი „მუსტანგი“ ემპაიერის გადმოსახედზე და ფლეშინგ მედოუსში

King of the Hill: New Mustang Looks Good as Part of Empire State’s Roof
21 აპრილი
როგორც დაგეგმილი იყო, ახალმა „ფორდ მუსტანგმა“ ნიუ იორკს მისი ერთ-ერთი უმაღლესი შენობიდან გადმოხედა. ზედა პლატფორმაზე, სპეციალურად ამ სარეკლამო აქციისთვის მომზადებული ავტომობილის ატანის, აწყობის და საზოგადოებისთვის წარდგენის ოპერაცია უნაკლოდ შესრულდა. ისევე როგორც 50 წლის წინათ, ახალმა „მუსტანგმა“ ამერიკას სალამი მისი ერთ-ერთი სიმბოლოს ზედა სართულიდან უთხრა.

მართალია, „ფორდმა“ კარგა ხნით ადრე გამოაქვეყნა თავისი გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა მანქანის 320 მეტრ სიმაღლეზე არსებულ გადმოსახედზე ატანას, ბევრი მაინც გაოცებული კითხულობდა, როგორ მოხერხდა ასეთი რისკიანი ოპერაცია, რომელსაც ბევრის აზრით, ვერტმფრენის გარეშე ვერაფრით განახორციელებდნენ.
პარალელურად, საიუბილეო ზეიმთან დაკავშირებული აქცია გაიმართა ფლეშინგ მედოუს პარკში, ჩვენი პლანეტის მოდელის მოედანზე, სადაც ცისფერმა ოვალმა 95 ცალი „მუსტანგი“ გამოფინა. ამ ავტომობილებს შორის წარმოდგენილი იყო კომპანიის სიმბოლოდ ქცეული პონი ქარის ყველა თაობის მოდელი და მოდიფიკაცია, მათ შორის, უახლესი „მუსტანგიც“.
„ჩვენ ახლა იქ ვდგავართ, სადაც 50 წლის წინათ, ბაბუაჩემმა, ჰენრი ფორდ მეორემ, პირველად წარადგინა „მუსტანგი“. ეს შთამაგონებელი მომენტია, რომელიც შემდგომი 50 წლის განმავლობაში, „მუსტანგს“ და „ფორდს“ განვითარების ახალ სტიმულს ანიჭებს. ამ 50 წელიწადში, „მუსტანგი“ ჩვენი კომპანიის სული და გული გახდა. და ის არის ჩემი დიდი ბაბუის, ჰენრი ფორდის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა დადგეს ამერიკა ბორბლებზე“, - განაცხადა „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტმა ელენა ფორდმა.

No comments:

Post a Comment