დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 14, 2014

როსბერგის მეორე უსწრაფესი დრო 51 წრეზე ნაცვეთი საბურავებით

Rosberg sets second-fastest lap on 51-lap old tyres
14 ოქტომბერი
სოჭის რბოლისას, ნიკო როსბერგმა ერთი უცნაური რეკორდი დაამყარა. მას შემდგ, რაც პირველივე წრეზე, საბურავების შეცვლამ მოუწია, რბოლის ბოლომდე ეს კომპლექტი აღარც გამოუცვლია. მაგრამ გუნდს და პილოტს მცირედაც არ შეპარვიათ ეჭვი იმაში, რომ საბურავები ბოლომდე გაძლებდა. ეგ კი არა, რეგლამენტით რბოლაში ორი ტიპის რეზინის გამოყენება სავალდებულო რომ არ იყოს, გერმანელი მრბოლი ერთ პიტსტოპსაც კი არ შეასრულებდა.

ამერიკაში ფეტელი მეექვსე ძრავს გამოიყენებს

Christian Horner says Sebastian Vettel grid penalty likely in Austin
14 ოქტომბერი
„რედ ბულის“ ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამერიკულ ეტაპზე სებასტიან ფეტელს ძრავის შეცვლა და შესაბამისად, სასტარტო რიგში უკან დაწევა მოუწევს. მისი თქმით, მეხუთე ძრავმა, რომლითაც ფეტელმა სოჭში იასპარეზა, ამოწურა თავისი რესურსი და ის კიდევ ერთ სარბოლო უიკენდს ვერ გაუძლებს.

Monday, October 13, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ - დებიუტი პარიზში

Range Rover Sport SVR Brings Its Supercharged V8 to Paris
13 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ პარიზის მოტორ შოუზე, თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ წარადგინა. ამ ავტომობილის პირველი ჩვენება ზაფხულის მიწურულს, პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე შედგა, მანამდე კი ავტომობილმა თავის კლასში ნურბურგრინგის წრის რეკორდი დაამყარა. პარიზში ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

სუპერ ძანარდი

Alex Zanardi Finishes 140-Mile Triathlon Using Only His Arms
12 ოქტომბერი
ავტოსპორტის და საერთოდ, სპორტის ლეგენდამ, იტალიელმა ალექს ძანარდიმ თავის სახელოვან კარიერას კიდევ ერთი მიღწევა შემატა. მან წარამტებით დაძლია ჰავაის ტრიატლონის 226.255-კილომეტრიანი დისტანცია, რომელიც მთლიანად ხელის ძალით განვლო. დისტანციის გავლას მან 9 საათი და 47:14 წუთი მოანდომა და 2 187 მონწილეს შორის, 272-ე ადგილი დაიკავა.

Sunday, October 12, 2014

„მერსედეს AMG-მ“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვადამდე მოიპოვა

Motor racing-Hamilton wins as Mercedes take constructors' title
12 ოქტომბერი
„მერსედესმა“ პირველად მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა. საწყენია ერთი დამთხვევა: თუ ადრე, ვერცხლისფერი ისრების ეპოქაში (1930-იანი წლების მიწურულს), შტუტგარტული კომპანიის გუნდი მილოცვებს ადოლფ ჰიტლერისგან ღებულობდა, ფ1-ის პირველი ტიტულის მილოცვა თანამედროვე ტირანისგან მიიღო. ალბათ მიხვდით, ვისგანაც...

Saturday, October 11, 2014

ოდნავ სახეშეცვლილი „ფორდ C-მაქსის“ პრემიერა პარიზში

New style and tech for facelifted Ford C-Max
11 ოქტომბერი
მეორე თაობის კომპაქტურ მინვენ „C-მაქსს“ „ფორდმა“ რიგი მოდიფიკაციები ჩაუტარა და იერშეცვლილი სახით, პარიზის მოტორ შოუზე პირველად წარადგინა. განახლებული ავტომობილი გარეგნულად თავის „თანატოლ“ ჰეჩბეკ „ფოკუსს დაემსგავსა და სტილის გარდა, მას შასი და ძრავების გამაც განუახლდა. გარეგნობაში მთავარი სიახლე, ტრაპეციის ფორმის რადიატორის ცხაურია, მასთან ერთად, წინა ფარებიც და კაპოტიც.

ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი შეიძლება შერბილდეს

Engine unfreeze for 2015 passes Strategy Group vote
10 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი გაუქმდეს და გუნდებმა სეზონის მსვლელობისას, თავიანთი აგრეგატების სრულყოფის უფლება მიიღონ. როგორც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ამ წესის შეცვლისთვის აუცილებელი ხმების უმრავლესობა პრაქტიკულად გარანტირებულია, რადგან 11-დან ექვსი გუნდი ცვლილებას ემხრობა.

ჰამილტონი სოჭის რბოლის პოულზე

Hamilton pips Rosberg to pole in Russia
11 ოქტომბერი
სოჭის უახლესი ტრეკის პირველი საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 38-ე კვალიფიკაცია მოიგო. თუმცა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ უფრო უკეთესი დროის ჩვენებაც შესაძლებელი იყო.

Friday, October 10, 2014

ფორმულა ერთი ქართულ მიწას ეწვია

Motor racing-Hamilton quickest in Russian practice
10 ოქტომბერი
გინდათ ისე თქვით, გინდათ ასე - სოჭი ძველ ქართული მიწაა და ამ მიწაზე მალე ფორმულა ერთის პირველი რბოლა ჩატარდება. როგორც ყოველთვის, პარასკევს თავისუფალი პრაქტიკები იყო და როგორც (ამ სეზონში) ყოველთვის, ყველაზე სწრაფები „მერსედესის“ პილოტები იყვნენ.

„ფერარი 458 სპეჩალე აპერტა“ პარიზში

New Ferrari 458 Speciale A revealed at the Paris motor show
10 ოქტომბერი
მარანელოელებმა თავიანთ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ღია საგზაო ავტომობილი - „ფერარი 458 სპეჩალე აპერტა“ პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. სახელში სიტყვა „აპერტა“ ღიას ნიშნავს. ამ ავტომობილს, „ლაფერარის“ მსგავსად, „ფერარი“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 499 ცალს გამოუშვებს. ის იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მოძრაობაში კუპე „458 სპეჩალე“ მოჰყავს.

Thursday, October 9, 2014

ფ1-ის პილოტები დახურულ ბოლიდებს განიხილავენ

Alonso and others open to closed cockpit idea, notes how close to death he came at Spa 2012
9 ოქტომბერი
იაპონიის დიდ პრიზზე ფრანგი ჟიულ ბიანკის მძიმედ დაშავების შემდეგ, ფორმულა ერთის პილოტები დახურული კოკპიტების საკითხს განიხილავენ. მათი ნაწილი მომხრეა იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი კოკპიტები გამოსცადონ. ყველა მათგან თანხმდება იმაზე, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ის მანქანის ყველაზე დაუცველი ადგილი, მისი ღია კოკპიტია. შესაბამისად, ფ1-ის და ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილების სხვა სერიების მრბოლები ყველაზე ხშირად თავის ტრავმას ღებულობენ.

Wednesday, October 8, 2014

„აუდი“ TT-ს ბაზაზე ქროსოვერსაც გამოუშვებს

Audi TT most likely to breed crossover derivative
8 ოქტომბერი
„აუდიმ“ ახალი TT-ს ბაზაზე, არაერთი საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, მათ შორის, კუპე და კაბრიოლეტი, რომლებსაც მალე გამოუშვებს, „შუტინგ ბრეიკი“, რომელიც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, უგზოობის კონცეპტი, რომელიც პეკინის მოტორ შოუზე გვიჩვენა და ახლახანს, პარიზის შოუზე, კონცეპტუალური „სპორტბეკი“. გერმანული კომპანია არ მალავს, რომ ორადგილიანი სპორტული მოდელის ბაზაზე, ახალი ოჯახის ჩამოყალიბებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას ხმამაღლაც ამბობს. თუმცა საკითხავია, ჩამოთვლილთაგან რომელი დადგება კონვეიერზე?

„ფორდ მონდეო“ ევროპას დაუბრუნდა

2015 Ford Mondeo Makes World Debut at the Paris Motor Show
8 ოქტომბერი
მისი ამერიკული ვარიანტის, „ფორდ ფიუჟნის“ პრემიერიდან ორი წლის შემდეგ, „ფორდ მონდეოს“ ბაზარზე გამოსვლის დროც დადგა. ევროპულ ბაზარს დაუბრუნდა D სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თავის მყიდველს უახლესი ტექნოლოგიებით, კომფორტით და დინამიურობით მოხიბლავს. და ის ამ სეგმენტის პრემიუმ დონის ავტომობილებს - „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს, „ბეემვეს“ მე-3 სერიას და „აუდის“ A4-საც გაუწევს კონკურენციას.

„ლამბორგინი“ კონცეპტ „ასტერიონს“ არ გამოუშვებს

Lamborghini Boss Says Asterion Hybrid Hypercar Will Not Be Built
8 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ლამბორგინის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ასტერიონია“, რომელიც თავისი გარეგნობით გაფიქრებინებთ, რომ ის სერიული წარმოებისთვისაც მზადაა. მაგრამ სამწუხაროდ, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ ახალი ტექნოლოგიების სადემონსტრაციო საშუალებაა, რომელთა დანიშნულებაც, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაა.

ბაქოში ფ1-ის ტრეკი მოხაზეს

Baku street track for 2016 F1 European Grand Prix unveiled
8 ოქტომბერი
აზერბაიჯანმა ბაქოს ფ1-ის ტრეკის კონფიგურაცია გამოაქვეყნა, რომელზეც 2016 წელს ევროპის დიდი პრიზი ჩატარდება. ტრეკი ამ საქმის ცნობილი სპეციალისტის, ჰერმან ტიკლეს მიერაა შემუშავებული. მისი სიგრძე 3 766 მეტრია და ის ბაქოს ქუჩებსა და ბულვარის გასწვრივ გადის.