დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 14, 2014

როსბერგის მეორე უსწრაფესი დრო 51 წრეზე ნაცვეთი საბურავებით

Rosberg sets second-fastest lap on 51-lap old tyres
14 ოქტომბერი
სოჭის რბოლისას, ნიკო როსბერგმა ერთი უცნაური რეკორდი დაამყარა. მას შემდგ, რაც პირველივე წრეზე, საბურავების შეცვლამ მოუწია, რბოლის ბოლომდე ეს კომპლექტი აღარც გამოუცვლია. მაგრამ გუნდს და პილოტს მცირედაც არ შეპარვიათ ეჭვი იმაში, რომ საბურავები ბოლომდე გაძლებდა. ეგ კი არა, რეგლამენტით რბოლაში ორი ტიპის რეზინის გამოყენება სავალდებულო რომ არ იყოს, გერმანელი მრბოლი ერთ პიტსტოპსაც კი არ შეასრულებდა.
და როგორც გაირკვა, ამით არაფერსაც არ წააგებდა. პირიქით! როსბერგმა ბოლოსწინა წრეზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. და რომ არა ბოლო წრეზე ვალტერი ბოტასის გაბრწყინება, უსწრაფესი დრო სწორედ როსბერგის ნადავლი გახდებოდა. და ეს იმ დროს, რომ „მერსედესის“ პილოტს მთელი რბოლის განმავლობაში, პელოტონის ბოლოდან, ლიდერებისკენ ბრძოლით უწევდა გზის გაკვალვა. და ბუნბრივია, ამ დროს საბურავების დაზოგვაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
ბევრმა პილოტმა როსბერგის მსგავსად, მთელ რბოლაში მხოლოდ ერთხელ შეცვალა რეზინი, მაგრამ მისგან განსხვავებით, დანარჩენებმა ეს რბოლის მესამედის შემდეგ გააკეთეს. და თუ საბურავების გამძლეობას პრობლემა არ შეუქმნია, საწვავის ხარჯმა ბევრს საფიქრალი გაუჩინა. მაგალითად, „ტორო როსოს“ ორივე პილოტის უსწრაფესი დროები, შვიდ საუკეთესო შედეგს შორის აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მათ საკუთარი საკვალიფიკაციო სისწრაფე გამოავლინეს. მაგრამ მათ ათეულში შესვლაც კი ვერ მოახერხეს, რადგან ტემპი და მასთან ერთად, საწვავის მოხმარება რომ არ შეემცირებინათ, ფინიშს ვერ მიაღწევდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: დანიელ რიკარდომ თავისი საუკეთესო დრო ორჯერ (50-ე და 53, ბოლო წრეზე) აბსოლუტური სიზუსტით გაიმეორა.

No comments:

Post a Comment