დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 8, 2014

„ბუგატის“ სერია ლეგენდის ბოლო წევრი ეტორე ბუგატის ეძღვნება

Final Bugatti Legend Model is Dedicated to Company Founder
8 აგვისტო
„ბუგატიმ“ სერია „ლეგენდების“ მეექვსე ავტომობილი, თავისი დამაარსებლის, ეტორე ბუგატის სახელით მონათლა. და ამ ავტომობილს პირველად კალიფორნიაში, მონტერეის პებლ ბიჩის საავტომობილო კვირეულზე წარადგენს. იქვე ფრანგული კომპანია ამ სერიის ექვსივე ავტომობილს გამოფენს და ყველა მათგანი, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“ პრემიერა პებლ ბიჩში გაიმართება

JLR to show hot new Range Rover Sport SVR at Pebble Beach
8 აგვისტო
უახლოეს ერთ თვეში „ლენდ როვერი“ ძალიან დაკავებული იქნება: სექტემბერში ლონდონში უახლეს „დისქავერი სპორტს“ წარმოგვიდგენს, უფრო ადრე კი, პებლ ბიჩის მოტორ შოუზე, „რეინჯ როვერ სპორტის“ სპეციალურ, ტემპერამენტიან ვერსია SVR-ს გაგვაცნობს, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესმა შტომ, „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზმა“ შეიმუშავა.

„ჯინეტა-ჯუნომ“ LMP3 პროტოტიპის დიზაინი შეიმუშავა

Ginetta-Juno reveals LMP3 prototype design
8 აგვისტო
ჯერ ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ავტო კლუბმა (ACO) სრულიად ახალი, LMP3 პროტოიპის კლასის დაარსება გვამცნო. და აი, უკვე გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ახალი რეგლამენტის შესაბამისი ავტომობილის პროექტი შეიმუშავა. ესაა ბრიტანული „ჯინეტა“, რომელმაც ამ პროექტის განსახორციელებლად, სპეციალურად შეიძინა ასევე ბრიტანული „ჯუნო“, რომელიც სარბოლი ტექნიკის წარმოებაზეა სპეციალიზებული.

Thursday, August 7, 2014

„ოპელი“ საბიუჯეტო ავტომობილებსაც გამოუშვებს

Opel/Vauxhall to woo budget clients with low-end cars, report says
7 აგვისტო
ამიერიდან, „ჯენერალ მოტორს იუროპს“ სახელად „ოპელ გრუპი“ დაერქვა, რაც იმის ნიშნად გაკეთდა, რომ გერმანული კომპანია, გენერლების ბიზნესის ერთადერთი წარმომადგენელი გახდა ევროპის ბაზარზე, რომელიც „შევროლემ“ დატოვა. იმავდროულად, „ოპელი“ საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებს, რითაც ნაწილობრივ ბაზრიდან „შევროლეს“ (2015 წლის ბოლოს გავა) გასვლის კომპენსირებას ეცდება და ნაწილობრივ, იმ ნიშებში შეღწევასაც, რომლებშიც „დაჩია“ და „შკოდა“ მუშაობენ.

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“ პრემიერა 3 სექტემბერს დაინიშნა

Land Rover Discovery Sport to debut on September 3
7 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ უახლეს მოდელ „დისქავერი სპორტის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანულმა კომპანიამ ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი მრავალმხრივი და უმძიმესი ტესტების ამსახველი მომენტები ჩანს. ცნობისათვის, „დისქავერი სპორტი“ პირველი ავტომობილია „დისქავერის“ უახლეს ოჯახში, რომელიც რამდენიმე ავტომობილს და მათს სპეც ვერსიებს გააერთიანებს. თავად „დისქავერი სპორტი“, კომპაქტური „ფრილენდერის“ შემცვლელია.

Wednesday, August 6, 2014

ახალი „მონდეო“ - პირველი ევროპული „ფორდი“ შუქდიოდებით

Not so New Ford Mondeo to Feature LED Lights in Europe, Priced from €27,150 in Germany
6 აგვისტო
ახალ „მონდეოს“ ევროპის ბაზარზე დაუგვიანდა. მას მყიდველიც ელის და თავად „ფორდიც“ - მყიდველს ხარისხიანი და სრულყოფილი ავტომობილი სურს, „ფორდს“ კი ავტომობილი, რომელიც ძველ კონტინენტზე მის გაყიდვებს გაზრდის და ამ ბაზარზე კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. და რა გასაკვირია, რომ ცისფერი ოვალი მყიდველს ახალ „მონდეოზე“ ისეთ სიახლეს შესთავაზებს, რომლითაც ევროპელი მყიდველი განებივრებული არ ჰყავს.

Tuesday, August 5, 2014

ალონსო და ჰამილტონი: რიკარდო საუკეთესოთა შორისა

Alonso, Hamilton say Ricciardo among F1's best
5 აგვისტო
ამ სეზონში მოპოვებული ორი გამარჯვებით, „რედ ბულის“ ახალი წევრი დანიელ რიკარდო ნამდვილ აღმოჩენად იქცა არამხოლოდ ფ1-ის მოყვარულთათვის, არამედ თავად ტოპ პილოტებისთვისაც. ხუმრობა ხომ არ არის - ავსტრალიელმა თვით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თანაგუნდელის, სებასტიან ფეტელის დაჩრდილვაც კი შეძლო.

„პოლარის სლინგშოტი“ სამბორბლიანი სუპერ ავტომობილი

Polaris Slingshot Three-Wheeler Unveiled
5 აგვისტო
მოტოციკლების და კვადროციკლების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „პოლარისმა“ დაამზადა სამბორბლიანი სატრეკო ავტომობილი, სახელად „სლინგშოტი“, რომელიც წინიდან დანახვისას, KTM X-Bow-ს გაგახსენებთ, თუმცა უკან მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს.

„ჰიუნდაიმ“ 883 000 „სონატა“ სარემონტოდ გაიწვია

Hyundai Sonata Recalled Over Fragile Shift Cable
5 აგვისტო
ორ დღეში მას შემდეგ, რაც NHTSA-მ (საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია), ახალი თაობის „ჰიუნდა სონატას“ წინა მუხრუჭები დაუწუნა, ამ ავტომობილს კიდევ ერთი წუნი აღმოუჩინეს, ოღონდ ამჯერად წინა თაობისას, რომელიც ჯერაც კორეული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

„იაგუარ XE-ს“ ტანის 75 პროცენტი ალუმინისაა

Jaguar XE Has 75 Percent Aluminum Body, Does Wonders for Fuel Economy
5 აგვისტო
მალე, კერძოდ კი 8 სექტემბერს, საავტომობილო ბაზარს უახლესი სედანი „იაგუარ XE“ მოევლინება. კატები თავიანთი სიახლის პრეზენტაციას ლონდონში ჩაატარებენ. თუმცა, თავიანთ ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილის შესახებ ინორმაციას, დებიუტამდე მცირე ულუფებად გვაცნობენ. მორიგი ასეთი ულუფა გვაუწყებს, რომ ახალი ავტომობილი, „იაგუარის“ ისტორიაში საწვავის მოხმარების ყველაზე მცირე აპეტიტით იქნება გამორჩეული. ამაში მას ხელს ძრავების უახლეს ოჯახ „ინჯენიუმის“ აგრეგატები და ალუმინის მსუბუქი სტრუქტურა შეუწყობს.

Sunday, August 3, 2014

„ფორდის“ ყველაზე წარმატებული ივლისი ბოლო რვა წელიწადში

Ford Announces Best July Results in 8 Years
3 აგვისტო
„ფორდი“ კვლავ აღმავლობის გზაზეა. გასულ ივლისში ამერიკულმა კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 212 236 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელ ივლისთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის ბოლო რვა წელიწადში ივლისის საუკეთესო გაყიდვები.

ლატვალამ ფინეთის რალი მოიგო

Rallying-Latvala wins in Finland to trim Ogier's lead
3 აგვისტო
„ფოლკსვაგენის“ და ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. მან უშეღავათო ბრძოლაში აჯობა თავის ფრანგ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ოჟიეს. რბოლის დასასრულს მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3.6 წამი იყო.

Saturday, August 2, 2014

„ფერარი“ ელექტრო-ტურბინულ ძრავებს ქმნის

Ferrari Plans Electrically-Driven Turbo: Report
2 აგვისტო
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარი“ ისეთ ტურბო ძრავის შესაქმნელად მუშაობს, რომელსაც ელექტრო ძრავით აღჭურვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება. იტალიურ კომპანიას სურს, რომ ელექტრო ძრავის დახმარებით, მთლიანად აღმოფხვრას ეგრეთ წოდებული ტურბო ლაგი, რომელიც ჩვეულებრივ ტურბო ძრავებს ახასიათებს და აქსელერატორზე ძრავის რეაგირების დაგვიანებაში აისახება.

„რეინჯ როვერ სპორტ SVR ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

Range Rover Sport SVR Becomes Fastest SUV around the Nürburgring with 8:14 Lap
2 აგვისტო
„რეინჯ როვერ სპორტმა“ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე. ამ ავტომობილის ვერსია SVR-მ, რომლის საჭესთანაც ბრიტანული კომპანიის ტესტ პილოტი იჯდა, ერთი წრე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა. ეს ვერსია აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავით, რომელიც მოდიფიკაციის შემდეგ, სტანდარტულზე 40 ცხენის ძალით მეტს, 550 ცხენის ძალას ავითარებს.

„ჰონდას“ ფ1-ში დაბრუნებისთანავე გამარჯვება სწყურია

Honda targeting wins for McLaren return
2 აგვისტო
„ჰონდა“ ფორმულა ერთში დაბრუნებისთანავე გამარჯვებებს გეგმავს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია, როგორც ძრავების მიმწოდებელი, ფორმულა ერთს მომავალი სეზონიდან დაუბრუნდება და ძრავებით თავის ძველ პარტნიორ „მაკლარენს“ მოამარაგებს.