დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 8, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“ პრემიერა პებლ ბიჩში გაიმართება

JLR to show hot new Range Rover Sport SVR at Pebble Beach
8 აგვისტო
უახლოეს ერთ თვეში „ლენდ როვერი“ ძალიან დაკავებული იქნება: სექტემბერში ლონდონში უახლეს „დისქავერი სპორტს“ წარმოგვიდგენს, უფრო ადრე კი, პებლ ბიჩის მოტორ შოუზე, „რეინჯ როვერ სპორტის“ სპეციალურ, ტემპერამენტიან ვერსია SVR-ს გაგვაცნობს, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესმა შტომ, „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზმა“ შეიმუშავა.
ეს ავტომობილი ბრიტანულმა კომპანიამ პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგინა, ოღონდ იქ ის კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი გაიყვანეს. ახლახანს კი „რეინჯ როვერ სპორტის“ ეს ვერსია ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის რეკორდსმენი (რა თქმა უნდა, სერიულ უგზოობის ავტომობილებს შორის) გახდა - წრე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა.
ვერსია იმავე 5.0-ლიტრიანი, მექანიკურდამჭირხნიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც „იაგუარის“ კუპე „F-ტაიპ R-ზე“ გვხვდება. მისი სიმძლავრე 550 ცხენის ძალაა. ბრიტანული კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ დინამიკური მახასიათებლების გამოქვეყნებისგან. თუმცა, ამ ყველაფერს მალე შევიტყობთ - პებლ ბიჩის ფესტივალი 14-17 აგვისტოს გაიმართება.
იქვე „იაგუარ ლენდ როვერი“ სხვა ავტომობილებსაც გამოფენს. მათ შორის იქნება „იაგუარის“ მსუბუქი E-ტაიპი, რომელიც მხოლოდ ექვსი ცალი დამზადდება. იქვე შესაძლებელი იქნება „F-ტაიპ პროჯექტ 7-ის“ ხილვა, რომელიც ამერიკის მიწაზე პირველად სწორედ პებლ ბიჩში გაივლის. ეს ავტომობილი მხოლოდ 250 ცალი დამზადდება, რომელთაგან ბრიტანეთის ბაზარზე 65 ცალი გაიყიდება. უფრო სწორედ, უკვე გაიყიდა.

No comments:

Post a Comment