დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 23, 2012

„ტოიოტა“ ჩინეთში ორ ახალ ბრენდს შექმნის

Toyota to Launch Two New Car Brands in China Next Year
23 ნოემბერი

იაპონურ კომპანიებს ჩინეთში ძნელი დრო დაუდგათ - ქვეყნებს შორის გამწვავებული პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ვაჭრობაზეც აისახა. და რა თქმა უნდა, დაზარალებულთა შორის, იაპონური ავტო კომპანიებიც არიან, რომელთა პროდუქციასაც ჩინეთში სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება კი პატარა კუნძულების გამო დაიწყო, რომლებსაც იაპონელები სენკაკუდ მოიხსენიებენ, ჩინელები კი - დიაოუდ.

„კოკა-კოლა“ „ლოტუსის“ სპონსორი გახდა

Coca Cola enters F1 with burn brand and Lotus
23 ნოემბერი
„კოკა-კოლამ“ და „ლოტუსმა“ სპონსორობის კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ბრიტანული საჯინიბო, ამერიკულ ჯგუფში შემავალ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „ბარნს“ გაუწევს რეკლამას. „ლოტუსის“ განცხადებით, გარიგება მრავალწლიანია და მისი დეტალები მომავალი სეზონის სტარტამდე გამოქვეყნდება. მომავალი სეზონიდანვე გამოჩნდება ახალი სპონსორის წარწერები „ლოტუსის“ მანქანებზე.

ჰამილტონმა ისევ იყოჩაღა

Hamilton fastest in Brazil practice
23 ნოემბერი
როგორც წესი, მეორე პრაქტიკის შედგები პირველისაზე გაცილებით უკეთესია ხოლმე. უკეთესი ამჯერადაც იყო, მაგრამ უმნიშვნელოდ. ცხრილის სათავეში ისევ ლუის ჰამილტონია, რომელმაც თავის პირველი პრაქტიკის დროს 0.105 წამი მოაკლო. სამაგიეროდ, დროები გაუუარესდათ სებასტიან ფეტელს და მარკ ვებერს...

ბრაზილიის ეტაპი ჰამილტონის უსწრაფესი წრით გაიხსნა

Formula One Brazilian Grand Prix 1st free practice session
23 ნოემბერი
ლუის ჰამილტონი „მაკლარენის“ მანქანით თავისი ბოლო რბოლისთვის ემზადება. ეს ის გუნდია, რომელმაც ფორმულა ერთამდე მიიყვანა, რომელმაც სუპერ მრბოლად ჩამოაყალიბა და რომელმაც ჩემპიონის ჯერჯერობით პირველი ტიტული მოაპოვებინა. მომავალი სეზონიდან, ჰამილტონი „მაკლარენის“ პარტნიორ „მერსედესში“ გადადის და ბუნებრივია უნდა, რომ გუნდს, რომელმაც ამდენი რამ მისცა, გამარჯვებით დაემშვიდობოს.

მაკლარენ ტიუნდ - მე-11 ეპიზოდი, გვერდით ეტლში (ვიდეო)

Tooned (McLaren Animation): Episode 11 - Side Tracked
23 ნოემბერი
ლუის ჰამილტონს და ჯენოსნ ბატონს ამჯერად არ ეცალათ  - ისინი ოსტინში რბოლისთვის ემზადებოდნენ და სარეკლამო აქციებში მონაწილეობდნენ. ამიტომ, პროფესორის განკარგულებაში ისევ ჰოლანდიელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკ დე ფრისი აღმოჩნდა...

„ზაუბერის“ მეორე პილოტი ესტებან გუტიერესი გახდა

Esteban Gutierrez confirmed as Kamui Kobayashi's Sauber replacement
23 ნოემბერი

„ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, მისი მეორე მანქანის საჭეს, მექსიკელი ესტებან გუტიერესი მიუჯდება, ვინც ამ სეზონში გუნდის სარეზერვო და ტესტ პილოტია. ამგვარად, ის კამუი კობაიაში ს შეცვლის და ნიკო ჰულკენბერგს გაუწევს პარტნიორობას.

Thursday, November 22, 2012

ლოს ანჯელესში „ბეემვე“ ახალ კონცეპტუალურ i-ს წარადგენს

Mystery BMW i Concept Announced for 2012 LA Auto Show
22 ნოემბერი
ცნობილია, რომ „ბეემვე“ წარმოებისთვის ორ ჰიბრიდულ ავტომობილს - ჰეჩბეკ i3-ს და სპორტულ i8-ს ამზადებს. მათგან ერთ-ერთის პრემიერა შესაძლოა, დეტროიტის მოტორ შოუზეც კი შედგეს. თუმცა, მანამდე ბავარიელები კიდევ ერთ i-სიურპრიზს ამზადებენ. მათ ამის შესახებ თავად განაცხადეს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

რეალურ გროჟანს მომავალ სეზონში ვიხილავთ

F1 to see 'the real Grosjean' in 2013 - boss
22 ნოემბერი

„ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ უარყო გავრცელებული ხმების იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი გუნდი რომენ გროჟანის გაშვებას აპირებს. ამ ხმებს საფუძველი კი თავად გროჟანმა დაუდო, რომელმაც ოსტინში განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე კონტრაქტი არ აქვს.

„რენომ“ ელექტრომობილ „ზოის“ წარმოების დაწყება გადადო

Renault Delays Zoe EV Launch So It Won’t Steal New Clio 4’s Thunder
22 ნოემბერი
„რენოს“ მმართველმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს 100 გრამზე ნაკლები იქნება, 2020 წლისთვის კი 80 გრამამადე შემცირდება. ფრანგული კომპანია ამას ძირითადად ელექტრომობილების ხარჯზე მიაღწევს, რომლებიც მის გაყიდვებში 10-პროცენტიან ზღვარს მიაღწევს.

„ასტონ მარტინი“ ლოს ანჯელესს ახალ „ვენქვიშს“ უჩვენებს

Aston Martin to Show New Vanquish in Los Angeles
22 ნოემბერი
პარიზის მოტორ შოუმდე ერთი თვით ადრე, „ასტონ მარტინმა“ მონტერეის პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე ახალი „ვენქვიში“ წარადგინა, რის შემდეგაც, ეს მანქანა პარიზის გზას კი არ გაუყენა, ამერიკაში და კანადაში ამოგზაურა. მის ოფიციალურ პრემიერას კი მალე ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩაატარებს.

შუმახერმა ჩვენს პლანეტას ფ1-ის მანქანით ორჯერ შემოუარა

Michael Schumacher has driven around the Earth twice in an F1 car
22 ნოემბერი
გარდა იმისა, რომ ტექსასმა ამ სეზონის და ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ რბოლას უმასპინძლა, ამერიკული ეტაპი სხვა რამითაც გახდა გამორჩეული. ეს „რამე“ კი მისმა აღმატებულება მიხაელ შუმახერმა შემოგვთავაზა, რომელიც მალე დაასრულებს სახელოვან კარიერას.

„ბეემვე“ UKL პლატფორმაზე 12 მანქანას გამოუშვებს


BMW Planning to Build 12 Cars on UKL Platform
22 ნოემბერი
ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე, „ბეემვემ“ ყველა გააოცა თავის ისტორიაში პირველი წინაამძრავიანი ავტომობილით, რომელიც კონცეპტუალური „აქტივიტი ტურერის“ სახელით გაგვაცნო. იქვე გამოცხადდა, რომ იმავე წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვეს“ 1-ლი სერიის GT-ს გარდა, „მინის“ შემდეგი თაობის ჰეჩბეკი და მისი მთელი ოჯახიც აიგება.

„მუსტანგი“ კობრას პოზაში (ვიდეო)

Ford Mustang Cobra Jet wheelies with abandon
22 ნოემბერი
ამ მანქანას სახელში „კობრა“ ტყუილად არ მურევია. სასტარტო მწვანე ნიშანზე, სწორედ „კობრას“ სტილში, ყალყზე შედგა, რამდენიმე ათეული მეტრი ასფალტი ფხაჭნა და ბოლოს ბეტონის ზღუდეს ჩაეხუტა...

„ბეემვე“ M1-ის შემცვლელს 2016 წელს გამოუშვებს

BMW M1 Successor Coming in 2016 as the M8
22 ნოემბერი
დიდი ხანია, „ბეემვეს“ მომავალი სუპერ ავტომობილის შესახებ არსად არაფერი დაწერილა. ამ მარკის ფანებს ალბათ ახსოვთ ლეგენდარული სუპერ ავტომობილი M1, რომელიც თავისი გარეგნობითაც გამოირჩეოდა და შესაძლებლობებითაც. მართალია, მას ჯერჯერობით პირდაპირი შთამომავლები არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, დასაბამი მისცა ქვებრენდ M-ს, რომელიც ბავარიული კომპანიის ყველა მოდელის მისებურ ვერსიას სთავაზობს მყიდველს.

ამერიკის გზებზე ქალები მამაკაცებს სჭარბობენ


Women outnumber men for first time on US roads
22 ნოემბერი
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქალი მძღოლების რიცხვმა, მამაკაცებისას გადააჭარბა. ასეთი დასკვნა მკვლევარებმა მართვის ლიცენზიების მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთეს. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.