დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 3, 2014

ლატვალამ ფინეთის რალი მოიგო

Rallying-Latvala wins in Finland to trim Ogier's lead
3 აგვისტო
„ფოლკსვაგენის“ და ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ეტაპი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. მან უშეღავათო ბრძოლაში აჯობა თავის ფრანგ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ოჟიეს. რბოლის დასასრულს მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3.6 წამი იყო.
ლატვალა თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა, შაბათს მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. რბოლის ბოლო სამ სპეცმონაკვეთზე, ლიდერებს შორის სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა ფინალური სუპერ სპეცმონაკვეთის მოგების და მასთან ერთად, დამატებითი ბონუს ქულების მიღების მიუხედავად, ოჟიემ მაინც ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა და საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა.
„ძალიან რთული რბოლა გვქონდა და ურთულესი გამარჯვება მოვიპოვე. რბოლის დროს შესანიშნავი შეგრძნება მქონდა, მაგრამ მერე მუხრუჭების პრობლემა შემექმნა, რამაც მდგომარეობა გამირთულა. ძალიან ახლოს ვიყავი გამარჯვების დაკარგვასთან, თუმცა საბოლოოდ მაინც მივაღწიე მიზანს. ძალიან ვინრვიულე, თუმცა საბოლოოდ ამოცანას მაინც გავართვი თავი“, - განაცხადა ლატვალამ, ვინც ფინეთში მეორე, ამ სეზონში კი მესამე გამარჯვება მოიპოვა.
საბოლოოდ, ოჟიე მეორე ადგილს დასჯერდა საერთო ჩათვლაში კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. ფინური ეტაპის შემდეგ, ის მეორეზე მყოფ ლატვალას 44 ქულას უგებს. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში რბოლებს სწორედ ეს ორი პილოტი იგებს - ოჟიეს ანგარიშზე ხუთი გამარჯვებაა, ლატვალას კი მხოლოდ სამი მოგება აქვს. მესამეზე მყოფი ნორვეგიელი ანდრეას მიკელსენი, ვინც ფინურ რბოლაში მეოთხე ადგილს დასჯერდა. ის ლატვალას 48 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ეტაპს 3 აგვისტოს გერმანია უმასპინძლებს.

ფინეთის რალის შედეგები
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         2:57:23.200
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           +00:03.600
3. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            00:50.600
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       01:52.500
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                            02:49.700
6. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ჰიუნდაი)                          04:29.000
7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი8)                        05:25.800
8. ჰაიდენ პედონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                06:17.800
9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                      12:07.000
10. კარლ კრუუდა (ესტონეთი, პეჟო)                              14:44.700

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 187 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 143; 3. ანდრეას მიკელსენი - 95; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 66; 5. მიკო ჰირვონენი - 62; 6. კრის მიკი - 54; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) - 46; 8. ელფინ ევანსი - 42; 9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 31; 10. ჰენინგ სოლბერგი - 26...

No comments:

Post a Comment