25 აპრილი
საქართველოს საავტომობილო ბაზარზე, „ლენდ როვერის“
საჯინიბოს ამიერიდან კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“
შეემატა, ავტომობილი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრიტანული კომპანიის ბესტ
სელერობისთვისაა „განწირული“. თავისი დახვეწილი გარეგნობის გარდა, ახალი
ავტომობილი, რომელიც „ლენდ როვერის“ გამაში, ოჯახ „დისქავერის“ პირველი წევრია და
რომელმაც პოპულარული „ფრილენდრი“ შეცვალა, უახლესი ტექნოლოგებით და მძლავრი, ეკონომიური
და ეკოლოგიური ძრავებით მოხიბლავს.Saturday, April 25, 2015
„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ საქართველოში
Friday, April 24, 2015
დათა ქაჯაია FIA-ს ETCC-ს სერიაში იასპარეზებს
24 აპრილი
ცნობილი ქართველი დათა ქაჯაია ამ სეზონიდან ევროპის
ტურინგის კლასის ავტომობილების თასზე (ETCC) იასპარეზებს. ცნობისათვის, ეს არის ევროპის
ტურინგის კლასის ჩემპიონატის განაყოფი, რომლის ერთი ნაწილიც, 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატად
(WTCC) გარდაიქმნა, მეორე კი - ევროპის ტურინგ ქარ-ის თასად.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინურ კოპირებას შეეგუა, ჯერჯერობით...
Land Rover Won't Go After Maker Of Range Rover
Evoque Copy
23 აპრილი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ აღიარა, რომ მის ძალებს აღემატება
იმ ჩინურ კომპანიასთან სამართლებრივი დავა, რომელმაც ახლახანს, შანჰაის ავტო
შოუზე, „რეინჯ როვერ ევოუკის“ იაფფასიანი ასლი წარადგინა. კერძოდ, შანჰაიში ბრიტანული
კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ კომპანია „ლენდუინდის“
მიერ ინტელექტუალური საკუთრების აშკარად დარღვევის მიუხედავად, ადგილობრივმა
მართლმსაჯულებამ, ჩინურ კომპანიას „ევოუკის“ მისეული ასლის, X7-ის
წარმოების უფლება მიანიჭა.
Thursday, April 23, 2015
„ფორდ GT-ს“ პრემიერა ცისქვეშეთში
2017 Ford GT’s V6 EcoBoost Makes Sense in
Shanghai
23 აპრილი
ეს ავტომობილი ლეგენდას აგრძელებს და ამიტომ, მისი
ყველა დიდ ბაზარზე გამოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ბაზარზე გამოსვლამდე
ჯერ დიდი დროა, მაგრამ როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, სიძვირის მიუხედავად, მისი შეძენის
მსურველი მაინც ძალიან ბევრია. არადა, თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც „ლამბორგინი
ავენტადორი“.
ფეტელი ჯერ ტიტულზე არ ფიქრობს
Vettel focused on pressuring Mercedes, not fifth
title
23 აპრილი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ის
ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე არ ფიქრობს და მთელ ყურადღებას, ახლო მომავლის მიზნებზე
გადაიტანს, რაც „ფერარის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და „მერსედესზე“ მუდმივ
ზეწოლას გულისხმობს. პირველ ოთხ რბოლაში ფეტელს ერთი მოგება (მალაიზიაში) და ორი
მესამე ადგილი (ავსტრალიასა და ჩინეთში) აქვს. ბაჰრეინში კი მეხუთე ადგილს დასჯერდა
და ჯერჯერობით, თუ დღეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება, ტიტულისთვის ბრძოლის რეალური
შანსი აქვს.
ეკლსტოუნი: არ იქნება ფული, არ იქნება იტალიის დიდი პრიზი
No Italian GP future without more money –
Ecclestone
23 აპრილი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი
ეკლსტოუნი ამბობს, რომ „მონცამ უნდა გადაიხადოს, თუ სურს, რომ იტალიის დიდი პრიზის
მასპინძლობის უფლება შეინარჩუნოს“. იტალიური ტრეკის ხელმძღვანელობამ ახლახანს
გეგმა შეიმუშავა, რომელიც კონტრაქტის 2020 წლამდე გაგრძელებაში უნდა დაეხმაროს.
Wednesday, April 22, 2015
ფ1-ის მექსიკური ტრასის ახალი ესკიზები
New images reveal how 2015 Mexican GP will look
22 აპრილი
სარბოლო ავტოდრომების ცნობილმა არქიტექტორმა ჰერმან
ტილკემ, ქალაქ მეხიკოს ძმებ როდრიგესების სახელობის ავტოდრომის (აუტოდრომო
ჰერმანოს როდრიგეს) ახალი დეტალები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ამ სეზონიდან
ფორმულა ერთი მექსიკას უბრუნდება და რბოლა სწორედ განახლებულ ავტოდრომზე
ჩატარდება.
Tuesday, April 21, 2015
„სუზუკი ვიტარას“ დებიუტი შანჰაიში
Suzuki Vitara – Auto Shanghai Live
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უგზოობის უახლესი
ავტომობილი „ვიტარაც“ წარადგინა. ამ ავტომობილის წარმოება უნგრულმა ქარხანამ უკვე
დაიწყო. მალე კი ის ჩინეთის ბაზარზეც შევა. ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა
პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ამჯერად კი ის ცისქვეშეთშიც წარადგინეს.
ახალი „ვიტარას“ დიზაინი, კონცეპტუალური „iV-4-ის“
შთაგონებითაა შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ფრანკფურტის 2013 წლის
მოტორ შოუზე გაგვაცნო.
„სუზუკი ბუსტერჯეტის“ პრემიერა შანჰაიში
Suzuki reveals 1.4L Boosterjet DI turbo petrol
engine
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უახლესი აგრეგატი,
სერია ბუსტერჯეტის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი წარადგინა. ეს არის ბენზინის ოთხცილინდრიანი
აგრეგატი, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა
აღჭურვილი. პრემიერის მიუხედავად, იაპონურ კომპანიას შანჰაიში თავისი ახალი ძრავის
მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.
მე-6 მილიონე „ლენდ როვერი“
Land Rover's six millionth production car stars
at Shanghai motor show
21 აპრილი
„ლენდ როვერმა“ შანჰაის ავტო შუზე, „რეინჯ როვერ LWB
ვოგ SE“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ მისი რიგითი ნომერი 6
მილიონია. კომპანიის ისტორიაში მეექვსმილიონე ავტომობილი 2 აპრილს სოლიჰალის
ქარხანამ გამოუშვა და ის შანჰაიში იმ მარტივი მიზეზით გამოფინეს, რომ ეს ამ
ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ, პირველი მსოფლიო დონის გამოფენაა.
Monday, April 20, 2015
„მაკლარენი“ ბარსელონაში პირველ ქულებს გეგმავს
McLaren eyeing first Formula 1 points of 2015 in Spanish Grand Prix
20 აპრილი
„მაკლარენი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ
სეზონს ატარებს, მაგრამ გუნდი მეთოდურად აგრძელებს მანქანის სრულყოფას, რაც ბაჰრეინშიც
გამოჩნდა. ფერნანდო ალონსომ მეოთხე ეტაპზე მე-11 ადგილი დაიკავა, რაც უდაო
პროგრესია. მაგრამ რა თქმა უნდა, უოკინგელები ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
უფრო მეტიც, ისინი მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ბარსელონას მონტმელოს ტრეკი
უმასპინძლებს, პირველი ქულების აღებას გეგმავენ.
Sunday, April 19, 2015
მესამე ნაბიჯი მესამე ტიტულისკენ
Motor racing-Hamilton wins again under Bahrain
floodlights
19 აპრილი
ლუის ჰამილტონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა,
ამჯერად ბაჰრეინში. მართალია, „ფერარისგან“ კიდევ ერთხელ წააწყდა სოლიდურ წინააღმდეგობას,
მაგრამ ჯერჯერობით, მის დომინაციას რეალური საფრთხე არ ელის. კვარცხლბეკის
უმაღლესი საფეხურის დაკავებაში, მხოლოდ ტექნიკის გაუმართაობა თუ შეუშლის ხელს.
რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა
ჰკითხა კიდეც - ამ სეზონის ბოლოს მესამე ტიტულით ხომ არ გიხილავთო?
Saturday, April 18, 2015
„ფორდმა“ პირველი სერიული „ვინიალე მონდეო“ გაგვაცნო
Ford Unveils Production Vignale Mondeo, Prices it
from £29,045 in the UK
18 აპრილი
„ფორდმა“ თავის ლუქს კლასის სედან „ვინიალე
მონდეოს“ სერიული ვერსია გაგვაცნო, ავტომობილი, რომელიც ამერიკული კომპანიის
პრემიუმ ხაზის პირველი მოდელია. მყიდველს მას სედანის და უნივერსალის სახით
შესთავაზებენ. ამ ხაზის ავტომობილებისთვის დამახასიათებელია უნიკალური დიზაინი და
მაღალი ხარისხის მასალებით, გაფორმება. ამასთან ამ ავტომობილებისთვის
შემუშავებულია სპეციალური ფერი - „ვინიალე ნოჩოლა“, რომელიც ავტომობილს
ექსკლუზიურობის დამატებით დოზას მატებს.
ბაჰრეინში ხვალ დიდი ბრძოლა იქნება!
Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
18 აპრილი
ჯერ კიდევ ბაჰრეინის დიდი პრიზის პირველივე თავისუფალ
პრაქტიკაზე, „ფერარიმ“ დაგვანახა, რომ სახირზე მალაიზიური მიღწევის გამეორება
შეუძლია - პირველი ორი პოზიცია მისმა პილოტებმა დაიკავეს. კვალიფიკაციაზე კი მათი
ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა - ორ „მერსედესს“ შორის მარანელოელთა
წითელი ბოლიდი განლაგდა. და თუ პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი კიმი რაიკონენი იყო,
ამჯერად კვიცების ბანაკიდან უფრო სწრაფი სებასტიან ფეტელი გამოდგა, რომელიც სწორედ
იმ ბოლო წამამადე, როცა ლუის ჰამილტონმა მისი დრო გააუმჯობესა, პოულზე იყო.
„ბახა 700“ – კიდევ უფრო მძლავრი „ფორდ F-150- რეპტორი“
Shelby Baja 700 takes Ford F-150 SVT Raptor to
the next level
18 აპრილი
„ფორდ F-150 SVT რეპტორი“ თავის სეგმენტში ერთ-ერთი
ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილია, „შელბი“ კი მასზე გაცილებით მძლავრ (575-ცხენისძალიან)
„შელბი რეპტორს“ უშვებს, მაგრამ როგორც ჩანს, ადრენალინის მოყვარულთათვის, ესეც არ
იყო საკმარისი. სწორედ ასეთებისთვის, ცისფერი ოვალის პარტნიორმა სატუნინგო
კომპანიამ, კიდევ უფრო ძლიერი და ყოვლისშემძლე „მტაცებელი“ შეიმუშავა.
Subscribe to:
Posts (Atom)