დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 18, 2015

ბაჰრეინში ხვალ დიდი ბრძოლა იქნება!

Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
18 აპრილი
ჯერ კიდევ ბაჰრეინის დიდი პრიზის პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე, „ფერარიმ“ დაგვანახა, რომ სახირზე მალაიზიური მიღწევის გამეორება შეუძლია - პირველი ორი პოზიცია მისმა პილოტებმა დაიკავეს. კვალიფიკაციაზე კი მათი ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა - ორ „მერსედესს“ შორის მარანელოელთა წითელი ბოლიდი განლაგდა. და თუ პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი კიმი რაიკონენი იყო, ამჯერად კვიცების ბანაკიდან უფრო სწრაფი სებასტიან ფეტელი გამოდგა, რომელიც სწორედ იმ ბოლო წამამადე, როცა ლუის ჰამილტონმა მისი დრო გააუმჯობესა, პოულზე იყო.
კვალიფიკაციის დასასრულს, ერთნაირი ზეიმი იყო როგორც ვერცხლისფერი ისრების, ასევე კვიცების ბანაკშიც. „მერსედესის“ სიხარული ჰამილტონის მორიგმა პოულმა გამოიწვია. „ფერარის“ კი სასიხარულო ის აქვს, რომ გუნდმა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. და როგორც ჩანს, შორს არაა ის დრო, როცა მისი პილოტები გამარჯვებისთვისაც მუდმივად იბრძოლებენ. და მალაიზიური ტრიუმფი ერთჯერად გაბრწყინებად არ დარჩება.
ჰამილტონისთვის ეს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე (კარიერაში კი 42-ე) პოულია. ამასთან. „მერსედესმა“ ზედიზედ მე-15 პოულ პოზიცია მოიპოვა. ჰამილტონმა კი ბაჰრეინში პირველად მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც გასულ სეზონში მეორე ადგილზე დაასრულა.
მართალია, ჰამილტონმა ფეტელს 0.4 წამზე მეტით აჯობა, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ რბოლაში „ფერარის“ ჯობნა გაცილებით ძნელი იქნება, რადგან მარანელოელთა მანქანა სარბოლო რეჟიმში კიდევ უფრო ახლოსაა სამქიმიანებთან. ამასთან, ჰამილტონი თვლის, რომ „ფერარის“ გარკვეულ უპირატესობას საბურავების ნაკლები ცვეთა ანიჭებს. სწორედ საბურავების რაციონალურ ცვეთას თვლის გადამწყვეტ ფაქტორად ჩემპიონი, ვინც საკუთარი მანქანის მუშაობით კმაყოფილია.
როსბერგი კი ამბობს, რომ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან აქცენტი რბოლაზე აქვს გადატანილი. თანაც, ფეტელის და „ფერარის“ სისწრაფე არასაკმარისად შეაფასა. „გაწბილებული ვარ იმის გამო, რომ სებასტიანმა დამამარცხა. სტარტზე მესამე პოზიცია არაა იდეალური“, - ამბობს როსბერგი, ვინც ჰამილტონს 17 ქულით ჩამორჩება.
მესამე რიგს „უილიამსის“ პილოტები - ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა შეავსებენ. მათ უკან კი დანიელ რიკარდო და ნიკო ჰულკენბერგი დადგებიან. სულ მოწინავე ათეულში 7 გუნდის პილოტები შევიდნენ, რაც მეორე ეშელონში ძალთა გათანაბრების მაჩვენებელია. სამწუხაროდ, მათ შორის კვლავაც ვერ მოხვდა „მაკლარენი“, თუმცა უოკინგელები მაინც კმაყოფილები არიან, რადგან კვალიფიკაციის პირველი ეტაპი ამ სეზონში პირველად გადალახეს - ეს ფერნანდო ალონსომ შეძლო.
სამწუხაროდ, კვალიფიკაციაში ასპარეზბა ფაქტობრივად ვერ მოახერხა ჯენსონ ბატონმა, ვისაც სესიის პირველივე ნაწილში, გასახურებელ წრეზევე დაუზიანდა მანქანა და ამის გამო, დრო ვერც დააფიქსირა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი მექანიკური პრობლემებია. ზუსტად ის პრობლემები, რომელთა გამოც ბრიტანლმა ვერც პირველ პრაქტიკაზე იასპარეზა და მეორეზეც ძრიტადად სტატისტის როლში იყო.

ბაჰრეინის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:32.571 
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:32.982 
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:33.129 
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:33.227 
5. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                       1:33.381 
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:33.744 
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:33.832 
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:34.450 
9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:34.462 
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:34.484 
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:34.704 
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:34.737 
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:35.034 
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:35.039 
15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:35.103 
- - - - - - - - - -
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:35.677 
17. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:35.800 
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:38.713 
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:39.722 
20. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)   დაროის გარეშე

No comments:

Post a Comment