დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 14, 2014

ამერიკაში ფეტელი მეექვსე ძრავს გამოიყენებს

Christian Horner says Sebastian Vettel grid penalty likely in Austin
14 ოქტომბერი
„რედ ბულის“ ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ამერიკულ ეტაპზე სებასტიან ფეტელს ძრავის შეცვლა და შესაბამისად, სასტარტო რიგში უკან დაწევა მოუწევს. მისი თქმით, მეხუთე ძრავმა, რომლითაც ფეტელმა სოჭში იასპარეზა, ამოწურა თავისი რესურსი და ის კიდევ ერთ სარბოლო უიკენდს ვერ გაუძლებს.
„ჩვენ კიდევ მოგვიწევს სიტუაციის შესწავლა, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ მეექვსე ძრავის დაყენება მოგვიწევს. არ მგონია, ახლანდელმა ძრავმა დიდხანს იმუშაოს“, - ამბობს ჰორნერი. თუ ასე მოხდა, ფეტელს ოსტინის რბოლას, რომელიც გასულ სეზონში მოიგო (და მეოთხე ტიტული ვადამდე გაინაღდა), პიტლეინიდან დაიწყებს.
ამჟამად ბევრი პილოტი ახლოსაა მეექვსე ძრავის გამოყენებასთან. რეგლამენტის მიხედვით, აგრეგატში შემავალი ექვსი ძირითადი კომპონენტიდან რომელიმეს შეცვლის შემთხვევაში, პილოტი სტარტზე საკვალიფიკაციო შედეგზე ათი ადგილით უკან დგება. სრული აგრეგატის შეცვლის შემთხვევაში კი სტარტის პიტლეინიდან აღება მოუწევს.
ფეტელმა გასულ სეზონში 13 რბოლა მოიგო, მაგრამ ამ სეზონში ერთთავად თავისი ახალი თანაგუნდელის, დანიელ რიკარდოს ჩრდილშია. ავსტრალიელს სამი რბოლა აქვს მოგებული, ფეტელს კი - არცერთი. იაპონიაში რბოლის წინ, გერმანელმა ჰორნერს უთხრა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს. მაშინვე „რედ ბულმა“ გვაუწყა, რომ ფეტელი მისგან მიდის და მის ახალ გუნდად „ფერარი“ დაასახელა.

No comments:

Post a Comment