დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 7, 2014

„ოპელი“ საბიუჯეტო ავტომობილებსაც გამოუშვებს

Opel/Vauxhall to woo budget clients with low-end cars, report says
7 აგვისტო
ამიერიდან, „ჯენერალ მოტორს იუროპს“ სახელად „ოპელ გრუპი“ დაერქვა, რაც იმის ნიშნად გაკეთდა, რომ გერმანული კომპანია, გენერლების ბიზნესის ერთადერთი წარმომადგენელი გახდა ევროპის ბაზარზე, რომელიც „შევროლემ“ დატოვა. იმავდროულად, „ოპელი“ საბიუჯეტო ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებს, რითაც ნაწილობრივ ბაზრიდან „შევროლეს“ (2015 წლის ბოლოს გავა) გასვლის კომპენსირებას ეცდება და ნაწილობრივ, იმ ნიშებში შეღწევასაც, რომლებშიც „დაჩია“ და „შკოდა“ მუშაობენ.
„ოპელის“ ჯგუფი, საკუთრივ გერმანული კომპანიის და მის ბრიტანულ ანალოგ „ვოქსოლის“ პარალელურად, ევროპაში „კადილაკის“ გაყიდვებს და რუსეთში „შევროლეს“ ოპერაციებს გააკონტროლებს. ამასთან, „ოპელის“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლ-თომას ნოიმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გამოუშვებს ისეთ ავტომობილებსაც, რომლითაც კონკურენტი კომპანიების მყიდველის გადაბირება იქნება შესაძლებელი.
„ფაინენშლ ტაიმსმა“ უმალ ივარაუდა, რომ ლაპარაკია საბიუჯეტო ავტომობილებზე, რომლებმაც დასავლეთ ევროპის ბაზარზეც კი მოიკიდა ფეხი. ასეთი ავტომობილების გამოშვებას „ჯენერალ მოტორსი“ შევროლეს მარკით აპირებს, ევროპაში კი იმავე ავტომობილებს „ოპელის“ მარკით გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment