დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 12, 2014

რატომ ამბობს „ლამბორგინი“ უარს ჰიბრიდულ სუპერქარზე

Lamborghini Explains Why It Will Not Offer a Hybrid Hypercar
12 მარტი
გასულ წელს საავტომობილო სამყაროს სამი ახალი სუპერ ავტომობილი მოევლინა და სამივე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი. ამასთან, „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ს“ და „პორშე 918 სპაიდერს“ თითქმის ერთნაირი მაჩვენებლები აქვს. თითქოს მათი მწარმოებლები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მაგრამ ამ ტრენდის გაყოლას არ აპირებს „ლამბორგინი“, რომელიც ჰიბრიდიზაციას მკაცრად ეწინააღმდეგება და თუ რატომ, ეს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა ჟენევის მოტორ შოუზე განმარტა.

ახალი „ფრილენდერის“ აღჭურვილობა მრავალფეროვანი იქნება

Land Rover Offers 2015 Freelander with New Options and Trims
12 მარტი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 2015 სამოდელო წლის „ფრილენდერი“ რამდენიმე საინტერესო სისტემით აღიჭურვება, რომელთაგან ზოგი სტანდარტულ ეკიპირებაში შევა, ზოგსაც მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. ლაპარაკია როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის სიახლეებზე, რომლებიც არამხოლოდ ავტომობილის ვიზუალურ მხარეს გააუმჯობესებენ, არამედ სალონს უფრო მდიდრულს და მოსახერხებელს გახდიან.

„ჰიუნდაის“ პირველი კვარცხლბეკი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე

Hyundai Team secures first double finish in style with maiden podium at Rally Mexico
11 მარტი
„ჰიუნდაი შელ უორლდ რალი ტიმმა“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მიღწევა დააფიქსირა - მისმა ეკიპაჟმა, რომლის საჭესაც ბელგიელი ტიერი ნოივილი მართავს, მექსიკის რალიზე მესამე ადგილი დაიკავა.

Tuesday, March 11, 2014

მექსიკის რალი ოჟიემ მოიგო

Rallying-Ogier takes overall lead with Mexico win
11 მარტი
მეორე გამარჯვება
მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონის, სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპი - რალი მექსიკო. ოჟიემ საკმაოდ იოლად დაამარცხა თავისი ფინელი თანაგუნდელი იარი-მატი ლატვალა, რითაც მასვე ჩემპიონატის ლიდერობა ჩამოართვა. რბოლის ფინიშზე, „ფოლკსვაგენის“ ორი ეკიპაჟი წუთმა და 12.6 წამმა დააშორა.

კაკა და კასილასი „ჰიუნდაის“ ბრენდის ელჩები გახდნენ

Hyundai Names Kaka and Casillas Brand Ambassadors for Brazil World Cup
11 მარტი
მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილასი და „მილანის“ ნახევარმცველი რიკარდო კაკა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს, „ჰიუნდაის“ ბრენდის ელჩობას გასწევენ. ამგვარად, კორეული კომპანია აგრძელებს სპორტში და კონკრეტულად ფეხბურთში თავის აქტივობებს.

Sunday, March 9, 2014

„ასტონ ფოკუსი“? არა, „ფორდ ფოკუსი“!

Ford Focus Proudly Displays its Aston Snout in Geneva
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ფორდის“ სტენდის იმ სეგმენტში, სადაც განახლებული, „ასტონ მარტინის“ მსგავსი „ფოკუსი“ იდგა, ამაყად ეწერა #1 - ეს ავტომობილი ხომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბესტ სელერია. ბრიტანულ სუპერ ავტომობილებს მიმსგავსებულ „ფოკუსს“ კი თავისი მოწინავე პოზიციის კიდევ უფრო გამყარების რეალური შანსი აქვს. მართალია, მასში მყიდველი გარეგნობაზე მეტად, საექსპლუატაციო თვისებებს აფასებს, მაგრამ სტილის დახვეწა მას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. მითუმეტეს, განახლება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით არ შემოფარგლულა...

შუმი აპარატის დაუხმარებლად სუნთქავს!

Schumacher no longer on respirator - report
9 მარტი
მართალია, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ მას ისეთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს, როგორიც „გაძეტა დელო სპორტია“. ფ1-ის ლეგენდის მენეჯერი საბინე კემი კვლავაც იმეორებს, რომ არაოფიციალურ ინფორმაციას არ დავუჯეროთ, თუმცა ამ ორი თვის განმავლობაში, რაც შუმახერი მართვად კომაში იმყოფება, ბევრი მსგავსი ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა.

ლიხტენშტაინური კონცეპტი ძალიან გრძელი სახელით და...

New NanoFlowcell QUANT e-Sportlimousine is the Albatross of Evs
9 მარტი
„ნანოფლოუსელ კვანტ e-სპორტსლიმუზინ“ - ასე ჰქვია ამ ავტომობილს, რომლის შემუშავების დროსაც, მისმა ავტორებმა ბევრი საინტერესო გადაწყვეტა გამოიყენეს. მათგან ყველაზე საინტერესო, ელექტრული ენერგიის შესანახი საშუალებაა (სისტემა ნანოფლოუსელ), რომელიც პროექტის ავტორთა თქმით, მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ელემენტი და იმავდროულად, ფიჭური ელემენტიც. მის შუაში განლაგებულა მემბრანა, რომელიც ორ განსხვავებულ ქიმიურ ნივთიერებას აშორიშორებს.

Friday, March 7, 2014

ინდური წარმოების „სუზუკი სელერიოს“ ევროპული დებიუტი

Indian-Made Suzuki Celerio Announces its Presence in Geneva
7 მარტი
იაპონურმა კომპანიამ ეს პატარა ავტომობილი პირველად ნიუ დელის ავტო ექსპოზე წარადგინა. ეს არის პატარა საქალაქო ავტომობილი, რომელიც ევროპასა და სხვა ბაზრებზე, უფრო პატარა „ალტოს“ შეცვლის, რომელსაც ასევე „A-სტარსაც“ უწოდებენ. „სელერიოს“ „სუზუკის“ ინდოელი პარტნიორის, კომპანია „მარუტის“ მანესარის (ტაილანდი) ქარხანაში გამოუშვებენ და ის გლობალურ ბაზარზე გაიყიდება.

ორი თვე კომაში; შუმის გამოღვიძების პროცესი გრძელდება

Michael Schumacher remains in 'wake up phase' in French hospital
7 მარტი
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი მართვად კომაში იმყოფება. მისმა მენჯერებმა ოფიცალური ცნობა გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გრენობლის ჰოსპიტალის ექიმები აგრძელებენ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კომიდან გამოყვანის პროცესს, რომელიც უკვე ერთი თვეა, გრძელდება. თუმცა, ლეგენდარული გერმანელი მრბოლის პირადი პრეს მდივანი საბინე კემი ამბობს, რომ კომიდან გამოყვანის პროცესი შეიძლება დიდხანს გაიწელოს.

Thursday, March 6, 2014

საიუბილეო „დისქავერი XXV“

New Land Rover Discovery XXV on sale this year
6 მარტი
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება დაიწყო და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ავტომობილს ბრიტანული კომპანიის ისტორიაში თავი დაემკვიდრებინა. მალე მას თაობათა ცვლა უწევს და სანამ ეს მოხდებოდეს, „ლენდ როვერმა“ მისი საიუბილეო ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა. ასეთი ავტომობილი, სახელად „დისქავერი XXV“ კი ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო.

ვოლფი: „უილიამსს“ და „ფორს ინდიას“ მოგება შეუძლიათ

Williams, Force India 'fast enough to win' – Wolff
6 მარტი
შესაძლოა, ფელიპე მასას ძალიან გაუმართლა, როცა ის „ფერარიმ“ დაითხოვა და ამის გამო, „უილიამსში“ მოუწია გადასვლა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს „მერსედესის“ დირექტორი და „უილიამსის“ თანამფლობელი ტოტო ვოლფი. ახალი ამბების სააგენტო APA-სთან საუბრისას, ვოლფმა ივარაუდა, რომ „მერსედესის“ ძრავებით აღჭურვილ ყველა გუნდს, ახალ სეზონში გამარჯვების რეალური შანსი ექნება. თუმცა ის დარწმუნებულა, რომ „რედ ბული“ და „ფერარიც“ აუცილებლად იქნებიან ფავორიტებს შორის.

„ფორდ მონდეო ვინიალე“ ევროპელებს ჟენევაში გაეცნო

Ford Mondeo Vignale unveiled
6 მარტი
„ფორდის“ უახლესმა, პრემიუმ ქვე-ბრენდმა „ვინიალემ“ ევროპასაც მიაღწია. მისი პირველი ავტომობილი, სედან „მონდეოს“ ტოპ ვერსიის ევროპული პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. პრეზენტაციაზე ცისფერმა ოვალმა განაცხადა, რომ ამ ქვე-ბრენდის ავტომობილების მომხმარებლები, „მაღალი დონის ავტომობილის ფლობით სიამოვნებას მიიღებენ“.

Wednesday, March 5, 2014

„პორშე 919 ჰაიბრიდი“ საბრძოლო ფორმაში

New 919 Hybrid is the "Incarnation of all that Porsche is"
5 მარტი
„პორშემ“ თავის ახალ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდის“ სარბოლო გაფორმების საპრეზენტაციოდ, ჟენევის მოტორ შოუ გამოიყენა. ამ ავტომობილით ცუფენჰაუზენელები მალე ლე მანის რბოლას (რომელიც ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ აქვთ მოგებული) და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდებიან.

ლაუდა: „მერსედესის“ V6 580 ცხენის ძალას იძლევა

Mercedes V6 produces '580hp' – Lauda
5 მარტი
„შიდაწვის ძრავი დაახლოებით 580 ცხენის ძალას გვაძლევს, რასაც ელექტრული სიმძლავრეც ემტება“, - ამბობს „მერსედესის“ დირექტორი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა და ეს ცოტა არ იყოს, გასაკვირია ისეთ გასაიდუმლოებულ სამყაროში, როგორიც ფორმულა ერთია. თუმცა, სამქიმიანების უპირატესობა მეტოქეებთან იმდენად გამოკვეთილია, რომ როგორც ჩანს, ამ მახასიათებლის საიდუმლოდ შენახვა მათთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.