First Shelby GT350R Mustang Roars Off The
Assembly Line
21 აგვისტო
„ფორდმა“ თავის პოპულარულ მასკლქარ „მუსტანგის“
ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსიის, „შელბი GT350R-ის“ წარმოება დაიწყო. ფლეტ
როკის ქარხნის კონვეიერიდან, პირველი ავტომობილი თვით კომპანიის აღმასრულებელმა
თავმჯდომარე ბილ ფორდმა გამოიყვანა. „ეს „მუსტანგის“ ენთუზიასტებისთვის
განსაკუთრებული დღეა. ჩვენ GT350 ფორმულა, სიახლეებით, სტილით და მახასიათებლებით,
ახალ დონეზე ავიყვანეთ. დღეს ლეგენდა გაგრძელდა“, - განაცხადა ბილ ფორდმა (ფოტოზე,
მანქანიდან გადმოსვლისას).