დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 23, 2015

ეკლსტოუნი: არ იქნება ფული, არ იქნება იტალიის დიდი პრიზი

No Italian GP future without more money – Ecclestone
23 აპრილი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ „მონცამ უნდა გადაიხადოს, თუ სურს, რომ იტალიის დიდი პრიზის მასპინძლობის უფლება შეინარჩუნოს“. იტალიური ტრეკის ხელმძღვანელობამ ახლახანს გეგმა შეიმუშავა, რომელიც კონტრაქტის 2020 წლამდე გაგრძელებაში უნდა დაეხმაროს.
კალენდარში შემავალი ეტაპებიდან, მხოლოდ ბრიტანეთის და იტალიის დიდი პრიზებია, რომლებიც ფორმულა ერთის დაარსებიდან, 1950 წლიდან მოყოლებული, ყოველ სეზონში იმართება. ამასთან ყველაზე მეტი რბოლა მონცაზე ჩატარდა. ეს ტრეკი მხოლოდ ერთხელ მოცდა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მონცა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ალბათ ფ1-ის ყველაზე დასწრებადი ტრეკია, ეკლსტოუნი პერიოდულად იმუქრება კალენდრიდან იტალიური ეტაპის ამოღებით. მისი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი კი არსებული კონტრაქტის ფინანსური მხარეა. ბერნი ამბობს, რუ ტრეკის ხელმძღვანელობა ახალ პირობებს არ დათანხმდება, კონტრაქტს არ გააგრძელებს.
„ძალიან მარტივი სიტუაციაა. ორი წლის წინათ, მე კონტრაქტი გავაფორმე ადამიანთან, რომელიც ამ საქმეში ჩართული აღარაა. ჩვენ შევთანხმდით გადასახადის მოცულობაზე (ყოველ ჩატარებულ დიდ პრიზზე 20 მილიონი ევრო), რასაც სხვა ევროპული ტრეკები იხდიან. ჩვენ შევთანხმდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩვენ კონტრაქტი ამ სეზონზე გვაქვს, შემდეგი სეზონებისთვის კი - არა. მესმის, რომ მონცა ფ1-ის ისტორიის ნაწილია, მაგრამ მათ უნდა გადაიხადონ“.

No comments:

Post a Comment