დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 11, 2014

ახალი „მაზდა2“ პლაგ-ინ სისტემითაც აღიჭურვება

New Mazda2 To Get Plug-in Version with Wankel Range Extender
11 ივლისი
„მაზდა“ მალე თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მაზდა2-ს“ გაგვაცნობს. მისი წინამორბედი ჟენევაში უკვე გვიჩვენა კონცეპტ „ჰაზუმის“ სახით. ავტომობილი ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო გამას მიიღებს. ახლახანს კი ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაზდა2“ პლაგ-ინ სისტემითაც აღიჭურვება. თანაც, გენერატორთან როტორული ძრავი იმუშავებს.
როგორც გამოცემა „მოტორინგი“ იტყობინება, ვანკელის ძრავის დანიშნულება მხოლოდ ელექტრო ენერგიის გამომუშავება იქნება. ამიტომ, ეს ავტომობილი არ არის ჰიბრიდების კლასის, არამედ არის გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ელექტრომობილი, ანუ როგორც ხშირად მოიხსენიებენ, პლაგ-ინ ელექტრომობილი.
სხვათა შორის, „მაზდა“ ასეთ ავტომობილზე ექსპერიმენტებს უკვე დიდი ხანია, ატარებს. იაპონიაში საგზაო ტესტებს გადიოდა ახლანდელი თაობის „მაზდა2-ის“ ელექტრული ვერსია, რომელზეც მოგვიანებით, მცირე (0.33-ლიტრიანი), ერთცილინდრიანი შიდაწვის ძრავი, სვლის სიშორის გასაზრდელად დააყენეს.
საცდელი პროტოტიპი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 100 ცხენის ძალაა. ძრავთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. ამ წყვილით ავტომობილს მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. იაპონურმა კომპანიამ პირველი პროტოტიპი 2012 წელს წარმოადგინა. იმ დროისთვის, მისი სვლის სიშორე 200 კილომეტრს აღწევდა. ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ ასეთი ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებული გეგმები გამოაქვეყნა.
ასეა თუ ისე, „მაზდა2-თან“ დაკავშირებით, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისში შევიტყობთ, როცა „მაზდა“ თავის ახალ სუბკომპაქტს გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment