დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 12, 2014

ეკლსტოუნი - ფეტელი უსწრაფესია და „ფერარიში“ უნდა გადავიდეს

Vettel is faster than everyone else, he needs to go to Ferrari – Ecclestone
12 ივლისი
„ფერარიში“ გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება სებასტიან ფეტელისთვის, თუ მას ყველაფრის თავიდან დაწყება სურს. ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, ფეტელს და მის „რედ ბულს“ პრობლემები შეექმნათ. ორივე საკუთარ აჩრდილსღა ჰგავს. ფეტელისთვის პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ მას ახალი თანაგუნდელი, დანიელ რიკარდოც სჯობნის.
მაგრამ ბერნი ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ მის მეგობარ ფეტელს თავისი ნიჭი კი არ დაუკარგავს, არამედ უკეთეს მანქანაზე გადაჯდომა ესაჭიროება და ამიტომ სხვაგან გადასვლაზე უნდა იფიქროს. ასეთად კი ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონს სწორედ იტალიური საჯინიბო მიაჩნია.
„ფეტელს შესაფერისი მანქანით გასულ ოთხ სეზონში ყველაფერი აქვს მოგებული. და როცა ასეთი მანქანა კვლავ მის განკარგულებაში აღმოჩნდება, ის უფრო მეტ ტიტულსაც მოიგებს. ის ყველაზე სწრაფია“, - იტალიურ გაზეთ „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.
კითხვაზე, ფეტელს ყველაზე მეტად გუნდის შეცვლა ხომ არ სჭირდება, ბერნი პასუხობს: „თუ „ფერარი“ სწრაფი მანქანის შექმნას შეძლებს, მარანელო სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც უნდა გადავიდეს. მას იქ გადასვლა მართებს, სადაც საუკეთესო მანქანა დახვდება“.
აშკარაა, რომ ამ სეზონში საუკეთესო მანქანა „მერსედესს“ აქვს, რომელიც თავისი პილოტებით კმაყოფილია - ნიკო როსბერგიც და ლუის ჰამილტონიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ბერნი თვლის, რომ როსბერგს უკეთესი შანსი აქვს, რადგან ის გერმანულად ლაპარაკობს. ოღონდ, იმაზე არაფერს ამბობს, ხომ აჯობებს ფეტელისთვის სამქიმიანებთან გადასვლა, თუ იქიდან წამოსვლას ჰამილტონი ან როსბერგი გადაწყვეტენ...

No comments:

Post a Comment