დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 11, 2014

„მერსედესი“ და „რედ ბული“ FRIC საკიდარზე უარს ამბობენ

Formula 1 teams doubt FRIC suspension ban can be delayed
11 ივლისი
ფორმულა ერთის მოწინავე გუნდები მზად არიან, უარი თქვან საკიდარის ეგრეთ წოდბულ FRIC სისტემებზე, რომლებიც ახლახანს საერთაშორისო საავტომობილო ფედeრაციამ (FIA) არალეგალურად აღიარა. „მერსედეს AMG“ და „რედ ბული“ ამას გერმანიის დიდ პრიზამდე გააკეთებენ, რადგან არის იმის დიდი შანსი, რომ ამის არგაკეთების შემთხვევაში, კონკურენტი გუნდები მათ უჩივლებენ და ამ შემთხვევაში, დამრღვევეის სანქციები არ ასცდებათ.
რამდენიმე დღის წინ, FIA-ს ტექნიკურმა დელეგატმა ჩარლი უაიტინგმა გუნდებს წერილები დაუგზავნა და მათ შეატყობინა, რომ FRIC სისტემა არ შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტს. ამიტომ, გერმანიის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ეს სისტემა აკრძალულად ითვლება. თუმცა, გუნდების თანხმობის შემთხვევაში, აკრძალვა ამ სეზონის შემდეგ ამოქმედდებოდა. ოღონდ, ამისათვის უკლებლივ ყველა გუნდის თანხმობაა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, „რედ ბული“, „მერსედსი“, „ფერარი“, „მაკლარენი“, „ლოტუსი“ და „უილიამსი“ თანახმა არიან, მეტოქე გუნდების მიმართ პროტესტისგან თავი შეიკავონ. თუმცა, როგორც ჟურნალ „ავტოსპორტისთვის“  გახდა ცნობილი, დანარჩენი გუნდები ამ შეთანხმებას არ უერთდებიან და ისინი მზად არიან, სხვა გუნდების მიერ FRIC სისტემის გამოყენების შემთხვევაში, მათზე საჩივარი დაწერონ.
სხვათა შორის, ბრიტანული დიდი პრიზის შემდგომ, სილვერსტოუნზე ჩატარებული ტესტებისას, გუნდების უმეტესობამ ტრასაზე მანქანები უკვე FRIC სისტემის გარეშე გამოიყვანა. არადა, ტოპ გუნდები, მათ შორის „მაკლარენი“, არ ელოდნენ, რომ აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა. ამიტომ, ისინი ამ სისტემის სრულყოფაზე ინტენსიურად მუშაობდნენ. ერიკ ბუიეს არ დაუდასტურებია, რომ „მაკლარენი“ გერმანიაში FRIC-ის გარეშე იქნება, თუმცა დიდი ალბათობით, არც უოკინგელები გარისკავენ.

No comments:

Post a Comment