დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 11, 2014

ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი შეიძლება შერბილდეს

Engine unfreeze for 2015 passes Strategy Group vote
10 ოქტომბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი გაუქმდეს და გუნდებმა სეზონის მსვლელობისას, თავიანთი აგრეგატების სრულყოფის უფლება მიიღონ. როგორც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ამ წესის შეცვლისთვის აუცილებელი ხმების უმრავლესობა პრაქტიკულად გარანტირებულია, რადგან 11-დან ექვსი გუნდი ცვლილებას ემხრობა.
„ჩვენ სტრატეგიული ჯგუფის შეხვედრა გვქონდა და ამ საკითხს კენჭი ვუყარეთ, გაგვეტანა თუ არა ის ფორმულა ერთის კომისიაზე განსახილველად. ახლა სწორედ მისი გადასაწყვეტია, სეზონის განმავლობაში გვექნება თუ არა ძრავების მოდიფიცირების უფლება. FIA და FOM მხარს გვიჭერენ. ყველა გუნდი, რომელიც „მერსედესის“ ძრავებს არ იყენებს ამ წესის შეცვლას ემხრობა. მოკლედ, ერთ თვეში გვეცოდინება, რა წესით მოგვიწევს მუშაობა“, - ამბობს ჰორნერი.
როგორც წესი, ფორმულა ერთის კომისიაზე ახალი რეგულაციის მისაღებად, სიახლეს კომისიის ყველა წევრი უნდა მიემხროს. ამგვარად, „მერსედესს“ თავისუფლად შეუძლია მისი დაბლოკვა. მაგრამ სიახლის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ გერმანული კომპანია ასე არ მოიქცევა.
გაყინვის წესის გაუქმებას ემხრობა „ფერარის“ შეფი მარკო მატიაჩი. მას საერთოდ ვერ გაუგია, რა საერთო უნდა ჰქონდეს ფორმულა ერთთან ფრაზა „გაყინულ ძრავებს“: „მე ვეთანხმები კრისტიანს. სიტყვა გაყინულ ძრავებს ფ1-თან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს. დღეს ჩვენ ხმების უმეტესობა მოვიპოვეთ ამ გაყინვის მოსახსნელად. ახლა ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ფ1-ის კომისიაში“.

No comments:

Post a Comment