დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 10, 2014

მატიაჩი 2015 წელს სულ სხვა „ფერარის“ გვპირდება

Ferrari F1 boss says it will be a "different team" in 2015
10 ივლისი
„ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდის ახალი შეფი მარკო მატიაჩი ამბობს, რომ „სკუდერია“ მომავალ სეზონში „სულ სხვა გუნდად“ მოგვევლინება. მას იმედი აქვს, რომ მისი მოსვლის შემდეგ დაწყებული რესტრუქტურიზაცია შედეგიანი იქნება. როგორც ცნობილია, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს შეფი, ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელად აპრილში გადაიყვანეს. და მაშინვე გუნდის რეორგანიზებას შეუდგა.

ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, მატიაჩი რეპორტიორებს გაესაუბრა და აღიარა, რომ ამჟამად გუნდში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, შედეგების გამოსწორებაა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ, რათა სიტუაცია გამოვასწოროთ, რადგან აქ მხოლოდ მეექვსე ვიყავით. ეს კი ჩვენთვის არასახარბიელო სიტუაციაა. აქედან დაწყებული, ჩვენ მომავალი სეზონოსითვის სრულიად განსხვავებულ გუნდად ჩამოვყალიბდებით“.

მან არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია ძრავების და ელექტრონიკის განყოფილების შეფ ლუკა მარმორინის გაშვების შესახებ. თუმცა თქვა, რომ „ფერარი“ რადიკალურად შეიცვლება, რაც მას მოწინავეთა რიგებში დააბრუნებს: „არ მინდა პიროვნებები გამოვყო. ჩვენ გუნდის გარდაქმნას ვახორციელებთ, ძალების გადანაწილება ხდება. ცალკეულ პიროვნებებს არ გამოვყოფ. არც სპეცალურ განცხადებას გავაკეთებ. საუკეთესო განცხადება გუნდის შედეგები იქნება“.

No comments:

Post a Comment