დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 8, 2014

„ფორდ მონდეო“ ევროპას დაუბრუნდა

2015 Ford Mondeo Makes World Debut at the Paris Motor Show
8 ოქტომბერი
მისი ამერიკული ვარიანტის, „ფორდ ფიუჟნის“ პრემიერიდან ორი წლის შემდეგ, „ფორდ მონდეოს“ ბაზარზე გამოსვლის დროც დადგა. ევროპულ ბაზარს დაუბრუნდა D სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თავის მყიდველს უახლესი ტექნოლოგიებით, კომფორტით და დინამიურობით მოხიბლავს. და ის ამ სეგმენტის პრემიუმ დონის ავტომობილებს - „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს, „ბეემვეს“ მე-3 სერიას და „აუდის“ A4-საც გაუწევს კონკურენციას.
ახალ „მონდეოზე“ მთავარი სიახლეებია 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის სამცილინდრიანი ძრავი, 125 ცხენის ძალით და უახლესი 2.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი TDCi დიზელი, რომელიც 210 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავის თავისებურება ისაა, რომ მისი ერთი, მომცრო ტურბინა მცირე ინერციით გამოირჩევა და დაბალ ბურნვებზე მუშაობს, მეორე, მაღალი ინერციის მქონე უფრო დიდი ტურბინა კი მაღალ ბრუნვებზე უზრუნველყოფს ცილინდრებში ჰაერის ძალდატანებით ჩატუმბვას.
ძრავების გამაში ეკობუსტის ოჯახის კიდევ ორი აგრეგატი შედის: ერთია ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 160 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 2.0-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც ფორსირების ორი ხარისხითაა და შესაბამისად, 203 და 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ყველაზე ეკონომიური ძრავების გამაში კი, ზემოთ ნახსენები 2.0-ლიტრიანი TDCi-ს გარდა, ასევე 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი შედის, რომელსაც მხოლოდ ერთი, ცვალებადი გეომეტრიის ფრთების მქონე კომპრესორი ემსახურება. ეს ძრავიც ფორსირების ორი ხარისხითაა და 150 და 180 ცხენის ძალას ავითარებს. ყველაზე ეკონომიური „მონდეო“ კი აღიჭურვება ტექნოლოგია „ეკონეტიკით“ და 1.6-ლიტრიანი ტურბო დიზელით. ეს მოდელი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 94 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ევროპელები ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „მონდეო ჰაიბრიდის“ შეძენასაც შესძლებენ. ასეთი ავტომობილის აგრეგატში გაერთიანებულია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი და ორი ელექტრო ძრავი, რომელთაგან ერთი ბორბლების ტრიალს ემსახურება, მეორე კი ენერგიის აღდგენაზე მუშაობს. მის მიერ აღდგენილი ენერგია ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკს მიეწოდება, რომლის ტევადობაც 1.4 კილოვატსაათია. ჰიბრიდული ავტომობილის აღჭურვილობაში ასევე შევიდა სისტემა სტარტ/სტოპი, რადიატორის აქტიური ჟალუზები. საერთო ჯამში, ავტომობილი კილომეტრზე მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
„ფორდი“ უფრო დაბალი სიმძლავრის მქონე ძრავებით დაკომპლექტებული სედანების მყიდველს სრულ ამძრავიან საზრიან სისტემებსაც შესთავაზებს. ეს სისტემა ჩვეულებრივ წინა ამძრავიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებსაც აწვდის. გარდა ამისა, ეკიპირებაში შედის მაბრუნი მომენტის გადანაწილების კონტროლიც შედის.
ახალი „მონდეო“ თავის სეგმენტში პირველი ავტომობილია, რომელიც აირბალიშიანი სეგმენტის მქონე უკანა სავარძლის ღვედებითაა აღჭურვილი. მისი ღირსება ისაა, რომ ავარიის შემთხვევაში, მგზავრის ტანზე თანაბრად ანაწილებს დამჭერ ძალას. მისი წყალობით, ადამიანს ჩვეულებრივზე ხუთჯერ მეტი დატვირთვის გაძლება შეუძლია. შესაბამისად, გაუმჯობესებულია უსაფრთხოება. გარდა ამისა, ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებში შევიდა ფეხმავლების, ცხოველების და ნებისმიერი მოძრავი სხეულის დაფიქსირების მოწყობილობა. ეს სისტემა იმ დროს მუშაობს, როცა ავტომობილი მაქსიმუმ 80 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. ფეხმავლების დაფიქსირების სისტემასთან ერთად, შეჯახების თავიდან ასარიდებელი სისტემა ავტომატურად აამოქმედებს მუხრუჭებს, თუ მძღოლი სისტემის გაფრთხილებას არ გამოეხმაურება.

დაბოლოს, ინტერიერი უჩვეულოდ „განიტვირთა“. გადამრთველების და ღილაკების ფუნქციები, მულტიმედიური სისტემის  8.0-დუიმიანმა სენსორულმა მონიტორმა აითვისა. აქ ყველა ის სისტემ დაგხვდბათ, რომელთა გარეშეც თანამედროვე D სეგმენტის ავტომობილები წარმოუდგენელია. მათ შორისაა ბლუთუთი, სატელიტური ნავიგაცია, ციფრული რადი, ასევე „ფორდს“ საფირმი „სინკ2“.

No comments:

Post a Comment