დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 23, 2015

„ფორდ GT-ს“ პრემიერა ცისქვეშეთში

2017 Ford GT’s V6 EcoBoost Makes Sense in Shanghai
23 აპრილი
ეს ავტომობილი ლეგენდას აგრძელებს და ამიტომ, მისი ყველა დიდ ბაზარზე გამოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, სიძვირის მიუხედავად, მისი შეძენის მსურველი მაინც ძალიან ბევრია. არადა, თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც „ლამბორგინი ავენტადორი“.
სხვათა შორის, შანჰაის ავტო შოუზე პრემიერისას, მთავარი თემა სწორედ GT-ს ფასი და მისი ეკობუსტის V6 ძრავთან დაკავშირება იყო. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ ძრავის წყალობით, ჩინურ ბაზარზე, ის იტალიურ სუპერ ავტომობილთან შედარებით, ხელმისაწვდომი იქნება. ამ ერთგვარ პარადოქსს კი ჩინთში ძრავების ლიტრაჟის მიხედვით დაბეგვრა იწვევს. მრავალცილინდრიან ძრავებზე იქ დრაკონული გადასახადებია, GT-ს ბაზაში კი ეკობუსტის წყვილ ტურბოიანი V6 ძრავია მოთავსებული.
თითქოს, „ლამბორგინის“ უპირატესობა მაინც უნდა ჰქონდეს - სუპერ ავტომობილების ბაზარზე ის შინაურია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, „ფორდ GT-ს“ უპირატესობა აქვს, რადგან 1960-იან წლებში, ამ ავტომობილის პირველ თაობას, ლე მანის ლეგენდარული რბოლა ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული. „ლამბო“ კი მსგავსი მიღწევით ვერ დაიკვეხნის. სხვათა შორის, ის გამარჯვებები GT-ს 5.4-ლიტრიანი, მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი V8 ძრავით აქვს მოგებული.
ამ ავტომობილის ყიდვის მსურველთა არმიისთვის სამწუხაროდ, ცისფერი ოვალი წლიურად მხოლოდ 250 ცალი GT-ს გამოშვებას აპირებს და ამას ვერაფერი შეცვლის!..

No comments:

Post a Comment