დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 12, 2015

„რეინჯ როვერ ევოუკს“ ბრაზილიაშიც გამოუშვებენ

 Range Rover Evoque To Be Built In Brazil As Well
12 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ბრაზილიის ქალაქ იტატიაიასთან მდებარე უახლესი ქარხანა, „დისქავერი სპორტის“ გარდა, „რეინჯ როვერ ევოუკსაც“ გამოუშვებს. პირველი ბრაზილიური „ევოუკი“ კონვეიერს მომავალი წლის დასაწყისში დატოვებს. პარალელურად, ბრიტანული კომპანია ამ ქარხნის მუდმივ განახლებაზეც იზრუნებს და მშენებლობის ჩათვლით, მას 2020 წლამდე 750 მილიონი ბრაზილიური რეალის (დაახლოებით 370 მილიონი ამერიკული დოლარი) ინვესტიციას მოახმარს.

ახალი ქარხან პირველ რიგში, ბრაზილიის ბაზრის დასაკმაყოფილებლად იმუშავებს და წლიურად 24 000 ავტომობილს გამოუშვებს. ბრიტანული კომპანიისთვის იტატიაიას ქარხანა პირველი უცხოური საწარმოა, რომლის ერთპიროვნული მფლობელიც საკუთრივ „იაგუარ ლენდ როვერი“ იქნება. შემდგომში იქ წარმოებულ ავტომობილებს, მეზობელ ქვეყნებშიც გაიტანენ.
პირველ ეტაპზე, ქარხნის ფართობი 60 000 კვადრატული მეტრი იქნება. იქ 400 ადამიანი დასაქმდება. ამჟამად შენობა უკვე დასრულებულია და „იაგუარ ლენდ როვერი“ იქ საწარმოო აღჭურვილობას ამონტაჟებს. ქარხანა პირველ ავტომობილებს მომავალი წლის დასაწყისში გამოუშვებს. „იაგუარ ლენდ როვერის“ ლათინური ამერიკის შტოს მმართველი დირექტორი ტერი ჰილი ამბობს, რომ იტატიაიაში ახალი საწარმოს ამოქმედება, მისი კომპანიისთვის ბრაზილიური ბაზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ბრაზილიური ქარხანა, მაკომპლექტებლების უმეტესობას, ადგილობრივი კომპანიებისგან, ძირითად აგრეგატებს, სისტემებს და კვანძებს კი, ბრიტანული კომპანიის გლობალური მიმწოდებლებისგან მიიღებს. გარდა ამისა, „იაგუარ ლენდ როვერი“ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას გაუწევს მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც შემდგომში გაფართოებას დააპირებენ. ეს კი, იტატიაიას ქარხნის წარმოების გაფართოების კვალობაზე, აუცილებლად საჭრო გახდება.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრაზილიის ბაზარზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობს. ამჟამად იქ სადილერო ქსელი 40-ზე მეტ დილერს მოიცავს. თუმცა მათი რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.

No comments:

Post a Comment