დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 16, 2014

„რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განახლდა

Big Range Rover and Range Rover Sport Updated for 2015MY
16 ივლისი
„ლენდ როვერმა“ თავისი ორი პოპულარული ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილი - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განაახლა. ამიერიდან, მყიდველებს ინდივიდუალიზაციის მეტი საშუალება ექნებათ, რაც სალონის ფერთა გამის და მასალების არჩევანის გაფართოებაში გამოიხატება. ახალია ბორბლები (19, 21 და 22-დუიმიანი), SDV8 დიზელის ძრავი კი 40 ნიუტონმეტრით მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

„მაზდა“ ახალ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს

September reveal for all-new Mazda MX-5
16 ივლისი
„მაზდამ“ გამოაცხადა, რომ სრულიად ახალ, მეოთხე თაობის როდსტერ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს. პირველი ჩვენება ერთდროულად მსოფლიოს სამ ქალაქში ჩატარდება. ერთი უკვე ცნობილია - ბარსელონა (ესპანეთი). დანარჩენი ორი წარდგენა კი იაპონიასა და და აშშ-ში გაიმართება. მოგვიანებით, ახალი ორადგილიანი პატარა როდსტერი ფართო საზოგადოების წინაშე, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგება.

„ბენტლი“ ინდივიდუალური ძარების წარმოებას აპირებს

Bentley Ponders Creation of In-House Coachbuilding Service
16 ივლისი
საავტომობილო მრეწველობის გარიჟრაჟზე გავრცელებული იყო ბიზნესის სახეობა - ქოუჩბილდინგი, რომლის არსიც, ეგრეთ წოდებულ შიშველ შასიზე სხვადასხვა ფორმის ძარების აწყობა იყო. პრინციპში, ამ ბიზნესს სათავე ჯერ კიდევ მანამ (მე-17 საუკუნეში) დაედო, სანამ ადამიანი ავტომობილს გამოუშვებდა - ავტომობილამდე ქოუჩბილდერები კარეტებზე მუშაობდნენ და ბევრი მათგანი ნამდვილ შედევრებსაც კი ქმნიდა.

Tuesday, July 15, 2014

ედრიან ნიუი „ინფინტისთვის“ სუპერ ავტომობილს შექმნის

Adrian Newey Rumored to Design an Infiniti Supercar
15 ივლისი
ფორმულა ერთის ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ბოლიდის გარდა, „რედ ბულის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ ორი ვირტუალური პროექტითაც დაგვამახსოვრა თავი. ოღონდ ორივე - „რედ ბულ X2014“ და „რედ ბულ X1“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ არის განკუთვნილი და რეალობაში მხოლოდ მათი მაკეტები არსებობს.

Monday, July 14, 2014

ფეტელი ტიტულზე ხელის ჩაქნევას სისულელედ მიიჩნევს

Sebastian Vettel says ruling out F1 title shot would be 'stupid'
14 ივლისი
მიუხედავად იმისა, რომ არც შესაფერისი მანქანა აქვს და მუდმივად თანაგუნდელი დანიელ რიკარდოს ჩრდილშიც იმყოფება, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მაინც ამბობს, რომ სანამ ტიტულის შენარჩუნების მათემტიკურ შანსსაც დაკარგავს, ამ სეზონის ტიტულზე ხელის ახლავე ჩაიქნევა სისულელე იქნება.

Sunday, July 13, 2014

„უილიამსმა“ ახალი ტექნიკური ცენტრი გახსნა

Williams opens new £8 million technical centre
13 ივლისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „უილიამსმა“ ახალი ტექნიკური ცენტრი გახსნა, რომელსაც ფ1-ის ტექნოლოგიების სერიულ წარმოებაში დანერგვისთვის გამოიყენებს. ცენტრის მშენებლობა 8 მილიონ გირვანქა სტერლინგი დაჯდა, მის გახსნაში კი მონაწილეობა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა მიიღო.

„იაგუარ ლენდ როვერის“ რეკორდული ნახევარი წელი

Jaguar Land Rover reveals best ever half-year sales as new models roll out of the showroom
13 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში რეკორდულად ბევრი, 240 372 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ექვს თვეში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე 14 პროცენტით მეტია. უფრო მეტიც, ეს 2010 წელს გაყიდული ავტომობილების რიცხვზე მეტიცაა.

Saturday, July 12, 2014

„ფორდმა“ ჩინეთში გაყიდვები 35 პროცენტით გაზარდა

Ford China Posts 35 Percent Sales Increase in the First Half of 2014
12 ივლისი
„ფორდმა“ მსოფლიოს უდიდეს, ჩინეთის ბაზარზე, პირველ ექვს თვეში 549 256  ახალი ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია. მარტო ივნისში გაყიდვებმა 87 783 ავტომობილი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

ეკლსტოუნი - ფეტელი უსწრაფესია და „ფერარიში“ უნდა გადავიდეს

Vettel is faster than everyone else, he needs to go to Ferrari – Ecclestone
12 ივლისი
„ფერარიში“ გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება სებასტიან ფეტელისთვის, თუ მას ყველაფრის თავიდან დაწყება სურს. ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, ფეტელს და მის „რედ ბულს“ პრობლემები შეექმნათ. ორივე საკუთარ აჩრდილსღა ჰგავს. ფეტელისთვის პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ მას ახალი თანაგუნდელი, დანიელ რიკარდოც სჯობნის.

„ბუგატი“ „ვეირონის“ ჰიბრიდულ შემცვლელს გამოუშვებს

Bugatti mulls hybrid follow-up to Veyron supercar –sources
12 ივლისი
ახლოვდება დრო, როცა „ბუგატი“ თავისი ერთადერთი სუპერ ავტომობილის, „ვეირონის“ წარმოებას შეწყვეტს. ფრანგულ კომპანიას სულ რამდენიმე ეგზემპლარიღა დარჩა გამოსაშვები იმ დაგეგმილი 450-დან, რომლებსაც ამ ავტომობილის პრემიერისას შეგვპირდა. და რა თქმა უნდა, ახლოვდება დრო, როცა მის შემცვლელს გაგვაცნობს.

Friday, July 11, 2014

ახალი „მაზდა2“ პლაგ-ინ სისტემითაც აღიჭურვება

New Mazda2 To Get Plug-in Version with Wankel Range Extender
11 ივლისი
„მაზდა“ მალე თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მაზდა2-ს“ გაგვაცნობს. მისი წინამორბედი ჟენევაში უკვე გვიჩვენა კონცეპტ „ჰაზუმის“ სახით. ავტომობილი ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო გამას მიიღებს. ახლახანს კი ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაზდა2“ პლაგ-ინ სისტემითაც აღიჭურვება. თანაც, გენერატორთან როტორული ძრავი იმუშავებს.

„მერსედესი“ და „რედ ბული“ FRIC საკიდარზე უარს ამბობენ

Formula 1 teams doubt FRIC suspension ban can be delayed
11 ივლისი
ფორმულა ერთის მოწინავე გუნდები მზად არიან, უარი თქვან საკიდარის ეგრეთ წოდბულ FRIC სისტემებზე, რომლებიც ახლახანს საერთაშორისო საავტომობილო ფედeრაციამ (FIA) არალეგალურად აღიარა. „მერსედეს AMG“ და „რედ ბული“ ამას გერმანიის დიდ პრიზამდე გააკეთებენ, რადგან არის იმის დიდი შანსი, რომ ამის არგაკეთების შემთხვევაში, კონკურენტი გუნდები მათ უჩივლებენ და ამ შემთხვევაში, დამრღვევეის სანქციები არ ასცდებათ.

Thursday, July 10, 2014

მატიაჩი 2015 წელს სულ სხვა „ფერარის“ გვპირდება

Ferrari F1 boss says it will be a "different team" in 2015
10 ივლისი
„ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდის ახალი შეფი მარკო მატიაჩი ამბობს, რომ „სკუდერია“ მომავალ სეზონში „სულ სხვა გუნდად“ მოგვევლინება. მას იმედი აქვს, რომ მისი მოსვლის შემდეგ დაწყებული რესტრუქტურიზაცია შედეგიანი იქნება. როგორც ცნობილია, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს შეფი, ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელად აპრილში გადაიყვანეს. და მაშინვე გუნდის რეორგანიზებას შეუდგა.

Wednesday, July 9, 2014

ახალი „მონდეო“ პლატფორმას პრემიუმ „ლინკოლნს“ გაუზიარებს

Ford says Mondeo sales will be boosted by platform sharing with Lincoln
9 ივლისი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ შემდეგი თაობის „მონდეოს“ ახალ, რთული ატრუქტურის მქონე პლატფორმაზე ააგებს, რომელსაც ცისფერი ოვალის ინჟინრები, ლუქს ბრენდ „ლინკოლნის“ ავტომობილებისთვის ქმნიან. ახალი პლატფორმა, ამერიკულ კომპანიას ევროპის საშუალო ზომის ავტომობილების სეგმენტში პოზიციის გამყარებაში დაეხმარება, რაც საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ეს სეგმენტი გამუდმებით მცირდება.

„ინმოუშნ IM01“ - ნურბურგრინგის აბსოლუტური რეკორდისთვის

InMotion IM01 Aims to Break Nurburgring Record and Win Le Mans
9 ივლისი
გსმენიათ პატარა ჰოლანდიურ კომპანია „ინმოუშნის“ შესახებ? ალბათ არაფერი, მაგრამ მალე გაიგებთ, რადგან ეს კომპანია, ქალაქ აინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ამავე ქალაქის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სტუდნტებთან ერთად, სარბოლი პროტოტიპის კლასის ავტომობილის შესაქმნელად მუშაობს, რომლითაც მიზნად ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის გავლის აბსოლუტური რეკორდის დამყარებას ეცდება.