დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 11, 2014

კაკა და კასილასი „ჰიუნდაის“ ბრენდის ელჩები გახდნენ

Hyundai Names Kaka and Casillas Brand Ambassadors for Brazil World Cup
11 მარტი
მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილასი და „მილანის“ ნახევარმცველი რიკარდო კაკა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს, „ჰიუნდაის“ ბრენდის ელჩობას გასწევენ. ამგვარად, კორეული კომპანია აგრძელებს სპორტში და კონკრეტულად ფეხბურთში თავის აქტივობებს.

„ჰიუნდაის“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტაკ უკ იმმა განაცხადა, რომ „მისი კომპანია მოხარულია გამოაცხადოს, რომ ეს ორი ლეგენდარული საფეხბურთო ვარსკვლავი, მსოფლიო ჩემპიონატის დროს „ჰიუნდაის“ გაუწევს ელჩობას. კასილასის და კაკას დახმარებით, ჩვენ ტურნირით მონიჭებულ სიამოვნებას და განცდებს, მთელს მსოფლიოს გავუზიარებთ“.
მსოფლიოს უპირველეს სპორტულ ფორუმზე, ორი ვარსკვლავის ელჩად ყოლას, კომპანიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - „ჰიუნდაი“ ფეხბურთის მოყვარულთა უზარმაზარ არმიაში ავტორიტეტის განმტკიცებას ცდილობს და ამასთან დაკავშირებით, საფეხბურთო სეზონის განმავლობაში, არაერთ აქტივობას გეგმავს. ამ აქტივობათა შორის იქნება ბეჭდური სარეკლამო კამპანია, სატელევიზიო რეკლამა, ციფრული მარკეტინგული პროგრამები და ღონისძიებები უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

თანამედროვე ფეხბურთში, კასილასი ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, რომელმაც დიდი წვლილი დაიდო მადრიდის „რეალის“ ბოლო წლების წარმეტებებში. რაც შეეხება კაკას, მარტო იმის თქმაც ღირს, რომ 2007 წელს ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთიც დაიმსახურა.

No comments:

Post a Comment