დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 9, 2015

პრაქტიკები წვიმაში და დიზელით დასვრილ გზაზე

Motor racing-Rain and diesel spillage hit Russian practice
9 ოქტომბერი
ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა - ფორმულა ერთის ტრეკზე, ზედ რბოლის წინ, გზის საფარი დიზელის საწვავით დაასველეს. ეს პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე მოხდა. მეორე პრაქტიკა კი ძლიერი წვიმის გამო თითქმის ჩაიშალა - დროის დაფიქსირება მხოლოდ რვა პილოტმა მოახერხა. ამ აბდა-უბდას, ცხრილის სათავეში განსხვავებული სახელების გამოჩენაც მოჰყვა. პირველზე ყველაზე სწრაფი ნიკო ჰულკენბერგი იყო, მეორეზე კი ყველას ფელიპე მასამ აჯობა.
„მერსედესს“ შანსი აქვს, სოჭშივე გაინაღდოს კონსტრუქტორების ზედიზედ მეორე ტიტული. ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი ტრასაზე მაშინ გამოვიდა, როცა პირველი სესიის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი. საბოლოოდ ის მე-7 ადგილს დასჯერდა, ნიკო როსბერგი კი მხოლოდ თავის სეხნია თანამემამულეს ჩამორჩა. მეორე სესიაზე კი სამქიმიანებს დრო არც დაუფიქსირებიათ.
რაც შეეხება დიზელის საწვავის ტრასაზე დაღვრას. სავარაუდოდ, ის იმ მანქანამ დაღვარა, რომელიც ასფალტს წმენდდა. საწვავი მე-7 და მე-8 მოსახვევებში იყო დაღვრილი და ამ მონაკვეთების გაწმენდას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა. მაგრამ მორეცხვის შემდეგაც, ეს მოსახვევები სველი იყო და იქ ჩვეული სიჩქარით გავლას პილოტები ვერ ახერხებდნენ.
ამის შემდეგ, პირველმა დრო ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა, რომელსაც ნბისმიერ შემთხვევაში, რბოლის ბოლო რიგიდან დაწყება უწევს, რადგან „ჰონდამ“ კიდევ ერთხელ შეუცვალა ძრავი. ოღონდ, ამჯერად იმის გამო, რომ ძველის ნაცვლად, მოდიფიცირებული აგრეგატი დაუყენა.

სოჭის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:44.355
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:44.407
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:44.986
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:45.146
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:45.233
6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   1:45.488
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:45.691
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:45.746
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:46.203
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:46.215
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:46.231
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:46.333
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:46.747
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:47.443
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:48.006
16. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:48.096
17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             1:49.094
18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:52.994
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:54.272
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:58.254

მეორე პრაქტიკა
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         2:00.458
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    2:00.659
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     2:00.688
4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             2:00.806
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              2:01.077
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        2:01.418
7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   2:02.805
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 2:02.845
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     დროის გარეშე
10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   დროის გარეშე
11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         დროის გარეშე
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    დროის გარეშე
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          დროის გარეშე
14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          დროის გარეშე
15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           დროის გარეშე
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  დროის გარეშე
17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      დროის გარეშე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      დროის გარეშე
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          დროის გარეშე

No comments:

Post a Comment