დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 18, 2015

„ბახა 700“ – კიდევ უფრო მძლავრი „ფორდ F-150- რეპტორი“

Shelby Baja 700 takes Ford F-150 SVT Raptor to the next level
18 აპრილი
„ფორდ F-150 SVT რეპტორი“ თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილია, „შელბი“ კი მასზე გაცილებით მძლავრ (575-ცხენისძალიან) „შელბი რეპტორს“ უშვებს, მაგრამ როგორც ჩანს, ადრენალინის მოყვარულთათვის, ესეც არ იყო საკმარისი. სწორედ ასეთებისთვის, ცისფერი ოვალის პარტნიორმა სატუნინგო კომპანიამ, კიდევ უფრო ძლიერი და ყოვლისშემძლე „მტაცებელი“ შეიმუშავა.

სუპერ პიკაპის სახელია „ბახა 700“ და ის წინა თაობის „F-150 SVT რეპტორის“ ბაზაზე შეიქმნა. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ისევ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, ოღონდ ამჯერად ის უფრო მძლავრი მექანიკური დამჭირხნით აღიჭურვა. ძრავს ახალი ფრქვევანები აქვს და მის შემშვებ სისტემაში დროსელის საფარიც გამოცვალეს. ახალია თბოგამცვლელი და გამოსაბოლქვი სისტემა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის წყალობით, ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ავტომობილის სახელში რიცხვი სწორედ სიმძლავრეზე მიგვანიშნებს.
და ეს ყველაფერი არაა - „შელბის“ ჯადოქრებმა გადააკეთეს საკიდარი, რომელიც ახლა უკვე, მაღალი სიჩქარით, გაცილებით რთული გზების ათვისებაში დაეხმარება მძღოლს - სახელი „ბახა“ უგზოობაში გამძლეობაზე რბოლების სახელიდანაა აღებული. „ბახა 700“ 18-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც „BFგუდრიჩის“ წარმოების, უგზბის საბურავებით (K02) შეიმოსა.
„შელბი“ თავის სუპერ პიკაპს მხოლოდ 50 ცალს დაამზადებს. თითოეული საბაზო მოდელზე 45 000 დოლარით ძვირი ეღირება. ანუ, დაახლოებით 90 000 დოლარი.

No comments:

Post a Comment