დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 14, 2015

ფ1-ის გუნდებმა სამი გამოსაბოლქვის გამოყენების უფლება მიიღეს

F1 teams given triple exhaust option
14 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში ფორმულა ერთის გუნდებს, სამი გამოსაბოლქვი მილის გამოყენების უფლება მიეცემათ. მთავარი მიზანი, ბოლიდების ხმის გაძლიერებაა, რისთვისაც აუცილებელი ხდება ჭარბი გამონაბოლქვი აირის ცალკე მილით გამოშვება. ძრავს ასეთი მინიმუმ ორი მილი უნდა ჰქონდეს, გუნდის და ძრავების მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში კი, ჭარბი აირის გამომშვები ორი მილის გამოყენებაც ნაბადართულია.

21-ე საუკუნის „მერსედეს-ბენც გალვინგი“

A Stunning Mercedes-Benz Gullwing Study For The 21st Century
14 ოქტომბერი
სტუდენტი დიზაინერები ავტომწარმოებლებს უამრავ საინტერესო იდეას სთავაზობენ. მერე რა, რომ ხშირად ეს იდეები კორპორატიულ სტილს ნაკლებად შეესაბამება. მათში ხშირად შეიძლება იმ ახალი ელემენტების ნახვა, რომლებიც მომავალში სწორედ ახალი სტილის შესამუშავებლად გამოდგება. ამასთან, სტუდენტები ხშირად ძველ ლეგენდებს აცოცხლებენ და ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ ავტოკომპანიების ყურადღებასაც იქცევენ.

Tuesday, October 13, 2015

ედრიან ნიუი: „რედ ბულს“ ფ1-დან დევნიან

Newey says Red Bull being "forced out of F1"
13 ოქტომბერი
„რედ ბულის“ ტექნიკური მრჩეველი და ფაქტობრივი ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ამბობს, რომ ყველა ნიშნის მიხედვით, ავსტრიული კომპანია იძულებული გახდება, ფორმულა 1 დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ „რედ ბულსაც“ და „ტორო როსოსაც“, ძრავების მომმარაგებლად „რენოღა“ შემორჩათ, რომელთანაც კონტრაქტი ვადამდე ახლახანს გაწყვიტეს.

სერიული „ლინკოლნ კონტინენტალის“ დებიუტი დეტროიტში შედგება

Production Lincoln Continental With FWD And AWD To Debut In Detroit
13 ოქტომბერი
დიდი ხანია, პრემიუმ კლასში „ლინკოლნი“ ძველებურად ვეღარ ბრწყინავს. უფრო მეტიც, საკუთარ აჩრდილს არის დამსგავსებული. რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არაა იმაზე, რომ „კადილაკს“ და მითუმეტეს, ევროპულ პრემიუმებს შეედაროს. მაგრამ „ფორდმა“ რესტრუქტურიზაციის დროს, ის დაიტოვა. და ეს იმისთვის გააკეთა, რომ ძველ დიდებას დაუბრუნოს. ამ გეგმის შესასრულებლად კი ცისფერმა ოვალმა ძველი და პოპულარული სახელის, „კონტინენტალის“ დაბრუნება გადაწყვიტა.

„ფერარი“ ოსტინის რბოლისთვის ძრავის სრულყოფას აპირებს

Ferrari could use remaining engine tokens for Austin
13 ოქტომბერი
„ფერარი“ ფ1-ის ძრავის სრულყოფისთვის საჭირო, მის ხელთ არსებული ეგრეთ წოდებული ტოკენების (პირობითი ქულების) სრულად გამოყენებას აშშ-ის დიდი პრიზის წინ აპირებს. მარანელოელებს ჯერაც აქვთ რამდენიმე ტოკენი დარჩენილი და მათი გამოყენება სასურველია, რათა მომავალი სეზონისთვის აგრეგატის მზადებისას, უკეთესი საწყისი პოზიცია ჰქონდეს.

„ფერარის“ აქციებზე ათმაგი მოთხოვნაა

Ferrari Valued At US$9.8 Billion In IPO, Demand Exceeds Stock Almost Tenfold
13 ოქტომბერი
„ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ „ფერარი“ უბრალო საავტომობილო კომპანია  კი არა, ფუფუნების საგნების მწარმოებელია და შესაბამისად დაფასებას საჭიროებს. ასეც არის - მის აქციებზე შეთავაზებაზე ათჯერ მეტი მოთხოვნა არის დაფიქსირებული.

Monday, October 12, 2015

„რეინჯ როვერ ევოუკს“ ბრაზილიაშიც გამოუშვებენ

 Range Rover Evoque To Be Built In Brazil As Well
12 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ბრაზილიის ქალაქ იტატიაიასთან მდებარე უახლესი ქარხანა, „დისქავერი სპორტის“ გარდა, „რეინჯ როვერ ევოუკსაც“ გამოუშვებს. პირველი ბრაზილიური „ევოუკი“ კონვეიერს მომავალი წლის დასაწყისში დატოვებს. პარალელურად, ბრიტანული კომპანია ამ ქარხნის მუდმივ განახლებაზეც იზრუნებს და მშენებლობის ჩათვლით, მას 2020 წლამდე 750 მილიონი ბრაზილიური რეალის (დაახლოებით 370 მილიონი ამერიკული დოლარი) ინვესტიციას მოახმარს.

Sunday, October 11, 2015

დათა ქაჯაია ETCC-ს ჩემპიონია!

11 ოქტომბერი
იტალიის ენა პერგუზას ტრეკზე დასრულდა ევროპის ტურინგის ავტომობილების თასის სეზონი და როგორც მოსალოდნელი იყო, დათა ქაჯაიამ TC2T კლასში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე რბოლა მან აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულა, ამათგან თავის კლასში პიველი მოიგო, მეორეზე კი თავისი გუნდის შეფთან, ფრანც ენგსტლერთან დათმო. რაც მთავარია, თავისი უშუალო მეტოქეები ახლოსაც არ გაიკარა და ტრიუმფით დაასრულა თავისი პირველი ევროპული ტურინგ-სეზონი.

„მერსედესმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა

Mercedes win second successive F1 constructors' title
11 ოქტომბერი
„მერსედესმა“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა თასი, ლუის ჰამილტონმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულისკენ. ეს სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა, რომელიც სწორედ ჰამილტონმა მოიგო. ეს ამ სეზონში მისი მეცხრე, კარიერაში კი 42-ე გამარჯვებაა. ამგვარად, მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან 66 ქულას მიაღწია და ეს მაშინ, როცა დარჩენილ ოთხ ეტაპზე, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი.

Saturday, October 10, 2015

700-ცხენიანი „მუსტანგი“ საახალწლო კატალოგისთვის

Neiman Marcus' 2015 Christmas Book Mustang Has +700HP…But No AWD
10 ოქტომბერი
„ნიმან მარკუსის“ ჯგუფის საშობაო კატალოგის შეკვეთით, „ფორდ პერფორმენსი“ შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს ღია „მუსტანგის“ სპეც ვერსიას, რომელიც შეძლებულ მყიდველს ბევრი საინტერესო სიახლით მიიზიდავს. სულ 100 ცალი ასეთი „მუსტანგი“ დამზადდება, რომელთაგან თითოეული 95 000 დოლარი ეღირება. ამასთან, ყოველ გაყიდულ ავტომობილზე, 1000 დოლარი, „ნიმან მარკუსის“ ხელოვნების საქველმოქმედო ფონდში (ჰარტ ოფ ნიმან მარკუს ფაუნდეიშნ) გადაირიცხება.

ეკლსტოუნმა „რედ ბულს“ ძრავების კონტრაქტი გაუჩარხა

Motor racing-Ecclestone says Red Bull engine supply is 'sorted'
10 ოქტომბერი
ბერნი ეკლსტოუნი ირწმუნება, რომ „რედ ბულის“ ფორმულა ერთიდან წასვლის საშიშროება არ არსებობს, რადგან დარწმუნებულია, რომ გუნდმა ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. ოღონდ, ის დეტალებზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.

როსბერგმა ჰამილტონის 50-ე პოული ისევ გადადო

Motor racing-Rosberg again denies Hamilton his 50th pole
10 ოქტომბერი
მაგრამ მთავარი ისაა, რომ „მერსედესის“ ორივე პილოტი, სასტარტო რიგში წინა ორ პოზიციაზე დადგება. სამქიმიანებს სოჭშივე შეუძლიათ კონსტრუქტორთა თასის ზედიზედ მეორედ მოპოვება. ამისათვის საკმარისია, რომ „ფერარიზე“ სამი ქულით მეტი აიღონ. ეს კი ძნელი არ უნდა იყოს. ნიკო როსბერგმა კი ამ სეზონში სულ მესამე პოული მოიპოვა.

Friday, October 9, 2015

პრაქტიკები წვიმაში და დიზელით დასვრილ გზაზე

Motor racing-Rain and diesel spillage hit Russian practice
9 ოქტომბერი
ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა - ფორმულა ერთის ტრეკზე, ზედ რბოლის წინ, გზის საფარი დიზელის საწვავით დაასველეს. ეს პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე მოხდა. მეორე პრაქტიკა კი ძლიერი წვიმის გამო თითქმის ჩაიშალა - დროის დაფიქსირება მხოლოდ რვა პილოტმა მოახერხა. ამ აბდა-უბდას, ცხრილის სათავეში განსხვავებული სახელების გამოჩენაც მოჰყვა. პირველზე ყველაზე სწრაფი ნიკო ჰულკენბერგი იყო, მეორეზე კი ყველას ფელიპე მასამ აჯობა.

Thursday, October 8, 2015

„ლამბორგინი“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ და ტურბო აგრეგატებსაც გამოიყენებს

Lamborghini Confirms Plug-In Hybrid, Turbocharged Engines For Urus SUV
8 ოქტომბერი
ტურბო და ჰიბრიდული ტრენდების მიუხედავად, „ლამბორგინი“ ჯიუტად აცხადბდა, რომ კვლავაც მხოლოდ ატმოსფერული ძრავების გამოყენებას გააგრძელებდა. მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო, რადგან იტალიური კომპანია ამ სიჯიუტით მხოლოდ წაგებული დარჩებოდა. და აი, ცნობილი გახდა, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელებიც „გატყდნენ“ - უგზოობის უახლეს ავტომობილს, რომელსაც ამ ეტაპზე „ურუსად“ მოიხსენიებენ, კომპანია ტურბო ძრავით აღჭურვავს, მოგვიანებით კი, მისთვისვე პლაგ-ინ ჰიბრიდულ აგრეგატსაც შეიმუშავებს.

ქაჯაიას გადამწყვეტი რბოლა სიცილიაში

8 ოქტომბერი
ამ უქმეებზე, ტურინგის კლასში ევროპის თასის სერიის ბოლო ეტაპია, რომელსაც იტალიის ენა პერგუზას ავტოდრომი მასპინძლობს. TC2T კლასში ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს დათა ქაჯაიას, რომელიც უახლოეს მდევარს, თურქ აიტეკ ბიტერს 33 ქულას უგებს. ბელგიის ცოლდერზე წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველს იქვე შეეძლო ჩემპიონობის განაღდება, მაგრამ ბოლო ეტაპზე ორმაგი ქულები იწერება, რაც თურქ მრბოლს და მის თანამემამულე უმიტ ულკუს მცირე შანსს უტოვებს.